"საქართველოში სამოდელო ბიზნესის მიმართ მოთხოვნა იზრდება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "საქართველოში სამოდელო ბიზნესის მიმართ მოთხოვნა იზრდება"
ნანახია: 620

"საქართველოში სამოდელო ბიზნესის მიმართ მოთხოვნა იზრდება""მისტერ ვალენტინი", ჯერჯერობით, მხოლოდ სანახაობაა

საქართველოში შოუ-ბიზნესის განვითარებაც ეკონომიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, თუმცა შედარებით წარმატებული მაინც სამოდელო ბიზნესი რჩება. აღნიშნულ სფეროში სიახლეები მეტწილად დაკავშირებულია ისეთი სილამაზის კონკურსების ჩატარებასთან, რომლებსაც, როგორც ადგილობრივ დონეზე ენიჭება მნიშვნელობა, ასევე ზოგიერთი კონკურსი საერთაშორისო სარბიელზე გასვლის კარგ ტრამპლინს იძლევა. კონკურსი "მისტერ ვალენტინიც” ახლა ცდილობს ჩამოყალიბებას და უცხოური კონტაქტების დამყარებას. წელს კონკურსი უკვე მესამედ ტარდება, ინტერნეტ მომხმარებელი კი სიყვარულის დღეს, 14 თებერვალს, ”მისტერ ვალენტინს” გამოავლენს. წელს 10 კონკურსანტის ნაცვლად, 11 ახალგაზრდა მამაკაცი შეირჩა. როგორც კონკურსის ორგანიზატორმა, ინტერნეტ გამოცემა ევა.გე-ის მთავარმა რედაქტორმა ქეთი ნაჭყებიამ მედიას განუცხადა, კონკურსანტების შერჩევა ძალიან გაუჭირდათ. ”არასდროს ვერევი ამ გადაწყვეტილებაში, რადგან ვთვლი, რომ როგორც ორგანიზატორი, ჩემი ჩარევა არ იქნება ლამაზი. ამიტომ არჩევანის უფლება ჟიურის წევრებს დავუტოვე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კონკურსი განუმეორებელი იყო”.
”ბ&ფ” ქ-ნ ქეთი ნაჭყებიას კონკურსის მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ ტენდენციებზე ესაუბრა.

- ქალბატონო ქეთი, ვის ეკუთვნის იდეა დაფუძნებულიყო ”მისტერ ვალენტინის” კონკურსი, როდიდან მოქმედებს და რა განსაზღვრავს კონკურსის ტრადიციულობას, რა აუცილებლობებითაა გამოწვეული საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაიმართოს – ეხმარება ეს შოუ-ბიზნესის განვითარებას თუ თავად ქმნით ამ სფეროში ახალ ინიციატივებს?
- ვერ გეტყვით, რამდენად უწყობს ხელს მსგავსი კონკურსები შოუ ბიზნესის განვითარებას, თუმცა ევროპასა და ამერიკაში მამაკაცის სილამაზის კონკურსები დიდი ხანია მიღებული თემაა და ჩვენთანაც უკვე მესამე წელია ტარდება. იდეა ჩემია, ის 2008 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და ამავე წლის დეკემბერში უკვე მის განხორციელებაზე დავიწყე მუშაობა, 2009 წლის თებერვალში კი პირველი ქართველი ”მისტერ ვალენტინი” - გიორგი ნაზღაიძე აირჩა. წელს ამ კონკურსს ინტერნეტ ჟურნალ ევა.გე-სთან ერთად სამოდელო სააგენტო ”არტ ფეისიც” აკეთებს.

- ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად იმართება ”მის საქართველო”. არის თუ არა ”მისტერ ვალენტინი” აღნიშნული კონკურსის საპირწონე, თუ კონკურსი მხოლოდ 14 თებერვლის სადღესასწაულო თარიღთანაა დაკავშირებული? რამდენად კონკურენტულია დღესდღეობით ეს სფერო საქართველოში?
- კონკურსები: ”მის საქართველო” და ”მისტერ ვალენტინი” ერთმანეთს კონკურენტები ვერ იქნებიან, ვინაიდან ”მის საქართველო” საერთაშორისო დონის კონკურსია, ხოლო კონკურსი ”მისტერ ვალენტინი”, ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოში წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე იმართება.

- რა შესაძლებლობებს იძლევა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ”მისტერ ვალენტინში” მონაწილეობა. ითვალისწინებს თუ არა კონკურსის შემდგომი ეტაპები გამარჯვებული კანდიდატისთვის მსგავს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობებს და რა ვალდებულება ან მოვალეობა ეკისრება ”მისტერ ვალენტინის” ტიტულის მფლობელს?
- თუკი ეს კონკურსი დამკვიდრდება და უფრო მოთხოვნადი გახდება, რასაც განაპირობებს კონკურსანტების და სპონსორების რაოდენობა და ხარისხი, მომავალში იგეგმება საერთაშორისო კონკურსებთან თანამშრომლობა. რა უნდა ევალებოდეს საქართველოში მცხოვრებ, საქართველოში ჩატარებული რომელიმე კონკურსის გამარჯვებულს? - საქართველო არ არის ეკონომიურად იმ დონეზე, რომ ტიტულის მფლობელმა ყველა იმ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც მსოფლიოში არის აპრობირებული.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებულია სამოდელო ბიზნესი საქართველოში და რამდენად ჭარბობს ქართველი მამაკაცის ინტერესი პოდიუმის მიმართ. რა არის განვითარებისთვის საჭირო ან შემაფერხებელი ფაქტორები?

- ინტერესთან ერთად, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც. ბოლო სამი წელია მოთხოვნა სამოდელო ბიზნესის მიმართ იზრდება და მათი ხარისხიც უმჯობესდება. რაც შეეხება მამაკაცს პოდიუმზე - აქ სიტუაცია ბევრად რთულია, ჩვენი მოდელები ვერ აკმაყოფილებენ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო ეროვნულ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

- ქართველი მამაკაცის ხასიათიდან გამომდინარე, სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, სცენაზე დოგმა გარკვეულ სტერეოტიპებთან ასოცირდება. რა აჩვენა ”მისტერ ვალენტინის” კონკურსმა, რამდენად დაძლეულია სტიგმა და როგორია გამოხმაურება კონკურსში მონაწილეობაზე? რისკენ მიუთითებს ტენდენციები?
- თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მამაკაცების რაოდენობა 50-ს აღემატებოდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სტიგმა დაძლეულია, თუმცა ძალიან ბევრი სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი პოდიუმზე გამოსვლაზე უარს ახლაც აცხადებს.

- რა არის თქვენთვის ”მისტერ ვალენტინის” კონკურსი – შოუ-ბიზნესის ამ სეგმენტში კომერციული პროექტი თუ უბრალოდ, სანახაობა?!
- ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ სანახაობა.

- სად და როგორ აირჩევა ”მისტერ ვალენტინი 2011” და რამდენად კომპეტენტურია ჟიური? როგორია კონკურსში მონაწილის კრიტერიუმები, რა ვითარებაში გამოვლინდება წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული და რა ჯილდოებია გათვალისწინებული.
- კონკურსის დასკვნითი ნაწილი გაიმართება კლუბში ”ნაით ფლაი”, 14 თებერვალს 20:00 საათზე. ჟიურის თავმჯდომარე ქალბატონი ლალი მოროშკინაა, წევრები: პირველი ”მისტერ ვალენტინი” და მოდელი - გიორგი ნაზღაიძე, ”თბილისი ლაივის” პროდიუსერი ალინა არველაძე, ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე, დიზაინერი ირაკლი რუსაძე, ტელეწამყვანი მარინა სალუქვაძე, ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე. კონკურსანტები ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე ”დიზელის” ახალ კოლექციას წარმოადგენენ, კონკურსის მსვლელობის დროს გათვალისწინებულია შოუ პროგრამა, კონკურსის შემდგომ კი დიჯეი განაგრძობს საღამოს. პირველი ადგილისთვის პრიზები დააწესეს კომპანიებმა: ”ინტერკონტინენტალი”, ”დიზელი”, ”საფილო”, ”პიერ კარდენი”, ”ლუტეცია”, ”პრაიმფიტნესი”, სალონი ”ფიქსი”, მათ გარეგნობაზე უკვე ზრუნავს ”ერგოლაინი”.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48