მომხმარებელი დასვენების არასწორი დაგეგმვის გამო 500-600 დოლარს კარგავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მომხმარებელი დასვენების არასწორი დაგეგმვის გამო 500-600 დოლარს კარგავს
ნანახია: 395

ინტერვიუ თრეველ ტურის დამფუძნებელთან სიკო გეგიაძესთან

- რა მიმართულებებზე მუშაობს თრეველ ტური რა და რამდენად იზრდება უცხოთში დასვენების მსურველთა რიცხვი საქართველოში?
- ჩვენ ვმუშაობთ სტანდარტულად, როგორც სხვა ტურისტული კომპანიები, თურქეთის, ეგვიპტის, ევროპის მიმართულებებით. რაც შეეხება კლიენტებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან იკლო კლიენტების რაოდენობამ და საერთოდ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია ჩვენ ბიზნესზეც. მაგრამ ვცდილობთ, რომ მატებაც გვქონდეს და სიახლეებიც დავნერგოთ. მაგალითად, წელს დავამატეთ ბოდრუმის მიმართულება ეს არის ეგეოსის ზღვა თურქეთის მეორე, არა ანტალიის მხარე, ასევე გავაძლიერეთ ევროპის მიმართულებითაც, ბალტიისპირეთი, ჩეხეთი და ა.შ.
- ბაზარზე ახალი კომპანიები ჩნდება. ისინი აქტიურობენ ფეისბუქზე, აწყობენ სხვადასხვა კონკურსს. კონკურენცია საკმაოდ დიდია. რა უპირატესობებით ცდილობთ კონკურენციის გაწევას და რამდენად კრეატიულები და პროფესიონალები არიან ახალი კომპანიები?
- კონკურენცია მართლაც ძალიან დიდია, რადგან ყველას ეჩვენება , რომ ეს არის ადვილი ბიზნესი და ამის გამო ბევრი ახალი კომპანია იქმნება. ეს ხელს უწყობს დასაქმებას ქვეყანაში. ამ ბიზნესში მოდიან ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი საინტერესო იდეები აქვთ, კარგად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ფეისბუქს, რაც ძალიან ეფექტურია. ჩვენ სფეროში ძალიან ბევრი პროფესიონალია, ნელ-ნელა ყველა სწავლობს მუშაობას. ჩვენი უპირატესობა კი არის გამოცდილება, დიდი ხნის ურთიერთობა, კორპორატიული კლიენტები და სხვა.
- ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოდან თურქეთში ტურისტების რაოდენობის ზრდას თუ ელით?
- თურქეთი და ეგვიპტე კონკურენტები არ არიან, ეგვიპტე ზაფხულში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. თურქეთს ყავს თავისი კლიენტურა. აქ ბევრად მაღალი დონეა. ტურისტების რაოდენობა ალბათ არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ზრდას არ ველით. საქართველოს კურორტებიც ვითარდება, კეთდება ბათუმი, ქობულეთი, კვარიათი და ძალიან ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ საქართველოში დაისვენოს, მაგრამ თურქები იგებენ ფასებით.
- წელს ფასების შეცვლას ხომ არ ელით და რომელ მიმართულებებს შეეხება ეს?
- წელს თურქეთის ზოგიერთ კურორტზე ფასი 510% ით გაიზარდა, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ არის, რომ კლიენტების დაკარგვის საფრთხე შეგვიქმნას. ფასი იმის გამო იზრდება, რომ თურქეთზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, პრაქტიკულად ზოგიერთ სასტუმროში ადგილები აღარ არის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფასები საქართველოს კურორტებზე საშინლად გაიზარდა, რაც ძალიან გვიშლის ხელს, რომ ამ მხრივ რაიმე დაინტერესება გვქონდეს. ჩვენთან ფასების დარეგულირება აუცილებელია, რათა ჩვენი კურორტები კონკურენტუნარიანი გახდეს.
- ქართველი დამსვენებელი უკვე გეგმავს ზაფხულის არდადეგებს?
- ქართველი დამსვენებელი ძირითადად წინასწარ არ გეგმავს, როდის და სად წავიდეს. დამსვენებელი მოდის ერთი კვირით ადრე და სურს რომ ამ ერთ კვირაში მოაგვაროს ყველა საკითხი. ეს ფინანსურად ბევრად ძვირი ჯდება. როდესაც დაჯავშნა რამდენიმე თვით ადრე ხდება, ეს დაახლოებით 500-600$ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ერთი კვირით ადრე დაჯავშნილი საგზური. თუმცა ახალი თაობა ნელ-ნელა ეჩვევა დასვენების უფრო ადრე დაგეგმვას.
- რას ნიშნავს კარგად დასვენება? რას ურჩევდით მათ, ვისაც არ აქვს უცხოეთში მოგზაურობის საშუალება?
- კარგად დასვენება ნიშნავს ორგანიზებულ დასვენებას, მაღალ სერვისს. ვისაც არ აქვს უცხოეთში მოგზაურობის საშუალება, ვურჩევდი მიბაძონ ევროპელებს აიღონ ზურგჩანთა, იმოგზაურონ და თან დაათვალიერონ საქართველო. ეს ძალიან იაფი დაუჯდებათ და კარგადაც დაისვენებენ.
- თურქული სასტუმროების ნაწილმა ?ლ ინქლუზივზე უარი თქვა. რამდენად ბევრია თურქეთში ასეთი სასტუმრო და ქართველი დამსვენებელი ამის გამო იქ წასვლაზე უარს ხომ არ იტყვის?
- ეს არ არის მართალი, ყველა სასტუმროს არ უთქვამს უარი ამ სისტემაზე. მხოლოდ ჰაი კლასის სასტუმროებმა ამოიღეს ეს სერვისი. ქართველი დამსვენებელი ამის გამო წასვლაზე უარს არ იტყვის. თურქებმა ამ სერვისზე რომ უარი თქვან, მომხმარებელი შეუმცირდებათ. ხუთ, ოთხ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროები ამაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვიან.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48