სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მაისის ბოლოს გაძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მაისის ბოლოს გაძვირდება
ნანახია: 421

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მაისის ბოლოს გაძვირდება"სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზების შედეგებს საზოგადოება მალე დაინახავს, მოსახლეობა მიიღებს გაძვირებულ ტარიფებს" - თინა ხიდაშელი


”თუ მგზავრობის ტარიფი გაძვირდება, გაიზრდება მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე ლიცენზიის ყოველდღიური გადასახადი, შესაბამისად, გაზრდილი მოგება კომპანია ”თბილლაინის” ჯიბეში დაილექება” - მერაბ ჯანიაშვილი


სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მაინც გაძვირდება და 50 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდება, - აცხადებს მძღოლების ნაწილი.
თბილისში მგზავრობა მაშინ გაძვირდება, როცა კომპანია `თბილლაინის~ ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შემოვა და 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდება. მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ გაძვირების შესახებ არაფერი იციან, ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს. ამბობენ, რომ მგზავრობის გაძვირების შესახებ ბრიგადირებიც საუბრობენ, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და ყოველდღე გამოაქვთ საგზურებიც. მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ კომპანიები მათ მგზავრობის გაძვირებას 70-80 თეთრით გაძვირებას აიძულებენ, რათა ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისას 80 თეთრიანი ტარიფი იყოს ძალაში. ბრიგადირი მერაბ აფხაძე, - `ამბობენ, რომ თუ გაძვირდება საწვავი, თქვენც გააძვირებთ მგზავრობის საფასურსო. შეიძლება საწვავი გაძვირდეს, მაგრამ ჩვენ არ გავაძვიროთ, ისინი გვეუბნებიან, რომ გააძვირეთო. თუ გავაძვირებთ, ისევ მოგვიმატებენ გადასახადს. ახალი ფირმა გვეუბნება, რომ მოუმატეთ, მერია კი გვეუბნება, რომ არ მოუმატოთ".
კომპანია `თბილლაინის~ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე სატელევიზიო კომენტარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია და მგზავრობის გაძვირებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მისი თქმით, გაძვირებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის, მაგრამ ყველაფერი მაინც საწვავის ფასზეა დამოკიდებული.
მგზავრობის საფასურის გაზრდა გარდაუვლად მიაჩნია ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას - `გაძვირება გარდაუვალია, მაგრამ 26 მაისს, არ მგონია, გაძვირდეს, რადგან სანებართვო პირობებში პირდაპირ წერია, რომ ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ქალაქ თბილისის მერიას გაძვირებასთან დაკავშირებით~.
ლავრენტი ალანიას არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის თქმითაც ტრანსპორტის პროფკავშირები სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ინტერესებს არ იცავენ და მათი ქმედებები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს.
`საუბარი, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირება გარდაუვალია, ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ინტერესებს ემსახურება. რადგან მგზავრობის გაძვირება ერთადერთი ამ კომპანიას აწყობს. მძღოლებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ მგზავრობის გაძვირების შემთხვევაში გაზრდილი შემოსავალი მათ დარჩებათ. ყველა კარგად ხვდება, რომ თუ მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, გაიზრდება მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე ლიცენზიის ყოველდღიური გადასახადი, შესაბამისად, გაზრდილი მოგება კომპანია "თბილლაინის” ჯიბეში დაილექება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მძღოლებს მცირედით გაეზრდებათ შემოსავალი, გაძვირებული ტარიფის გამო, ერთი ორად გაეზრდებათ ხარჯიც, რადგან ყველას ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე "მარშუტკებით" სარგებლობენ, შესაბამისად, ამ მძღოლების ოჯახებში მგზავრობის ხარჯი შემოსავალში ბევრად გაიზრდება.
სრულიად გაუგებარია, ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც, ჩემდა გასაკვირად პერიოდულად ახდენს იმის დაანონსებას, რომ მგზავრობა აუცილებლად უნდა გაძვირდეს. თუ იგი მძღოლების ინტერესებს იცავს, წესით და რიგით ასეც უნდა იყოს, მაშინ რატომ ახდენს საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომელიც მძღოლების ინტერესებს ეწინააღმდეგება? საერთოდ ტრანსპორტის პროფკაშვირებთან ძალიან ბევრი კითხვა და პრეტენზია მაქვს, თბილის სამარშრუტო ტენდერთან დაკავშირებით.
როდესაც თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოცხადდა ლავრენტი ალანია და ჯაბა სამუშია იმას კი არ აპროტესტებდნენ, რომ ტენდერის ასეთი სახით ჩატარება სრული აბსურდია, რომ იგი ყველანაირ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება და საერთოდ მის ამ პირობებით ჩატარება არ შეიძლება, არამედ აცხადებდნენ, რომ ეს ტენდერი დადებითი მოვლენაა, უბრალოდ რამდენიმე დეტალია პირობებში გასაწერი, მაგალითად ჩასადგმელი სკამების საკითხი და ცოტა დრო დედლაინამდე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც ტრანსპორტის სექტორში დასაქმებული ადამიანების ინტერესები უნდა დაიცვას. ამ ტენდერის შედეგად კი, ხელისუფლება უხეშად ჩაერია კერძო სექტორში, ჩამოართვა კერძო მესაკუთრეებს მათ ხელთ არსებული სამარშრუტო ლიცენზიები და მძღოლები საკუთარ "მარშუტკებში" დასაქმებულად აქცია. წარმოიდგინეთ, ადამიანს რომ ჰქონდეს მაღაზია წლების მანძილზე, ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით, ერთ დღეს რომ მივიდეს სახელმწიფო და უთხრას, - ამ მაღაზიაში რომ ივაჭრო, ლიცენზიის ფული ერთ-ერთ კერძო პირს უნდა გადაუხადო და ნუ შეგეშინდება, უმუშევარი არ დარჩები, ის კერძო ფირმა შენივე მაღაზიაში დაგასაქმებს და ფიქსირებულ ხელფასს მოგცემსო. ანუ, შენ შენივე საკუთარ მაღაზიაში ვიღაც დაგიქირავებს და მოჭრილ ხელფასს მოგცემს. ზუსტად ამის ანალოგიური ქმედება განხორციელდა თბილისის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში. ჩემდა გასაკვირად კი, ტრანსპორტის პროფკავშირებმა ეს საკითხი არ გააპროტესტეს და აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირების გამო მგზავრობის გაძვირება გარდაუვალია. თუ საწვავის ფასის გამო ხდება ტრანსპორტის ფასის ზრდა, მაშინ გამოდი და გააპროტესტე ის მოვლენები, რაც საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხდება~, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილმა.
საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მგზავრობა მართლაც 80 თეთრი გახდეს, მისი განცხადებით პრობლემა მერიის მიერ ჩატარებული ტენდერია. თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზების შედეგებს საზოგადოება მალე დაინახავს, მოსახლეობა მიიღებს გაძვირებულ ტარიფებს, რადგან ახალი მონოპოლისტი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს, ფასებს საკუთარი სურვილისამებრ დააწესებს.
"როდესაც მოხდა ავტობუსების ფასის გაძვირება, ამოცანა იმ ათ თეთრში არ მდგომარეობდა, არამედ მდგომარეობდა იმაში, რომ საშუალოდ თბილისელს 80 თეთრი უჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მათ შორის გადაჯდომით. ახლა, როცა საუბარია ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების დაბრუნებაზე, მგზავრი ერთი მანქანით სწრაფად მივა დანიშნულების ადგილზე, თუმცა გადაიხდის იგივეს, რასაც გადაიხდიდა სხვა შემთხვევაში, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია 80 თეთრამდე მგზავრობის საფასურის გაზრდა. მათ აქვთ ლავირების შესაძლებლობა", - ამბობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
მგზავრობის შესაძლო გაძვირების გამო უკმაყოფილოა თბილისის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი. მოსახლეობის თქმით, მგზავრობის გაძვირება მათ სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. თამარ მეტრეველი, თბილისელი, - `მოსახლეობას ისე უჭირს, რომ წარმოუდგენელია ფასის გაზრდა~.
ახალი სამარშრუტო ტაქსები თბილისში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გამოჩნდება, ახალი ტარიფი, შესაძლოა, ძალაში ამ დროიდან შევიდეს.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48