ახალი ინიციატივა ბიზნესისთვის - მთავრობა ბიზნესზე ზრუნვას იწყებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ახალი ინიციატივა ბიზნესისთვის - მთავრობა ბიზნესზე ზრუნვას იწყებს
ნანახია: 595

ახალი ინიციატივა ბიზნესისთვის - მთავრობა ბიზნესზე ზრუნვას იწყებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სამი ახალი ინიციატივა გააცნეს.
პირველი ინიციატივის თანახმად, საგადასახადო რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, გადამხდელს შემოწმების თაობაზე ეცნობა და მას ექნება უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვინ ჩაატაროს შემოწმება - შემოსავლების სამსახურმა, დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ თუ საკონსულტაციო კომპანიამ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების დროს დარღვევის აღმოჩენისას გადამხდელი ჯარიმას სრულად გადაიხდის, ხოლო თუ კომპანიას აუდიტორი შეამოწმებს, მას ჯარიმების ნაწილი ჩამოეწერება. "ეს ინიციატივა ჯერ-ჯერობით პილოტურ რეჟიმშია, მომდევნო სამი-ექვსი თვის განმავლობაში მისი განხორციელება ყველა კერძო კომპანიას არ შეეძლება, თუმცა საპილოტე პერიოდის გასვლის შემდეგ ამ რეჟიმში კომპანიის შემოწმების შესაძლებლობა ნებისმიერ გადამხდელს შეეძლება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გილაურმა აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ერთხელ აუდიტორული კომპანიების მუშაობის გადამოწმება მოხდება. თუ დადგინდა, რომ გადამხდელსა და აუდიტორულ კომპანიას შორის კორუფციული გარიგება მოხდა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი აუდიტორული კომპანია დაჯარიმდება.
ამ ინიციატივას დადებითად აფასებს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე. `ბიზნემენებს საგადასახადო ინსპექტორთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ სიამოვნებთ. ამ შემთხვევაში ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა დაიქირავონ კერძო აუდიტორული კომპანიები. მათი შემოწმება აღიარებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ. ის უნდობლობა, რომელიც საგადასახადოსა და ბიზნესის ურთიერთობაში იყო, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ბიზნესს ექნება შესაძლებლობა აუდიტორულ კომპანიებს მიმართონ”, - აღნიშნა ჭირაქაძემ.
დადებითად აფასებს ახალ ინიციატივას მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძეც. მისი განცხადებით საშუალო ბიზნესისთვის შემოწმების ეს ფორმა მისაღები იქნება და არც ფინანსურად დააზარალებს. "ამით სარგებლობის საშუალება ექნებათ საშუალო საწარმოებსაც. ყველას არა აქვს ფუფუნება აუდიტში დიდი თანხები იხადოს. ამიტომ რამდენიმე ტიპის ლიცენზია იქნება - მსხვილი კომპანიებისთვის, საშუალოებისთვის და წვრილისთვის. ჩვენ რეალურად გვეძლევა საშუალება, გარდა საგადასახადოსი, ურთიერთობა გვქონდეს ჩვენნაირ ადამიანებთან. გამორიცხეთ ნიღბები, ყველაფერი გამორიცხეთ, რაც კი რამ მანკიერი არსებობდა".
"ბ&ფ"-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი შავიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა, ანუ შემოწმების აუდიტორული კომპანიისთვის გადაცემა, ბიზნესისთვის პირდაპირ შეღავათად ვერ ჩაითვლება. აქ მთავარია, რომ ბიზნესს აქვს არჩევანი, თუ არ მოეწონება კერძო აუდიტორის პირობები, მაშინ იგი დაელოდება საგადასახადოს შემოწმებას.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განმარტებით, აუდიტორების ამოქმედებით შემოსავლების სამსახური მნიშვნელოვან დროს დაზოგავს, ხოლო ადამიანურ რესურსებს მაღალი რისკის მქონე საწარმოების შემოწმებაში უფრო ეფექტურად გამოიყენებს. ებანოიძემ აღნიშნავს, რომ საგადასახადო ფოკუსირებული ძირითადად მსხვილ გადამხდელებზე იქნება. კონკრეტულად რომელი ბიზნესი იქნება მიჩნეული მაღალი რისკის მქონედ, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
მეორე ინიციატივა საწარმოში ტექნიკური დანაკარგების თემას შეეხება. ინიციატივის მიხედვით, მეწარმეებს საწარმოო დანაკარგები საქონლის 100-პროცენტიან მიწოდებაში აღარ ჩაეთვლებათ - დადგინდება დანაკარგების ზღვრული ნორმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საწარმოო დანაკარგის პრობლემა აწუხებს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ასევე მცირე მეწარმეებსაც. იგეგმება დანაკარგების კომისიის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს, ამა თუ იმ სექტორში და კომპანიაში რამდენი შეიძლება იყოს დანაკარგი, რისი მეშვეობითაც მათ უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი ექნებათ.
"მნიშვნელოვანია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეეძლებათ, შემოსავლების სამსახურს მიმართონ და, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მათ ტექნიკურ დანაკარგს დაუდგენენ. შესაბამისად, მომავალში, როდესაც შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ კომპანიას შეამოწმებს, ამ მონაცემებს გაითვალისწინებს",- განაცხადა გილაურმა.
ჯაბა ებანოიძემ ბიზნესმენებს აცნობა, რომ უკვე მზად არის პროექტი, თუ როგორ მოხდება საწარმოო დანაკარგების განსაზღვრა მეტალურგიის დარგში, თხილის ბიზნესში, მიწის წარმოებაში და ა.შ.
რაც შეეხება მესამე ინიციატივას, ეს არის ეკონომიკურ საქმიანობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა თუ სპეცტექნიკაზე გახარჯული საწვავის ერთობლივე შემოსავლებიდან გამოქვითვა. ამისთვის კომპანიებმა რამდენიმე პირობა უნდა შეასრულონ. საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელია, რომ გადამხდელს ჰქონდეს საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი - სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა. საწვავი იმ ავტოტრანსპორტსა და სპეცტექნიკაზე უნდა იყოს გაწერილი, რომელიც გადამხდელის საკუთრებაა ან იჯარით აქვს აღებული, ასევე, აუცილებელია, რომ მათზე თვეში თვეში ერთხელ მაინც დაფიქსირდეს სპიდომეტრის ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა 20%-იან ცდომილებასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც, საწვავზე გაწეული ხარჯი და დღგ-ს თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას. "შემოსავლების სამსახური, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებდა საწვავი ნამდვილად იყო თუ არა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, აგრეთვე, საწვავის ხარჯებს არ ითვალისწინებდა კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის დროს. ახალი ინიციატივით, ჩამოწერის პროცედურა შემოღებულია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ეს გააკეთოს", - აღნიშნა ნიკა გილაუმა.
ირაკლი შავიშვილი აღნიშნავს, რომ თვითონ იდეა სამივე ინიციატივისა კარგია, მთავარია რამდენად კარგად მოხდება მათი განხორციელება. `მთავრობის ბევრი კარგი იდეა გვინახავს, რომლებსაც მერე ცუდი შედეგები მოჰყოლია”, - აცხადებს ექსპერტი.

რინა კრიხელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48