ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 46 პროცენტით გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 46 პროცენტით გაიზარდა
ნანახია: 398

ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 46 პროცენტით გაიზარდა საქართველოში მოქმედი ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში 6,58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 46%-ით მეტია ვიდრე 2009 წლის მეოთხე კვარტალში.
"საქსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში კომპანიებმა 3,45 მლრდ ლარის პროდუქცია აწარმოეს და ეს მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 34%-ით აჭარბებს.
ბიზნეს-სექტორის მთლიანი ბრუნვიდან 84,4% მსხვილ ბიზნესზე მოდის, მცირე ბიზნესის წილი 7,9%-ია, საშუალო ბიზნესი - 7,7%. რაც შეეხება პროდუქციის წარმოების მაჩვენებელს, 81,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, საშუალო ბიზნესი - 9,2%, მცირე ბიზნესი - 8,9%.
საწარმოებმა ამ პერიოდის განმავლობაში სულ 5 მლრდ ლარის საქონელი და მომსახუირება შეიძინეს, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების მოცულობამ 3,2 მლრდ ლარს მიაღწია.
საწარემოებმა ფიქსირებულ აქტივებში 203,1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელეს, აქედან ძირითადი ინვესტორი მსხვილი ბიზნესიაა და მისი წილი ამ მაჩვენებელში 94,1%-ს შეადგენს, საშუალო ბიზნესი - 4,4%, მცირე ბიზნესი - 1,5%.
სულ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ ამ პერიოდში 366 200-ს გადააჭარბა, აქედან 59%-ზე მეტი მსხვილ ბიზნესშია დასაქმებული, 21,2% - მცირე ბიზნესი, 19,5% - საშუალო ბიზნესი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,5% ქალია, 59,5% - კაცი.
საწარმოებმა ამ პერიოდში პერსონალზე 714,4 მლნ ლარი დახარჯეს: მსხვილი ბიზნესი - 74,6%, საშუალო ბიზნესი - 15%, მცირე ბიზნესი - 10,4%.
საწარმოებში საშუალო თვიურმა ანაზღაურება, 670,3 ლარი შეადგინა. საწარმოების ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა მსხვილ ბიზნესში 808 ლარია, საშუალო ბიზნესში 501,4 ლარი, მცირე ბიზნესში 389 ლარი.
ამ პერიოდში საწარმოების მთლიან ბრუნვაში ვაჭრობა (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი) 48,4%-ით ლიდერობს, მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა 16,5%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 13,2%, მშენებლობა - 6,6%, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება - 6%.
პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგიოლზე დამამუშავებელი მრეწველობაა 28,8%-ით, მას მოსდევს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 17,7%-ით, ვაჭრობა (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი) 16,7%, მშენებლობა - 12,6%, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება - 7%.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48