ნანახია: 449
ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი საქართველოში ბიზნესგარემოს შესახებ მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. დევიდ ლის თქმით, მეწარმეებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო სისტემა იდეალურისგან შორსაა. მისი თქმით, ხშირია ისეთი დისციპლინური პროცედურები, როგორიცაა წინასწარი დაკავება, რაც დღევანდელი ბიზნესგარემოდან გამომდინარე გამართლებული არ არის. დევიდ ლის მტკიცებით, მთავრობა ინფორმირებულია ამ ფაქტების შესახებ და ცდილობს, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას. მისი შეფასებით, როცა თბილისს სურს კონკურენცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო ადვილად და სწრაფად ვითარდებიან, არ არის საკმარისი, უბრალოდ მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის. მათთვის საუკეთესო უნდა გახდე. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მცირე ფაქტორიც კი, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია,–აცხადებს ბიზნესმენი.
|