ინტერვიუ ”ბილაინის” გენერალურ დირექტორთან ანდრეი პიატახინთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ინტერვიუ ”ბილაინის” გენერალურ დირექტორთან ანდრეი პიატახინთან
ნანახია: 685

ინტერვიუ ”ბილაინის” გენერალურ დირექტორთან ანდრეი პიატახინთან”მაგთიმ” საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე მტკივნეული ტერიტორიული მთლიანობის თემა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა



- საქართველოში მობილურ ოპერატორებს შორის კონკურენცია მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიებს პორტაბელური ნომრების სერვისის შემოღება დაავალა. შედეგად მობილურმა ოპერატორებმა მასშტაბური სარეკლამო კამპანიები წამოიწყეს. რას სთავაზობს `ბილაინი~ თავის ქსელში პორტირებულ აბონენტებს?
- პორტირების სერვისი ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებაა აბონენტებისთვის. ამ სერვისის შედეგად აბონენტი არ ხდება მიჯაჭვული თავის ნომერზე, შესაბამისად, ოპერატორის არჩევა მისთვის კიდევ უფრო გამარტივებულია. პორტირების დასაწყისში `ბილაინი~ ოდნავ წამგებიან სიტუაციაში იყო `ჯეოსელთან~ მიმართებაში, თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ `ბილაინმა~ კვლავ გაიმყარა ლიდერის პოზიციები.
”ბილაინი” ახალი სატარიფო გეგმა - NON შთOP, რომელიც უკონკურენტო აღმოჩნდა საქართველოს ბაზარზე, ნამდვილად არის პორტირებული აბონენტებისთვის `ბილაინის~ არჩევის მიზეზი, თუმცა ჩვენი აბონენტები იმასაც აფასებენ, რომ ქსელის დინამიური განვითარების პარალელურად, კომპანია უფრო და უფრო ოპტიმალურ შეთავაზებებს და ტარიფებს სთავაზობს მომხმარებლებს.
- რა გავლენა იქონია ნომრის პორტაბელურობამ ”ბილაინის” აბონენტთა რაოდენობაზე?
- ნომრის პორტაბელურობა შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ეტაპად, პირველ ეტაპზე, 15 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, როდესაც პორტირებას 2 კვირა სჭირდება, 15 აპრილის შემდეგ პორტირებას ერთი კვირა დასჭირდება, ხოლო შემდეგ 3 დღეში სხვა ქსელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება.
ამ ეტაპების მიხედვით, აბონენტების აქტივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
თუმცა, როგორც აღვნიშნე, ”ბილაინის” ქსელზე ბოლო კვირების დინამიკით, 100%-ით უფრო მეტი აბონენტი მოდის, ვიდრე ჩვენი ქსელიდან მიდის.
- ფიჭური კომპანია ”მაგთის” ახალმა სარეკლამო რგოლმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნულ სარეკლამო რგოლში კონკურენტ კომპანია ”ბილაინზე” მინიშნება დაინახა, თუმცა აღნიშნულს ”მაგთი” კატეგორიულად უარყოფს. გეგმავს თუ არა კომპანია სარჩელის სასამართლოში შეტანას?
- სარეკლამო რგოლს, რომელიც ტელევიზიის გარდა, სოციალურ მედიაში გავრცელდა, საკმაოდ მძაფრი კრიტიკა და შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
არაეთიკური კონკურენციის გარდა, ადამიანების დიდ ნაწილს აღაშფოთებთ ის ფაქტი, რომ კერძო კომპანიამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე მტკივნეული ტერიტორიული მთლიანობის თემა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ”ბილაინის” პოზიცა რამდენჯერმე დაფიქსირდა მედიის მეშვეობით, თუმცა სასამართლოში სარჩელის შეტანა არ იგეგმება.
- აბონენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ”ბილაინის” დაფარვის ზონა არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აფერხებს კომპანიის აბონენტების ზრდას. რა გეგმები აქვს ”ბილაინს” ამ მიმართულებით, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს თქვენს ქსელზე გადმორთვა?
- ”ბილაინი” დაფარვის ზონას დინამიურად აფართოებს, შესაბამისად, თითქმის ყოველ კვირაში ხდება ახალი საბაზო სადგურების დამატება. თუმცა საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, სრულყოფილი ქსელის შექმნას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. 2011 წელი ჩვენთვის დაფარვის ზონის სრულყოფის და ოპტიმიზაციის წელია, შესაბამისად, მაქსიმალური რესურსები არის მიმართული დაფარვის ზონის სრულყოფისკენ.
- თუ იგეგმება ”ბილაინში” ახალი ინვესტიციების განხორციელება და ქართული ბაზრის რა პროცენტს ფლობს კომპანია?
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ”ბილაინის” ინვესტირება საქართველოში 400%-ით გაიზარდა, თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი საბაზო სადგურების მშენებლობას და ქსელის გაფართოებას მოხმარდა, გარდა ამისა, 400-მდე გაიზარდა კომპანიის მიერ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.
დღესდღეობით, მარეგულირებელი კომპანიის მონაცემებით, საქართველოში ”ბილაინი” ბაზრის 13%-ს ფლობს.

ზურა მამულაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48