ჯართის ექსპორტზე გადასახადი მთავრობის მიერ დადგინდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ჯართის ექსპორტზე გადასახადი მთავრობის მიერ დადგინდება
ნანახია: 479

საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის საერთო რაოდენობაში შავი და ფერადი ლითონების ჯართი მესამე ადგილს იკავებს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის წყაროს სწორედ ჯართის გატანა წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბიზნესით დაკავებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯართის ექსპორტზე ტარიფი კანონით აღარ იქნება დადგენილი და მას მთავრობა განსაზღვრავს, რაც თავისთავად გაზრდის ისედაც 68%-ით გაზრდილ უარყოფით სავაჭრო სალდოს. ამჟამად მოქმედი ნორმით შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე 120 ლარით იბეგრება, თუმცა მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით ეს ჩანაწერი უქმდება და გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რაც გულისხმობს შავი და ფერადი ლითონების ექსპორტზე მომსახურების ტარიფის შემოღებას, რომელიც დადგინდება არა კანონით, არამედ მთავრობის მიერ.
ამ ახალი პროექტის მიღების მიზეზად მთავრობის წარმომადგენლები მეტალურგიის და ლითონწარმოების დარგის აღორძინება-განვითარების პირობების არასაკმარისობას ასახელებენ. მოგეხსენებათ, რომ ქართველმა მეტალურგებმა გააპროტესტეს ქვეყნიდან ჯართის გატანა და მოითხოვეს ჯართის გატანის შეზღუდვა, ვინაიდან ამ პროდუქციის შემოტანა მეტალურგებს ხუთჯერ უფრო ძვირი უჯდებათ ადგილობრივ ბაზართან შედარებით. მთავრობამ კი ამ დარგის ხელშეწყობისათვის მოქნილი ბერკეტების შექმნა განიზრახა.
"ამით საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა იმოქმედოს დარგის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული დარგის მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს", _ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საგადასახადო ექსპერტების თქმით კი მხარდაჭერის ეს მეთოდი გაუმართლებელია, ვინაიდან არ შეესაბამება კონსტიტუციას.
"საქართველოს კონსტიტუციის ყველა გადასახადი დგინდება კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. ახალ საგადასახადო კოდექსში კი გაჩნდა ჩანაწერები, რომ რაღაცებს მთავრობა განსაზღვრავს, მსგავსი ფაქტი გვქონდა ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა", _ აცხადებს საგადასახადო ექსპერტი თემურ კოპალეიშვილი.
თუკი გავითვალისწინებთ საქართველოში არსებული მეტალურგიისა და ლითონწარმოების განვითარების დონეს, შემდეგ კი გადავხედავთ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ექსპორტის მთლიან რაოდენობაში ჯართის წილს, აშკარაა, რომ მთავრობის საზრუნავს მეტალურგიაზე მეტად ჯართიდან შემოსული გადასახადი წარმოადგენს.

ნათია ბერეკაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48