20 მილიონი ლარი გაქრა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : 20 მილიონი ლარი გაქრა
ნანახია: 557

20 მილიონი ლარი გაქრა რა მიზნით გამოეყო "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანიას ბიუჯეტიდან თანხა

ცნობილი ხდება, რომ ახლად დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას, კერძოდ კი "საქართველოს რკინიგზას, 20 მლნ ლარი გამოეყო.
ეს ფაქტი გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში შპს "საქართველოს რკინიგზა" ერთ-ერთ დინამიურ და წარმატებულ სახელმწიფო კომპანიად მოიაზრება. კომპანიის მოგება ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიის 2010 წლის დასაბეგრმა მოგებამ რეკორდულ 203 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო დეკლარირებულმა მოგების გადასახადმა - 30,5 მლნ ლარს.
"ბ&ფ" დაინტერესდა, თუ რატომ დასჭირდა მომგებიან კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფულადი რესურსები. "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ირმა სტეფნაძის განმარტებით, აღნიშნული 20 მლნ ლარი გამოეყო არა რკინიგზას, არამედ მის შვილობილ კომპანიას - შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს". მაგრამ რეკორდულ მოგებაზე გასულ "საქართველოს რკინიგზის” შვილობილ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან რატომ გამოეყოფა ფულადი სახსრები და არა თავად რკინიგზისგან, გაურკვეველია. ამ საკითხთან დაკავშირებით სტეფნაძე ამბობს, რომ "ფროფერთი მენეჯმენტმა" 20 მლნ ლარი ბიუჯეტისგან მიიღო სახელმწიფოსთვის და არა "საქართველოს რკინიგზისთვის" განკუთვნილი საქმიანობის შესასრულებლად.
"ბ&ფ" შეეცადა გაერკვია, რას წარმოადგენს კომპანია შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" (RPM). იგი შპს "საქართველოს რკინიგზის~ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2009 წლის 15 ივლისს შპს "საქართველოს რკინიზის" მიერ დაფუძნდა.
კომპანიის ორგანიზაციული ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. შესაბამისად, იგი თავად აგებს პასუხს საკუთარ ვალდებულებებზე (მუშაობს თვითდაფინანსებით).
"ფროფერთი მენეჯმენტი” წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას უძრავ-მოძრავი ქონების მართვის სფეროში. იგი რკინიგზის ბალანსზე არსებული არაპროფილური უძრავი ქონების მართვას ახორციელებს. განკარგვის ფორმას აღნიშნული აქტივების RPM ბალანსზე გადაცემა წარმოადგენს.
RPM-ის საიჯარო ობიექტებია - თბილისის აეროპორტის სადგური; მახინჯაურის, ბორჯომ ბაღის, ბორჯომ-ბაკურიანის, ქობულეთის, სამტრედიის, ზუგდიდის, კასპის სადგურები და ამ შენობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები.
"რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~-ს აქტივების დაახლოებითი ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს. აქტივები არის როგორც ინდუსტირული, აგრეთვე კომერციული. ამასთან, კომპანიას აქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების დეველოპმენტს.
კომპანიის ამოცანაა შემოსავლების გაზრდა იმ აქტივებზე, რომლებსაც შპს `საქართველოს რკინიგზა~ რესტრუქტურიზაციის შემდეგ აღარ განიხილავს პროფილურ სარკინიგზო აქტივებად, რომელსაც RPM განკარგავს, როგორც უძრავ ქონებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარის "ფროფერთი მენეჯმენტისთვის" გამოყოფას, შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ გამოუყო სახელმწიფომ მას ფულადი რესურსი, რა საქმიანობის შესასრულებლად. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მეგი მუმლაძემ, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა, ნაწილს კი თავი აარიდა. "ბ&ფ"-მა მას შემდეგი კითხვებით მიმართა:
- როგორც ცნობილი გახდა, "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანიას შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოეყო. კონკრეტულად, რა საქმიანობის შესასრულებლად გამოუყო სახელმწიფომ კომპანიას ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი?
- შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" თვითდაფინანსებით მუშაობს, თუ მას `საქართველოს რკინიგზა~ ან სახელმწიფო აფინანსებს?
- კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" აქტიურად ახორციელებს უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვას. თუმცა დაკონკრეტებული არ არის, კომპანია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას განკარგავს, თუ მხოლოდ `საქართველოს რკინიგზის". იქნებ გვითხრათ, ვის მფლობელობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას განკარგავს `ფროფერთი მენეჯმენტი?"
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბიუჯეტიდან გამოყოფილ 20 მლნ ლარის მიზნობრიობის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა და პასუხი მხოლოდ ბოლო ორ კითხვაზე გაგვცა.
მეგი მუმლაძის განცხადებით, `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ ბათუმში საოფისე შენობის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. "იგეგმება მაღალსართულიანი შენობის აშენება, რომელიც გახდება ბათუმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. წინასწარი მაჩვენებლებია: სიმაღლე - 175 მეტრი, ასაშენებელი ფართი - 20,500 კვადრატული მეტრი.
პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე რთულია პროექტის საორგანიზაციო ფორმაზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ ფორმად განიხილება სახელმწიფოსა და კომპანიის მიერ პროექტის თანადაფინანსება. სახელმწიფო თანადაფინანსების განხორციელებისას, PRM ვალდებულებაა უზრუნველყოს კაპიტალზე ადეკვატური უკუგების გენერირება”, - აღნიშნავს მუმლაძე, თუმცა არ მიუთითებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მლნ ლარი კონკრეტულად ამ პროექტისთვისაა განკუთვნილი თუ სხვა საქმიანობისათვის. ირმა სტეფნაძის თქმით კი, "ფროფერთი მენეჯმენტს" ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი სახელმწიფოსთვის შესასრულებელი საქმიანობისთვის გამოეყო, თუმცა კონკრეტულად რა საქმიანობისთვის, ეს უცნობია. ასე რომ, სად წავიდა 20 მლნ ლარი, რომელიც არც თუ ისე მცირე თანხაა, გაურკვეველია.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48