ცნობილი "ბრენდი" საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ცნობილი "ბრენდი" საქართველოში
ნანახია: 478

ცნობილი "ბრენდი" საქართველოში საქართველოს მთავრობამ დონალდ ტრამპის სახელი და ლიცენზია შეიძინა

ცნობილი ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის ბრენდის სახელით თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება. ამ მშენებლობისთვის კი, ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ტრამპი საქართველოში თავისი სახელის ლიცენზირებას განახორციელებს და მისი კომპანია საქართველოში "ტრამპ თაუერების" მენეჯმენტს მოახდენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრენდის ყიდვის ფაქტს კი ადასტურებენ, თუმცა, არ საუბრობენ იმაზე, თუ რა დაუჯდა საქართველოს მთავრობას ამ ბრენდის შეძენა. მათი განცხადებით, ეს ეკონომიკური გარიგებაა და შეთანხმების დეტალებს, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაქვეყნებს.
"მთავარია, რომ ისეთი დიდი კომპანია და მეწარმე, როგორიცაა დონალდ ტრამპი, დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია და აქვს სურვილი, რომ საქართველოსთან ბიზნესი აწარმოოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელიც უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებები დგება. ტექნიკურად, რა სახით გაფორმდება ეს ხელშეკრულება, მეორე ხარისხოვანია. მთავარია, რომ ეს ხელშეკრულება იდება", _ აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამჟამად, ტრამპის სახელი ეწოდება ერთ-ერთ ტელეარხს, გოლფ კლუბს, ოქროულობას, წიგნს, შოკოლადს და არაყს. მან საკუთარი სახელი უწოდა თავის ორგანიზაციას, სასახლეს და მის მიერ შექმნილ ინსტიტუტს. 'სილქ როუდ ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებით კი, ამ ჩამონათვალს დაემატება სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს თრუმპ თოწერ თბილისი-ის მშენებლობას ვარდების რევოლუციის მოედანზე და თრუმპ ღივიერა-ს მშენებლობას ბათუმში.
სანამ ვერა ქობალიას უწყება ოფიციალურ ინფორმაციას გაახმაურებს, თუ რა დაუჯდა მთავრობას ამ ცნობილი ბრენდის საქართველოში შემოტანა და აპირებს თუ არა ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას, სხვადასხვა წყაროებით განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.
ამერიკული მედიით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში არ დებს არავითარ 250 მილიონს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს "სილქ როუდ ჯგუფისთვის" "ტრამპის" ბრენდის მიყიდვას. სასტუმროებს და კაზინოებს ბათუმში ააშენებს `სილქ როუდ ჯგუფი~ თავისი, ქართული ფულით, ხოლო ტრამპისგან აიღებს უფლებას - დააწეროს ამ შენობებს "ტრამპი", ანუ ფულს ტრამპი კი არ დებს, არამედ თავად ქართული კომპანია, რომელიც გამოიყენებს ტრამპის სახელს. "სილქ როუდ გრუპის” პროექტის სწორად წარმართვაში და საქართველოში საკუთარი ფინანსების დაბანდების საკითხს მომავალში განიხილავს.
როგორც ამერიკული მედია წერს, პარტნიორების ინფორმაციით, "სილქ როუდ ჯგუფსა” და დონალდ ტრამპს შორის გაფორმებული შეთანხმება სამას მილიონ დოლარად არის შეფასებული. გარდა ამისა, ტრამპი არ იქნება ცათამბჯენების ფაქტობრივი მშენებელი – რადგან ამ დროისთვის ის უბრალოდ საკუთარი სახელის დაპატენტებით არის დაინტერესებული. ტრამპ ტოწერ ტბილისი ვარდების მოედანზე, ხოლო ტრამპ რივიერა ბათუმში "სილქ როუდის" კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იქნება.
სხვა ვერსიით, სააკაშვილს ტრამპის სახელის გამოყენება მილიონი დოლარი დაუჯდა. ახალი ცათამბჯენების მშენებლობაში თავად სააკაშვილს აქვს ინტერესები, ხოლო სამომავლოდ, ტრამპის სახელი ერთგვარი გარანტია უნდა გახდეს მისთვის.
სავარაუდო ინფორმაციების მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ ბრენდი გარკვეული თანხის საფასურად ნამდვილად შეიძინა, რადგან, ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ინვესტიციებს არც ერთ ქვეყანაში ისე არ დებს, სანამ ჯერ თავის ბრენდს არ შეიტანს. თანხის ოდენობაზე კი ვერსიები მანამდე იარსებებს, სანამ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ გამოქვეყნდება. თუმცა, ცალკე საკითხია, რამდენად რეალური და სანდო იქნება ის მონაცემები, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან უნდა ველოდოთ.

ლალი ალელიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48