უარყოფითი სავაჭრო სალდო 68%-ით გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : უარყოფითი სავაჭრო სალდო 68%-ით გაიზარდა
ნანახია: 452

უარყოფითი სავაჭრო სალდო 68%-ით გაიზარდაქართული ექსპორტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე ავტომობილებია (?!) მეორეზე - ჯართი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2011 წლის იანვრში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 584 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებეზე 52% მეტია. ეს, ძირითადად, იმპორტის ზრდის ხარჯზე მოხდა, რაც 436 მლნ დოლარს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 57%-ით მეტია. ექსპორტი კი მხოლოდ 148 მლნ დოლარით, 39%-ითაა გაზრდილი. შედეგად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 68%-ით გაიზარდა და 288 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 155 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 62%-ით მეტია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა.
დსთ-ს ქვეყნებთან შესაბამისმა მაჩვენებელმა 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის იანვართან შედარებით 57%-ით მეტია. მისი წილი მთლიან სავაჭრო ბალანსში 32% შეადგენს.
2011 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65% შეადგინა.
ამ პერიოდის მონაცემების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელთან მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 96 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილესი სასაქონლო პოზიციებს შორის გაზრდილია შავი ლითონების ჯართი და დახერხილი ხე-ტყის მასალის გატანა, შემცირებულია ახალი თევზის, ხორცის და თევზის ფქვილის და ფეროშენადნობების წილი. თურქეთიდან იმპორტი კი თითქმის გაორმაგდა. განსაკუთრებით გაიზარდა იზოლირებული სადენების და კაბელების (თითქმის 30-ჯერ), ასევე შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების (5-ჯერ) იმპორტირება. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა 60 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილზე აზერბაიჯანი 51 მლნ აშშ დოლარი ბრუნვით.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 26 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18%-ს უდრის. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 15 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად მთიანი ექსპორტის 11%. ხოლო მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქებია, რომელიც 8 მლნ-დან 14 მლნ-მდე გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 9.6%-ს შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, მათმა იმპორტმა 45 მლნ აშშ დოლარი, მთელი იმპორტის 10% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები 33 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილები 25 მლნ აშშ დოლარით, მთლიან იმპორტში მათი პროცენტული წილები შესაბამისა 8% და 6% შეადგენს.

რინა კრიხელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48