გამოკითხვა: მკითხველთა უმრავლესობას ნავთობის სექტორში მუშაობა სურს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : გამოკითხვა: მკითხველთა უმრავლესობას ნავთობის სექტორში მუშაობა სურს
ნანახია: 449

გამოკითხვა: მკითხველთა უმრავლესობას ნავთობის სექტორში მუშაობა სურსყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ღვინის ბიზნესი აღმოჩნდა
commersant.ge-ს მკითხველთა ყველაზე დიდი ნაწილი მუშაობას ნავთობის ბიზნესში ისურვებდა. მიმზიდველ ბიზნეს-სექტორებს შორის აღმოჩნდა კვების პროდუქტების წარმოება და საბანკო საქმეც. ყველაზე ნაკლებად კი ჩვენს მკითხველს ღვინის ბიზნესი ხიბლავს.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა თემაზე: ~ბიზნესის რომელ სფეროში ისურვებდით მუშაობას?”
გამოკითხვაში მონაწილეთა ყველაზე დიდმა ნაწილმა – 20,8%-მა ნავთობის ბიზნესი დაასახელა. დანარჩენი ხმები კი შეთავაზებულ ვარიანტებს შორის ასე გადანაწილდა:
კვების პროდუქტების წარმოება 11.8%
ბანკი 11.2%
ტურიზმი 11.0%
ვაჭრობა 10.1%
უძრავი ქონება 8.5%
ტრანსპორტი, კომუნიკაცია 8.2%
დაზღვევა 4.4%
მედიცინა 3.0%
ღვინის ბიზნესი 2.5%
სხვა 8.5%

ბიზნეს-ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ახალაძე გამოკითხვაში ნავთობის ბიზნესის ლიდერობას ლოგიკურს უწოდებს, რადგან იმ პირობებში, როდესაც საწვავის ფასები იზრდება, ადამიანებს ამ სფეროში საქმიანობა მომგებიანად ეჩვენებათ.
რაც შეეხება გამოკითხვის აუტსაიდერს – ღვინის ბიზნესს, ახალაძეს არც მისი დაბალი მაჩვენებელი უკვირს, რადგან ამბობს, რომ გარკვეული პრობლემების გამო მკითხველისთვის ეს ბიზნესი დიდ მოგებასთან არ ასოცირდება.
მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში სავაჭრო ქსელების რიცხვი იზრდება, თუმცა საქართველოში ეს სფერო გამყიდველად მუშაობასთან ასოცირდება და ამიტომაც მიიღო მან გამოკითხვაში მეხუთე ადგილი.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ცომმერსანტ.გე-ს გამოკითხვაში ნავთობის ბიზნესის პირველობას ასევე საწვავის ფასების ზრდითა და ამ პროდუქტზე არსებული მაღალი მოთხოვნით ხსნის. რაც შეეხება კვების პროდუქტების წარმოებას, ინაიშვილი განცხადებით, ამ სფეროს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა, ხდება მისი რეკლამირება, რაც საზოგადოების თვალში სფეროს მიმზიდველობას ზრდის.
ღვინის ბიზნესის ბოლო ადგილს კი ინაიშვილი ასევე ლოგიკურს უწოდებს: მისი თქმით, მართალია, ღვინის კომპანიებმა შეძლეს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, მაგრამ თავად ეს სფერო საკმაოდ რთულია, საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს და ამიტომ არცთუ მიმზიდველად გამოიყურება.
ამასთან, ლაშა ახალაძე და ჯემალ ინაიშვილი თანხმდებიან, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ყველაზე მწვავედ ტექნიკური დარგის სპეციალისტების დეფიციტია.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48