ნანახია: 895
ინგებურგ ჰერცი არის კოფეინის უდიდესი მაგნატის - მაქს ჰერცის ქვრივი. ამ დროისათვის მისი ქონება 1,2 მლრდ დოლარს შეადგენს (ეკონომიკურმა ჟურნალმა "ფორბსმა" ინგებურგი პლანეტის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანთა სიაში მოათავსა). ინგებურგ ჰერცს ხუთი შვილი ჰყავს (ბიჭები – ჰუნტერ, მიხეილი, იოაჰიმი და ვოლფგანგი და ქალიშვილი ჰერც-შნეკლი). როდესაც მაქს ჰერცი გარდაიცვალა მთელი მისი მოძრავი და უძრავი ქონება (მათ შორის კომპანია "ჩიბოც") მის შვილებსა და მეუღლეს მფლობელობაში გადაეცათ. კომპანია "ჩიბოს" ხელმძღვანელობა შვილებში ყველაზე უფროსმა, ჰუნტერ ჰერცმა ითავა. თუმცა, იმის გამო, რომ კომპანიის დამფუძნებელმა ანდერძი გარკვევით არ შეადგინა (მასში კარგად არ იყო გამოკვეთილი მემკვიდრე და ციფრები), ოჯახში მალე ქონებასთან დაკავშირებით დავა დაიწყო. ოჯახის წევრები ერთმანეთთან ადვოკატების საშუალებით ურთიერთობდნენ. მათ დედას, ინგებურგ ჰერცს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და არც ერთის მხარეს არ იჭერდა. შემდგომშიც, მილიარდელი სახალხოდ არასოდეს არ გამოთქვამდა აზრს თავისი შვილების დავასთან და კომპანიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ინგებურგმა საქველოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. იგი ახლაც პერიოდულად ფინანსურ დახმარებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციასა და დაწესებულებას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებს - საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს, ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ხალხს ეხმარებიან და ასევე ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს. ინგებურგის უფროსი ვაჟი კომპანიის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს და კომპანია მმართველი რგოლის გარეშე დარჩა. 2003 წლის აგვისტოსთვის ოჯახმა, როგორც იქნა, კომპრომისს მიაღწია. რის შედეგადაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სადაც მემკვიდრეობის ყველა დეტალი იყო გათვლილი. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ კომპანიის მესაკუთრეები სამი ძმა (მიხეილი, ვოლფგანგი და იოაჰიმი) და ინგებურგი გახდნენ, ხოლო უფროს ძმა ჰუნტერსა და და დანიელს 4 მლრდ ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს.
|