"მაგთი” უპირატესობის მოპოვებას არაეთიკური მეთოდებით ცდილობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "მაგთი” უპირატესობის მოპოვებას არაეთიკური მეთოდებით ცდილობს
ნანახია: 713

"მაგთი” უპირატესობის მოპოვებას არაეთიკური მეთოდებით ცდილობსმსოფლიოში არსებული სტანდარტებით, კონკურენტის ამგვარი დაკნინება არაეთიკურად ითვლება

რეკლამის უმთავრესი მიზანია, დაარწმუნოს პოტენციური მომხმარებელი, რომ წარმოდგენილი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე გონივრული არჩევანია.
რეკლამის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაა. თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია გაცილებით ინტენსიურია, ვინაიდან კონკურენციის მასშტაბებმა უკვე კარგა ხანია გლობალური ხასიათი მიიღო და კომპანიებს არამარტო შიდა ბაზრებზე უწევს კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმა, არამედ მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, რეკლამის, როგორც მომხმარებელთა გადაბირების კონკურეტნული უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღის, მნიშვნელობა გაიზარდა და მისი ფორმებიც მრავალფეროვანი გახდა.
სარეკლამო ინდუსტრიის მზარდი მასშტაბები დღის წესრიგში აყენებს სარეკლამო ეთიკისა და მწარმოებელზე, მომხმარებელზე, ეკონომიკასა თუ ზოგადად, საზოგადოებაზე მისი გავლენის საკითხს. გასაკვირი არ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავე მაშინაა, როდესაც საქმე შედარებით რეკლამას ეხება.
შედარებითი რეკლამის დროს ხდება კონკურენტზე, მის საქონელსა თუ მომსახურებაზე პირდაპირი ან ირიბი მითითება. მიზანი საკუთარი პროდუქტის მთავარი მახასიათებლების გამოყოფა, შედარება და უპირატესობის ხაზგასმაა.
მიუხედავათ გარკვეული დადებითი შტრიხებისა, რომელიც შედარებით რეკლამას ახლავს იგი, მაინც არაეთიკურად ითვლება. ამის გამო, ამგვარი რეკლამის მაგალითებს განვითარებული ქვეყნების ვერცერთ ტელეარხზე ვერ იხილავთ (გამონაკლისად აშშ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გამოხატვის თავისუფლების გამო არ ხდება მსგავსი რეკლამების აკრძალვა, თუმცა რეგულირების მექანიზმი არსებობს), რადგან იგი კანონით რეგულირდება და მკაცრ ჩარჩოებში ზის.
ქართული სინამდვილეში ეს საკითხი ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური. ქართულ ტელესივრცეში გავრცელებული ფიჭური კომპანია "მაგთის" სარეკლამო რგოლი საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. რეკლამაში `მაგთის~ დაფარვის ზონა საქართველოს რუკის მიხედვით არის წარმოჩენილი. რეაქცია სწორედ რუკის ფერებმა გამოიწვია. საქართველოს რუკა რეკლამაში ყვითელ-მწვანე ფერებშია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია კი, სადაც კომპანიის დაფარვის ზონა არ ვრცელდება, ასევე ყვითელი ფერითაა მონიშნული, ოღონდ შავი ფერის ხაზებით არის დაშტრიხული.
საზოგადოების ნაწილმა აღნიშნულ სარეკლამო რგოლში კონკურენტ კომპანია "ბილაინზე" მინიშნება დაინახა, ალბათ, ეს ლოგიკურიცაა. რადგან "ბილაინის" ლოგო ანალოგიურ ფერებშია და რეკლამებში სწორედ შავად დაშტრიხული ყვითელი ფერია დატანილი სხვადასხვა საგნებზე (სამაშველო რგოლი, ყელსახვევი და ა.შ.) საკუთარი თავი სარეკლამო რგოლში თავად "ბილაინშიც" ამოიცნეს, თუმცა, აღნიშნულს "მაგთი" კატეგორიულად უარყოფს.
"მაგთის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ლობჟანიძემ განცხადებით, სარეკლამო რგოლის დამზადების პროცესში რომელიმე კონკურენტ კომპანიაზე ირიბი მინიშნებაც კი ჩაფიქრებული არ იყო. რაც შეეხება ფერებს, ლობჟანიძე აღნიშნულს მხოლოდ უბრალო დამთხვევას მიაწერს. "ჩვეულებრივი მომენტია, რომ ის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი დაფარვის არეალი არ ვრცელდება - დაშტრიხულია. არც "ბილაინზე" და არც რომელიმე სხვა კომპანიაზე არანაირი მინიშნება არ არის. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღეს თავის თავზე. ფერები უბრალოდ დაემთხვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.
თუ დამთხვევაა, რაღა ეს ფერები დაამთხვიეს. აერჩიათ თუნდაც წითელი ფერი, როგორც კონფლიქტური რეგიონის და ცხელი წერტილის აღმნიშვნელი. ან საერთოდ არ გამოეყოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და უბრალოდ მიეთითებინათ, რომ იქ არ ვრცელდება დაფარვის ზონა. ამ კონფლიქტური რეგიონების გარდა საქართველოს კონტროლირებად ზოგ სხვა ადგილზეც არ ვრცელდება "მაგთის" დაფარვის ზონა, მაგრამ ის ადგილები არ არის გამოყოფილი შავ-ყვითელ ფერებში. ანუ, უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიის მონიშვნა დაფარვა-არდაფარვის მიხედვით და არა იმის მიხედვით ამა თუ იმ რეგიონში კონფლიქტური სიტუაციაა თუ სხვა რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია.
"ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემით მანიპულირება რეკლამის ეთიკის ხარისხს სცდება და უბრალოდ არასწორია. `ბილაინში~ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი `ნაჩქარევად~ გაკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და საეჭვო მხატვრული ღირებულება გააჩნია.
`კონკურენტ კომპანიებზე ირიბი მინიშნებები მსოფლიო სარეკლამო ბიზნესში კლასიკურად არსებობს და ამ მეთოდებს ჩვენი კომპანიაც მიმართავს, თუმცა მას აქვს მხოლოდ იუმორისტული დატვირთვა და არ შეურაცხჰყოფს კონკურენტის საქმიან რეპუტაციას. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი პირიქით არის. დარწმუნებულები ვართ, რომ სარჩელის შემთხვევაში სასამართლო "მაგთის" სანქციებს დააკისრებს, თუმცა "ბილაინი" ამ ყველაფერზე მაღლა დგება და სასამართლოში მისვლას არ გეგმავს, სარეკლამო რგოლი კი აბონენტებმა უნდა განსაჯონ. მჯერა რომ ჩვენი კონკურენტის იმიჯის ამაღლებაზე ეს რგოლი ნამდვილად არ იმოქმედებს. სამწუხაროა, როდესაც მაგთისნაირი ძლიერი და დიდი კომპანია ბაზარზე ასეთი არაღირსეული ნაბიჯებით ცდილობს თამაშს", - აცხადებს თეონა ბაღდავაძე.
მისივე თქმით, "ბილაინი" არა რუსული, არამედ საერთაშორისო კომპანიაა და ის ნამდვილად აკეთებს საქართველოში ქართულ საქმეს. კომპანია უკვე შევიდა ოქროს გადამხდელთა სიაში, დასაქმებულთა რიცხვი კი საქართველოში 15%-ით გაზარდა.
"მაგთიკომმა" მსგავსი ვიდეორგოლი მანამდეც გაავრცელა, რომელიც ფიჭური კომპანია "ჯეოსელის" სლოგანს ეწინააღმდეგებოდა, – "ჯეოსელმა" თავის მომხმარებელს 2021 წლამდე გასაკეთებელი გეგმა წარუდგინა, "მაგთიკომმა" რამდენიმე დღეში თავის სლოგანში განაცხადა, რომ არ უნდა დაველოდოთ 2021 წელს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჯერ-ჯერობით დუმს.
"ჩვენმა სპეციალისტებმა აღნიშნული სარეკლამო რგოლი დეტალურად უნდა შეისწავლონ და სწორედ მან უნდა განსაზღვროს რამდენად ლახავს ეს სარეკლამო ვიდეომასალა კონკურენტის ინტერესებს",- აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.
როგორც ჩანს, პორტირების განხორციელების შესაძლებლობამ კონკურენცია კომპანიებს შორის საკმაოდ გაამწვავა და ზოგიერთი მათგანი "ყველა-ფერს" იყენებს პოზიციების შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ოღონდ, არა საკუთარი უპირატესობის წარმოჩენით, არამედ კონკურენტების ნაკლოვანებების დემონსტრირებით, ან მათზე მინიშნების გაკეთებით, ირიბი გზით.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48