
აზერბაიჯანული ბაზრის დახურვის გამო, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ 150 ათასი დოლარი იზარალა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის განცხადებით, პროდუქციით დატვირთული მანქანები ამ დრომდე აზერბაიჯანის საზღვართან დგას. მისი თქმით, შეხვედრა თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებთან უკვე შედგა და დახმარებასაც დაპირდნენ, თუმცა, ამ დრომდე ბიზნესი ზარალს განიცდის.
ერთი წლის წინ, ქართული კომპანიების ნაწილმა, მათ შორის, `ჰაიდელბერგცემენტ–ჯორჯიამ~ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლის პრობლემა შეექმნა. ფადი ასლი ამბობდა, რომ აზერბაიჯანში ქართულ კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ და ეს იმ ფონზე, როდესაც ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანელები პრობლემის გარეშე შემოდიან. აზერბაიჯანულმა მხარემ მაშინ ქართული ბიზნესისთვის `კარის ჩაკეტვა~ უარყო.
ქართული საზოგადოება არ არის ინფორმირებული აზერბაიჯანული ბაზრის დახურვის თაობაზე. ჩვენ აზერბაიჯანის საელჩოსთან დაკავშირება ვერ შევძელით, რომ ამ ფაქტის ან დადასტურება, ან უარყოფა მიგვეღო.
ისიცაა საინტერესო, რომელი ქართული პროდუქცია შეაქვს წარმოშობით ლიბანელ და საქართველოში მცხოვრებ ამერიკელ ბიზნესმენს აზერბაიჯანში. საზოგადოება არც ამის თაობაზეა ინფორმირებული.