კახეთი ტურისტების 25%-იან ზრდას გაუმართავი ინფრასტრუქტურით ხვდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კახეთი ტურისტების 25%-იან ზრდას გაუმართავი ინფრასტრუქტურით ხვდება
ნანახია: 494

კახეთი ტურისტების 25%-იან ზრდას გაუმართავი ინფრასტრუქტურით ხვდება ”კახეთის სასტუმროების 90%-ში ჩატარებული აუდიტის შედეგად, ვარსკვლავების მიღებას მხოლოდ 4-5 სასტუმრო და გესთ-ჰაუსი შეძლებს”

წელს საქართველო საზაფხულოდ ტურისტების დიდი რაოდენობას ელოდება. მიმდინარეობს სერიოზული მზადება დამსვენებლების დასახვედრად. ტურისტებს სამთო და საზღვაო კურორტების გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებშიც ელიან. ქვეყნის ტურიზმის სფეროსადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა ბიძგი მისცა ტურიზმის განვითარებას კახეთის რეგიონშიც.
”კახეთს ამის პოტენციალი გააჩნია და ეს არის გამოსაყენებლი. უნდა გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის პროგრამა და მაქსიმალურად ვეცადოთ საექსპორტო პროდუქცია სწორედ ამ რეგიონში იქნას მოყვანილი. ამასთან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კახეთში ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ”, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
განსაკუთრებით პოპულარული და მიმზიდველი ღვინის ტურიზმი გახდა. ისტორიული წარსულისა და ღვინის კულტურის გამო კახეთში ღვინის ტურიზმის ცენტრად ქალაქი სიღნაღია მიჩნეული, რომლის რეაბილიტაციამ და ისტორიული ფასადის აღდგენამ არაჩვეულებრივი იერსახე შესძინა სიღნაღს.
კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის პეტრე კიკნაძის განცხადებით, წელს კახეთში ტურისტების 20-25% ზრდაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, კახეთის სასტუმროების უმრავლესობა დატვირთულია და ადგილები საზაფხულო სეზონისთვის უკვე დაიჯავშნა. დაწყებულია სამუშაოები ინფრასტრუქტურის და გზების მოსაწყობად. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ გზებისთვის რეგიონის მასშტაბით 6 მილიონ 300 ლარი დაიხარჯება.
”კახეთში მიმდინარეობს ნაკრძალების რეაბილიტაცია, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიასთან კეთდება ახალი საცხოვრებელი კოტეჯები, ფუნქციონირებს საფეხმავალო და საცხენოსნო ტურები. იგეგმება გრემის ძველი ქალაქის იერსახის აღდგენა, გურჯაანში ინვესტორის მიერ ახალი 50 ადგილიანი სანატორიუმის მოწყობა იწყება, რომელსაც დახურული და ღია აუზები ექნება”, - განაცხადა პეტრე კიკნაძემ.
ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი ტურისტებს კახეთში იზიდავთ ისტორიული ძეგლების სიმრავლე და არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლანდშაფტი. კახეთი მისი უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ღვინის კულტურით თუ კარგი ბუნებრივი პირობებით ხელსაყრელია ნებისმიერი დამსვენებლისთვის, ამიტომ შესაძლებელია, რომ ის მალე საქართველოში ეკო-ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრიც გახდეს. გარდა ისტორიული ძეგლების და ლამაზი ბუნებისა, კახეთს სხვა უპირატესობაც აქვს, ეს ღვინის ტურიზმია, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ დამსვენებელს. საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. კახეთში მევენახეობის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება და მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ჩვენთან მოდის. კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის ქარხნებში სპეციალურად დამთვალიერებლებისთვის სადეგუსტაციო დარბაზებია მოწყობილი. ყოველ წელს, შემოდგომაზე იმართება `ღვინის ფესტივალი~, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და ქართული კერძებით. ტურისტებს შეუძლიათ, როგორც კახური ტექნოლოგიით დამზადებული გლეხური ღვინის, ასევე ევროპული წესით დამზადებული ღვინის დაგემოვნებაც. მათთვის ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობები, იმართება ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა.
ყვარელში, კლდეში ნაკვეთ გვირაბში უნიკალური ღვინის საცავია განთავსებული, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს ერთი და იგივე ტემპერატურას, 14-დან 16 გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისთვის და სწორედ ამ საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს. ისტორიული და არქიტექტორული თვალსაზრისით აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე მე-19 საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა, თავისი უძვირფასესი ღვინის კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - `პოლონურ თაფლი~ 1814 წლით თარიღდება.
ამ და სხვა ფასეულობებით ღირებულ კახეთს, მართლაც შეუძლია ტურისტების მოზიდვა. თუმცა, მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაშია. კახეთში სასტუმროები არასახარბიელო მდგომარეობაშია. სასტუმროების 90%-ში ჩატარებული აუდიტის შედეგად, ვარსკვლავების მიღებას 4-5 სასტუმრო და გესთ-ჰაუსი შეძლებს, ხოლო ვარსკვლავების რაოდენობა 2 ან 3-ით განისაზღვრება. კახეთში არის ისეთი დაწესებულებები, რომელიც სასტუმროს ან გესთ-ჰაუსის კატეგორიას საერთოდ არ მიეკუთვნება.
ამასთანავე, ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზები გაუმართავია ან არ არსებობს. გარემოც დაბინძურებულია. ამ ყველაფრის ფონზე კი ტურისტების ნაკადის ზრდაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.

რუსუდან გაბესკირია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48