ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს
ნანახია: 432

ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელსრა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და მათ ყველას მათი საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.

უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და შემოქმედებითი სიახლე
ველით, რომ 2011 წელი გამორჩეული იქნება ორიგინალური ნაბიჯების მხრივ. ბევრი კომპანია შეეცდება შემოქმედებითად მიუდგეს როგორც ბიზნეს, ისე შიდა ორგანიზაციული ამოცანების გადაწყვეტას. განვლილმა კრიზისმა ბევრად შეამცირა გათელილი გზებით სიარულის მოტივაცია პროგრესულ მენეჯერებში და ცხადად დაანახა მათ, რომ კალკირება თითქმის არასდროს არ იძლება შედეგს. ყოველთვის უკეთესია, გადაწყვეტილება შენი უშუალო გამოცდილებიდან, შენი გარემოდან და არსებულ მომენტში არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღო.
წელს კომპანიების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს:
ა) რამდენად სწრაფი იქნება რეაგირება იმ მომენტში წარმოქმნილ შესაძლებლობებზე;
ბ) რამდენად საინტერესო და ორიგინალური იქნება ნაპოვნი გადაწყვეტილება;
გ) რამდენად ბევრი იქნება ასეთი ცვლილება კომპანიაში.
ის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ ორგანიზაციაში შექმნან გარემო ასეთი ბევრი, სწრაფი და საინტერესო ცვლილებისთვის გამოირჩევიან წელს და საკუთარ კომპანიებსაც გამოარჩევენ.

კვალიფიკაციის ამაღლება მმართველ გუნდში
მმართველი გუნდის კვალიფიკაცია, სადაც მმართველი გუნდი აერთიანებს უმაღლესი მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის ყველაზე მნიშვნელოვანი უბნების ხელმძღვანელებს, წელს პირველი პირების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. ხელმძღვანელები შეეცდებიან კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი გუნდები წელს. სამწუხაროდ, სწრაფი ეფექტის მიღების მიზნით ისინი ამას ძირითადად გუნდში ახალი, უფრო განათლებული და გამოცდილი ადამიანების მოყვანით შეეცდებიან. თუმცა ისეთებიც იქნებიან ალბათ, ვინც გუნდის არსებული წევრების სწავლებას მიანიჭებს უპირატესობას.
წელს მმართველი გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება მნიშნელოვანი ამოცანა იქნება თითქმის ყველა დარგში და ყველა ზომის ორგანიზაციაში. და ის, თუ რამდენად კარგად შეძლებენ კომპანიის უმეღლესი ხელმძღვანელები ამ ამოცანის გადაწყვეტას, ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალ წლებში წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების ხარისხი.

მეტი საერთაშორისო ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, მეტი საქმიანი კავშირები უცხოელებთან წლევანდელ წელს ასევე გამოარჩევს გასული წლებისაგან. თითქმის ყველა ზომის კომპანიები, თითქმის ყველა სფეროდან ეცდებიან წლევანდელ წელს მეტ ასეთ ურთიერთობას ჩაუყარონ საფუძველი.
გაყიდვები საზღვრებს გარეთ. შესყიდვები უცხოეთიდან. პოტენციური ინვესტორების სწორედ სხვა ქვეყნებში უფრო აქტიური ძებნა ბევრისთვის გახდება რეალური ყოველდღიური საზრუნავი. ბევრი კომპანია შეეცდება საბანკო და სადაზღვევო მომსახურებაც კი ნელ-ნელა უცხოური კომპანიებისგან მიიღოს.
რა თქმა უნდა, წელსვე ეს პროცესი დიდ, რეალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ მომავალი წლებისთვის მეტ საერთაშორისო ურთიერთობას ჩაუყრის საფუძველს.
ის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურები და შედეგიანები იქნებიან, შესაბამისად მეტი სარგებლის მიღების წინაპირობებსაც შექმნიან მათი კომპანიებისთვის.

მეტი ზომიერება და გონივრულობა ხარჯვაში
2011 წლის, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობა, გაზრდილი შემოსავლები ხელმძღვანელებს, ბუნებრივია, მეტი ხარჯის გაწევის შესაძლებლობასაც მისცემს. თუმცა, წელს ისინი ბევრად მეტად ზომიერები და გონივრულები იქნებიან ხარჯვისას ვიდრე კრიზისამდე.
ბევრად რაციონალური იქნება კომპანიების ხელმძღვანელების დამოკიდებულება.
ა) სარეკლამო ბიუჯეტებთან მიმართებაში. ინფორმაციის გავრცელების მასიურ, ძვირადღირებულ საშუალებებს უფრო მიზანმიმართული, უფრო მრავალფეროვანი და ბევრად უფრო იაფი არხები ჩაანაცვლებს. რაც შესაბამისად აისახება კიდეც კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტებში.
ბ) კაპიტალურ დაბანდებებში, მატერიალურ ტექნიკურ ბაზაში, ფუფუნების საგნებში და არააუცილებელ შრომის საშუალებებში კომპანიის ხელმძღვანელები წელს ბევრად უფრო გააზრებულად დახარჯავენ ფულს. ჯერ კიდევ ბოლომდე არგასული კრიზისი ამ მხრივ თავის კვალს კიდევ რამოდენიმე წელი დატოვებს ალბათ (თუმცა არც თუ დიდ ხანს).
გ) ხელფასების ზრდასაც მენეჯერები სავარაუდოდ ნაკლებად მიანიჭებენ უპირატესობას წელს. ისინი ამჯობინებენ ცვალებადი, შედეგებზე მიბმული კომპონენტები გაზარდონ თანამშრომლების ანაზღაურებაში უფრო მეტად და არ იჩქარონ ფიქსირებული ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. (თუმცა ეს ნაკლებად ეხება უმაღლეს მენეჯმენტს. ამ გუნდის წევრებისთვის კომპენსაციების მნიშვნელოვანი გაზრდა თითქმის ყველა კომპანიას მოუწევს).
მეტი ზომიერება და გონივრულობა ხარჯებში 2011 წლის, კორპორატიული მართვის ერთ-ერთი გამოკვთილი ნიშანი იქნება. განვლილი კრიზის კარგად გამოყენება ამ მხრივ ყველასთვის იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ის ხელმძღვანელები რომლებიც ამ ზომიერებას მაქსიმალურად დიდ ხანს შეინარჩუენებენ ბევრად მეტ სარგებელს მოუტანენ საკუთარ კომპანიებს.

მეტი ზრუნვა სოციალურად მნიშვნელოვან პრობლემებზე
იმის ილუზია, რომ ამ მხრივ ქართველი ხელმძღვანელების ქცევა რადიკალურად შეიცვლება, წელს ალბათ არავის უნდა ჰქონდეს. თუმცა, მენეჯერების კონცენტრაცია სოციალურ პრობლემებსა და ამოცანებზე საგრძნობლად აქტიური მაინც გახდება. ამის მიზეზი მათი რაციონალური დამოკიდებულება იქნება საკუთარი ბრენდის ფორმირების მიმართ. პაბლისითი, რის საშუალებასაც ესეთი აქტივობა ბევრ კომპანიას მისცემს, სულ უფრო აქტიური იარაღი გახდება ბევრი ხელმძღვანელისთვის.
კომპანიები შეეცდებიან ყურადღება მიიქციონ მეტი ზრუნვით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ გზით უფრო პოპულარული და დადებითად აღქმადი გახადონ საკუთარი კომპანიების ბრენდები. მასმედიის საშუალებები მათ ამის საშუალებას წელს, მათი მხრივ, აქტიურად მისცემენ.
ის ხელმძღვანელები, რომლებიც ყველაზე მეტად შემოქმედებითი და თანმიმდევრულები იქნებიან ამ თვალსაზრისით, შეძლებენ ბევრად იაფად, ბევრად მეტი სარგებელი მოუტანონ საკუთარ კომპანიებს.

www.strategy.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48