
კომპანია ჯი.მარტმა შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსი 1 აპრილს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, ნებისმიერი ზომის სარეცხი ფხვნილის "არიელი” ან "ტაიდის” შეძენის შემთხვევაში შეევსო შესაბამისი ანკეტა, სადაც უნდა დაესაბუთებინა მთავარი პრიზის, სარეცხი მანქანის საჭიროება. სარეცხი მანქანის გარდა ჯი.მარტი მომხმარებელს 50 სხვადასხვა პრიზის მოგების შანსს აძლევდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მომხმარებელმა, მათ შორის კი გამოვლინდა 50 შემოქმედი ადამიანი, რომლებმაც ჯი.მარტისა და კომპანია ~დიპლომატ ჯორჯიასგან სარეცხი მანქანა, წვრილი ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქრები მიიღეს.