საგაზაფხულო აქციები საიუველირო მაღაზიებში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : საგაზაფხულო აქციები საიუველირო მაღაზიებში
ნანახია: 1199

საგაზაფხულო აქციები საიუველირო მაღაზიებში სამკაული ქალებისთვის საყვარელი ნივთია, რომელსაც მუდმივად ატარებს. თბილისში დღეისათვის სხვადასხვა სახის სამკაულის მაღაზიების მრავალფეროვანი არჩევანია. ძვირფასი თვლებით გაწყობილი ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების, ბიჟუტერიის, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების და ბრენდის. ბიჟუტერიის აქსესუარების შეძენა ბიჟუტერიის სალონებსა და საიუველირო მაღაზიებში უმჯობესია, რადგან იაფი ბიჟუტერია ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. დღეისათვის თბილისში არსებულმა საიუველირო მაღაზიებმა ქალბატონების საპატივცემულოდ, საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქციები დაიწყეს. თუ რა სიახლეებსა და პროდუქტს გვთავაზობენ თბილისში არსებული სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზიები ამ ინფორმაციის მისაღებად გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ცნობილ საიუველირო მაღაზიებს დაუკავშირდა.

კრისტალი
საიუველირო კომპანია "კრისტალი" საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. დიდი მონდომება და გამოცდილი კადრების ძალისხმევა საკმარისი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რომ საზოგადოების ნდობა და ყურადღება მცირე დროში მოეპოვებინა.
"კრისტალის" თანამშრომლები მუდმივად ფიქრობენ და ზრუნავენ მომხმარებელზე, ცდილობენ განსხვავებული გემოვნებისა და შესაძლებლობის ადამიანების დაკმაყოფილებას. საიუველირო კომპანია "კრისტალის“ მაღაზიებში შეძლებთ მისაღებ ფასად მაღალი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაწარმის შეძენას.
ვერცხლის პროდუქციის ნაკეთობების ფასები 5 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. ოქროს პროდუქციის ფასები კი 50 ლარიდან იწყება და 5 000 ლარამდე იზრდება. "კრისტალის" პროდიქციის მომწოდებელი ქვეყნები არიან: იტალია, ესპანეთი, ტაილანდი და თურქეთი. დღეისათვის "კრისტალში" 8 მარტამდე ვერცხლის და ოქროს პროდუქციაზე 10%-იანი, ხოლო ფოლადის სამკაულებზე 15%-იანი ფასდაკლება არის გამოცხადებული. მაღზია უახლოეს მომავალში ევროპიდან ახალ პროდუქციას ელოდება. "კრისტალის" მენეჯმენტი ყოველთვის თავის მომხმარებელს ისეთ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც ხარისხიანია და ფასიც მისაღები აქვს.

ბაკარა
"ბაკარა" სამკაულების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ორგანიზაციაა თბილისის ბაზარზე. პროდუქციის მაღალი ხარისხი და სესრვისის დასავლური სტანდარტები საქართველოში ქსელის პოპულარობას განაპირობებენ.
"ბაკარა" 5 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის 2 ფილიალი აქვს. რისთაველის 24 ნომერში და ცინცაძის 26 ნომერში. მაღაზიაში სხვადახვა ქვეყნის ბრენდებია წარმოდგენილი ფრანგული, დანიური “პილიგრიმი” და ა.შ. ქსელის ასორტიმენტი ყოველთვიურად შევსებას და განახლებას განიცდის. აქ ყველაფერია რაც შეიძლება, რომ სამკაული იყოს: ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ბრელოკები, აბადოკები, თმის სამაგრები და ა.შ. აქ ფრანგული "გი ლაროშის" აქსესუარები მამაკაცებისთვისაც არის. "ბაკარაში" ფასები 31 ლარიდან ზემოთ არის. დღეისათვის "ბაკარას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ცნობილი ამერიკელი დიზაინერების სტილში შექმნილი ბიჟუტერია. დამზადებული ცირკონებისა და სვაროვსკის კრისტალებისგან, იტალიური ვერცხლის და ოქროსგან, ასევე არის, პილიგრიმის, "ნინა რიჩის", "ტაჰიზეას", "გი ლაროშის", "ლუქსენტერის" და "ბიჟუ სიენის" სახელობითი ნაკეთობები. მომხმარებელს სარვამარტო აქციას "ბაკარაც” სთავაზობს. დღეისათვის მაღაზიაში ახალი კოლექცია არის მირებული და მყიდველს დიდი არჩევანი ელის.

"ევიტა პერონი"
ქალის აქსესუარების მსოფლიო ბრენდი "ევიტა პერონ" თბილისში 2008 წლის დეკემბერში შემოვიდა. მაღაზიას ამჟამად ორი ფილიალი აქვს აბაშიძის 24 ნომერში და ყაზბეგის 24 ნომერში "აქსისის" სავაჭრო ცენტრში. ."ევიტა პერონი" დანიური ბრენდია, სადაც ქალის აქსესუარები, სამკაულები, სათვალეები და ა.შ. იყიდება. აქსესუარებზე ფასები საშუალოდ 7,50 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს. სამკაულის ფასი კი 45 ლარიდან 500 ლარამდეა. "ევიტა პერონი" 3 და 8 მარტთან დაკავშირებით მაღაზიაში წარმოდგეილ პროდუქციაზე 8 მარტის ჩათვლით 40%-იან ფასდაკლებას აცხადებს.

ზარაფხანა
"ზარაფხანა" გთავაზობთ განსხვავებული ტიპის, ფერისა და ღირებულების პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. ზარაფხანას მაღაზიებში მხოლოდ ზარაფხანაში წარმოებული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი თვლებისგან გაწყობილი ვერცხლის და ოქროს სამკაულები იყიდება. აქ ასევე სხვადასხვა ქართული სიმბოლოების სუვენირებიც არის.
"ზარაფხანას" მიზანია მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და უპირატესობა მიანიჭოს მათი ინტერესებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. "ზარაფხანას" აქვს ამბიცია დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და გახდეს ერთ-ერთი საბაზრო ლიდერი მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ქართული წარმოების სამკაულების მაღაზია მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით მომხმარებელს 20-30 პროცენტიან ფასდაკლებას ნებისმიერი ფასის ნივთზე სთავაზობს, გარდა ამისა ვინც საყურეს შეიძენს მას 50%-იანი ფასდაკლებით ბეჭედს შესთავაზებენ.
"ზარაფხანა" სამომავლოდ ქსელის გაფართოებას და აზერბაიჯანის ბაზრის მოსინჯვასაც გეგმავს.

Roberto Bravo
იტალიური ბრენდი Roberto Bravo 2006 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. დღეისთვის ეს ბრენდი მოიცავს მაღაზიათა ორ ქსელს ჭავაჭავაძის გამზირზე 24 ნომერში და კეკუას ქ. #3, (GTC).
Roberto Bravo არის მსოფლიო ლიდერი მოდური ოქროს სამკაულის წარმოებაში, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიურ ნაკეთობებს ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით სთავაზობს.
1 მარტიდან -8 მარტის ჩათვლით Roberto Bravo – ს მაღაზიათა ქსელში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით 15% პროცენტიანი ფასდაკლების აქცია ეწყობა.
სამომავლოდ ღობერტო ბრავო მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას გეგმავს და მალე რიგით მესამე მაღაზია, ყაზბეგის #24 –ში მდებარე სავაჭრო ცენტრ “აქსისში” გაიხსნება.

ადა ექიზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48