კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევა დაკანონდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევა დაკანონდა
ნანახია: 547

კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევა დაკანონდალიბერალური ეკონომიკა წარსულს ჩაბარდა

საპარტნიორო ფონდი 8 აპრილიდან ამოქმედდა. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ფონდის პრიორიტეტი აგრო-სფერო იქნება. მთავრობა და პროექტში მონაწილე ბიზნესი, მოგებას თანაბრად გაიყოფენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება და დაფინანსდება ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, დივიდენდები და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტებით.
ფონდის მიზანი მოგების მიღება კი არ არის, არამედ ისეთი საჯარო სამართლებლივი უფლებამოსილების განხორციელებაა, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა და სხვა, აცხადებენ უმრავლესობის წევრები.
ეკონომიკის ექსპერტები და იურისტები ეჭვის თვალით უყურებენ აღნიშნულ პროექტს და აღნიშნავენ, რომ კანონი უამრავ შეკითხვას ტოვებს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იქნებიან ფონდის დამფუძნებლები და აქციონერები, ასევე ისინი ეწინააღმდეგებიან საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების სახით დაფუძნებას. "აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებლივი ფორმა ძალიან კომფორტულია მაშინ, როდესაც მთავრობას სურს თავი დააღწიოს თანხების ხარჯვის გამჭვირვალობის ვალდებულებას. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოუდგენელი გახდება ამ ფონდის თანხების ხარჯვაზე ინფორმაციის მიღება", - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
ეკონომიკის ექსპერტები თვლიან, რომ საპარტნიორო ფონდს უნდა დაუდგინდეს მკაცრი პროცედურები პროექტების შესარჩევად და ასევე უნდა იყოს ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ეკონომიკის ექსპერტთა აღშფოთება გამოიწვია, არის ფონდის დაფინანსების წყაროები. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი განმარტავს, ფონდის დაფინანსების წყაროზე კანონში ცალსახადაა ნათქვამი, რომ თანხები შესული იქნება სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობით დაფინანსებული საწარმოების დივიდენდებიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და პრივატიზაციიდან. ეკონომისტთა აზრით, ეს მხოლოდ ემსახურება იმ მიზანს, რომ აღნიშნული ფონდი არ იქნას მიჩნეული საჯარო დაწესებულებად და არ განხორციელდეს მასზე კანონის მოთხოვნები ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯაროობის შესახებ. ამასთან, თუ კანონში ეწერება, რომ ფონდი არასაბიუჯეტო თანხებით ფინანსდება, მასზე კონტროლის პალატა მონიტორინგს ვერ განახორციელებს.
"ჩვენ ბიუჯეტს ვერ ვაკონტროლებთ და ფონდის საქმიანობას გაგვაცნობს ვინმე? შარშანაც და წელსაც რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება პრეზიდენტის და სარეზერვო ფონდების უგზოუკვლოდ დახარჯული 110 მილიონზე, მაგრამ ამაოდ. ახლა ისიც ვიკითხოთ, ვის აქვს დღეს საქართველოში 5 და 30 მილიონი ნაციონალებისა და უცხოელი ინვესტორების გარდა? საკუთარი ჯიბისთვის ქმნიან ამ ფონდს, თანაც საბიუჯეტო შემოსავლებით და გვატყუებენ, ფონდი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდებაო. კი მაგრამ ვის აყრიან თვალში ნაცარს, პრივატიზაციის შემოსავლები თუ უნდა წავიდეს ამ ფონდში, ვერ გავიგე ეს საბიუჯეტო შემოსავალი არ არის? - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი.
ასე თუ ისე, კანონი კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევის შესახებ, პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ასეთი ფონდები ყველაზე მეტად ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელთა მიმდვერობითაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამაყობენ. საინტერესოა, რომ ხშირად მთავრობის "საქმე - ლაპარაკს" არ ემთხვევა. ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, მაშინ ფიქსირდება, თუ სახელმწიფო ჩინოვნიკებს რაიმე ინტერესები გააჩნიათ ხოლმე ბიზნესსექტორში. მაგალითისთვის, თუ საზოგადოება, რომელიმე სფეროში მონოპოლიის ან ოლიგოპოლიის შესახებ დაიჩივლებს და მთავრობას ანტიმონოპოლიურის შექმნას სთხოვს, პასუხი შაბლონურია - "ჩვენ ლიბერალურ ეკონომიკას ვაშენებთ", რატომღაც ჩვენ ხელისუფალთ ხშირად ავიწყდებათ თუ რას "აშენებენ".

ნინი ლეკიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48