ბიზნესების გამსხვილება გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ბიზნესების გამსხვილება გრძელდება
ნანახია: 476

ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივით სათამაშო სალონები აიკრძალება

ფინანსთა სამინისტრო კანონში ცვლილებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც სათამაშო აპარატების სალონების ფუნქციონირება აიკრძალება. სათამაშო აპარატების გამოყენების უფლება მხოლოდ სამორინეებს ექნებათ შესაბამისი ლიცენზიის სანაცვლოდ, რომლის ღირებულებაც 5 მილიონი ლარია. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ბაზრის კონიუნქტურაზე იმოქმედებს და გარკვეულ ცვლილებას ექნება ადგილი. დამეთანხმებით, ეს ცვლილებები საერთო შედეგზე ნეგატიურად აისახება. ბუნებრივია, იგულისხმება ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური მხარე, რომლის შედეგადაც ბაზარზე კონკურენცია მკვეთრად შემცირდება და წილები მხოლოდ მსხვილ მოთამაშეებს შორის გადანაწილდება.
ეს გადაწყვეტილება გარკვეულად ჰგავს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის შედეგადაც აღნიშნული სფერო მაქსიმუმ ხუთი (ვინაიდან ერთ კომპანიას რამდენიმე ლოტის ფლობის უფლება ექნება) კომპანიის ხელში გადავა და ტენდერში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც 1.2 მილიონი ლარის საბანკო უზრუნველყოფა ექნება.
გამოდის, რომ ხელისუფლება კანონის ძალით უკარგავს შესაძლებლობას წვრილ მეწარმეებს აწარმოონ ბიზნესი და მთელი შემოსავალი საქართველოში ფუნქციონირებად რამდენიმე სამორინეს ხელში გადავა.
გარკვეული თვალსაზრისით, ე.წ. სლოტ-კლუბების აკრძალვა შეიძლება კარგიც იყოს და ბევრისთვის მოსაწონიც კი. რადგან ისინი სამორინეებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, თუნდაც ისევ ის პრობლემა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, გარკვეულწილად მაინც არსებობს, იგულისხმება არასრულწლოვნების თამაში სალონებში. თუმცა, პრობლემებისა და ხარვეზების არსებობა არ ნიშნავს საქმიანობის ამა თუ იმ სფეროს საერთოდ აკრძალვას. რატომ არ ხდება ადმინისტრირების გამკაცრება? ან მოთხოვნების დაყენება მეწარმეთა მიმართ? თუ აფთიაქებში ხდება სავალდებულო სათვალთვალო კამერების დაყენება, გააკეთონ იგივე სათამაშო სალონებში, რათა შეამცირონ დარღვევათა რაოდენობა.
ფაქტი ერთია, - მონოპოლიურ სფეროთა რიცხვს კიდევ ერთი სეგმენტი შეემატა სათამაშო ბიზნესის სახით. თუმცა ზოგადად სათამაშო ბიზნესის ერთი ნაწილი უკვე მონოპოლიზებულია და, სხვათაშორის, ისიც კანონის ძალით. იგულისხმება `საქართველოს ლატარიის კომპანია", რომელიც აღნიშნულ სფეროში ბიზნესის ორგანიზების ერთადერთი ლიცენზიანტია და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ნებისმიერი, ვინც თამაშობების ორგანიზებას გადაწყვეტს, ამ კოპმანიას უნდა მიმართოს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნუგზარ გვაზავას შეფასებით, ეს ფაქტი უმუშევრობის დონეზე აისახება და მათ რიცხვს კიდევ 4000 კაცი შეუერთდება.
"2005 წლიდან დღემდე ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა რამდენიმე კვლევა, გვაქვს ციფრები და შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო წელი ამ სფეროში იყო 2007, როდესაც საქართველოს მასშტაბით სათამაშო აპარატების სალონების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო. ეს გამოდის დაახლოებით 14 ათასი აპარატი. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 სალონამდე და დაახლოებით 5000 აპარატამდეა ჩამოსული.
ამ ბიზნესში დაახლოებით 12 ათასი კაცი იყო დასაქმებული. 2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით 8000-მდე მათგანმა დაკარგა სამუშაო. ანუ ამ დროისთვის რჩება საშუალოდ 4000 დასაქმებული. ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივის შედეგად, რაც ამ ბიზნესის გაუქმებას ითვალისწინებს, დარჩენილი 4 ათასი კაციც უმუშევართა არმიას შეუერთდება.
თვითონ სათამაშო აპარატებს რაც შეეხება, მათი გარკვეული ნაწილი იჯარით არის აღებული. საქმიანობის აკრძალვის შემთხვევაში, დაახლოებით ეს 5-6 ათასი აპარატი, ფაქტობრივად, გამოუყენებელი დარჩება. სხვა ქვეყნებში მოთხოვნა ამ აპარატებზე არ არის და მათი განთავსება საწყობებში მოხდებამ, ფაქტობრივად, ისინი ჯართად იქცევა", - აცხადებს ნუგზარ გვაზავა.
გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ სამორინეების წარმომადგენლები. მათი განმარტებით, ეს ინიციატივა გამოიწვევს ახალი სამორინეების გაჩენას და ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს.
"სლოტ-კლუბებში არსებული სათამაშო აპარატები თუ მხოლოდ სამორინეებში იქნება, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, სამორინეებს უფრო მეტი დატვირთვა ექნებათ. აგრეთვე გაჩნდება სტიმული კიდევ გაიხსნას დამატებით მსხვილი სამორინეები. ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებული სახე მიეცემა, აპარატები ერთიან სივრცეში იქნება განლაგებული, უფრო ლამაზად და სისტემა კონტროლირებადი გახდება. საქართველოს სამორინეებში სათამაშო აპარატების წილი დაახლოებით 30% იყო, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვიმედოვნებთ, ეს წილი 50%-ს გადასცდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება თანამშრომელთა რაოდენობაზე. ჩვენთან სამორინეში მუშაობდა 600-მდე ადამიანი და ამ გადაწყვეტილების შედეგად მათი რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების შედეგად თბილისს ახალი სამორინეები დაემატება. არა მგონია, მომხმარებლებისთვის პრობლემა იყოს გადამისამართება სამორინეებზე, უბრალოდ, სამორინე შეიძლება ყველა უბანში არ იყოს, რადგან ამას დიდი ფართი, დიდი ინვესტიციების განხორციელება სჭირდება. შესაძლებელია აპარატების მეპატრონეები სამორინეებთან შეთანხმდნენ იმაზე, რომ თავიანთი აპარატები სამორინეებში განათავსონ, ამით მათ გარკვეული შემოსავლის მიღების საშუალება შეუნარჩუნდებათ", - ამბობს სამორინე "საქართველოს" მფლობელი დავით კოდუა.
გაუგებარია რა შემოსავალზე საუბრობს ბატონი კოდუა. ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში აპარატების მეპატრონეები მიზერულ შემოსავლებს მიიღებენ. ბუნებრივია, სამორინეები მხოლოდ აპარატების განთავსებისთვის არ მიიღებენ თანხებს, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი ფართს მიაქირავებენ მათ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ აპარატების მფლობელი განათავსებს მათ სამორინეში, მოუწევთ წილის გადახდა მფლობელისთვის. ლოგიკურია, რომ ეს წილი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში აპარატების მფლობელები არ არიან იმ პოზიციაში, რომ თავიანთი პირობები დააყენონ და ნებისმიერ შემოთავაზებაზე მზად იქნებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შემოსავალს საერთოდ ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ ისინი მიიღებენ ან მცირე შემოსავალს (ეს კიდევ უცნობია ექნებათ თუ არა საერთოდ შესაძლებლობა აპარატების სამორინეებში შეთანხმებით დადგმისა) თუ განათავსებენ აპარატებს სამორინეში, ან უარს იტყვიან და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48