რა ღირს სილამაზეზე ზრუნვა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რა ღირს სილამაზეზე ზრუნვა
ნანახია: 1101

რა ღირს სილამაზეზე ზრუნვაბოლო დროს თბილისში სილამაზის ცენტრების, სპა სალონების, ესთეტიკური კლინიკების და სხვა გამაჯანსაღებელი ცენტრების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა. ჩვენი ქალბატონები და მამაკაცებიც თანდათან იმაზე უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლას, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. სწორედ ამან განაპირობა სილამაზის ცენტრების სიმრავლეც. სხეულის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის რა მომსახურეობას და რა ფასებში გვთავაზობენ თბილისის სილამაზის ცენტრები, ამ ინფორმაციის მისაღებად გაზეთი "ბანკები და ფინანსები" რამდენიმე ცნობილ სილამაზის ცენტრს ეწვია.


IciParis

ცნობილ პარფიუმერულ მაღაზია IciParis, გარდა პარფიუმერიის მაღაზიებისა, ორი სილამაზის ცენტრი და ერთი სილამაზის აკადემია აქვს.
IciParis- სილამაზის აკადემიაში თმის მოვლის, ვარცხნილობების, მანიკურის და პედიკურის, კოსმეტოლოგიის და, რა თქმა უნდა, მაკიაჟის სწავლება მიმდინარეობს. აკადემიის რექტორია ანუკა მურვანიძე. აკადემიაში, ასევე, ფუნქციონირებს VIP შერვიცე, ანუ აქ იგივე პროცედურები ტარდება კლიენტებისთვის, რაც დანარჩენ ორ სალონში.
IciParis სილამაზის ცენტრებში არის სამი ბრენდული კოსმეტოლოგიური კაბინეტი: Sisley-ს; Jean Piaubert-ისა და Decleor-ის სახელობითი კაბინეტები, სადაც ტარდება სახისა და სხეულის მოვლის ყველანაირი პროცედურა. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ კანის დიაგნოსტიკის აპარატით და უმაღლესი ხარისხის ფიტო და ელექტრო ეპილაციის მომსახურეობით.
IciParis სილამაზის ცენტრებში ხდება, ასევე, თმის დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, მოვლის საშუალებების შერჩევა. ცენტში თმის პროფესიონალური და სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანია, როგორიცაა: Rene Furterer; Kloran; Sisley; Lazartigue; Lakme; Ducastel- ის პროდუქცია.
აბაშიძის 24 ნომერში მდებარე IciParis-ს სილამაზის სალონში არის SPA ცენტრი, სადაც შეგიძლიათ სხეულის გამკვრივება და კორექცია LPG აპარატით, თალასოთერაპიითა და ჰიდრომასაჟით. IciParis- ში ორსულებისთვის სიახლეა - მათ შეუძლიათ ფრანგული ბრენდ Lazartigue-ს უამიაკო საღებავებით თმის შეღებვა, რომელიც სპეციალურად მათთვის არის განკუთვნილი.


Radisson Blu Tbilisi- ს "ანე სიმონეს" სპა სალონი

"ანე სიმონეს" სპა არის სამოთხე, სადაც თავმოყრილია სიმშვიდე, ფუფუნება, რელაქსაცია და სიჯანსაღე. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საუკეთესო პროცედურებით. "ანე სიმონეს" პროცედურები არომატული ზეთებით, მინერალებითა და წყალმცენარეების ინგრედიენტებით კეთდება. თითოეული პროცედურა უნიკალური საშუალებაა ტანისა და კანის მოვლისთვის. "ანე სიმონეს" პროცედურები ფოკუსირებულია მაქსიმალურ კომფორტსა და აბსოლუტურ სიჯანსაღეზე.
საწევრო ბარათებისა და პროცედურების ფასი მოიცავს: გამოსაცვლელ ოთახს, აუზის სარელაქსაციო არეს, საცურაო აუზს "ინფინიტი", რომელიც გადაჰყურებს ქალაქს, სპა ოქსიჯენ ბარს (ლანჩისთვის) მინის ფინურ საუნას, არომა ორთქლის საუნას, სარელაქსაციო ოთახს შესანიშნავი ხედით, სოლარიუმს, ფიტნეს ცენტრს პერსონალური ინსტრუქტორით, სარელაქსაციო კაფსულას, არის ასევე მასაჟის ოთახები წყვილებისთვის. "ანე სიმონეს" სპა სალონში მრავალფეროვანი მასაჟით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
პროცედურები თქვენი კანის ტიპის გამოკვლევაზე დაფუძნებით კეთდება. გამოკვლევის შემდეგ ირჩევა სასურველი პროცედურა, რომელიც სხვადასხვა ტიპის შრატების, ნიღბებისა და არომატული კომპლექსების ერთმანეთში შერევის გზით კეთდება. კანის კონსულტაციაზე დაყრდნობით თქვენი თერაპევტი
შემოგთავაზებთ შემდეგ პროცედურებს: სახის დამატენიანებელი ფიტოარომატული პროცედურა, სახის დამჭიმავი პროცედურა, სახის სწრაფი ფიტოარომატული გაწმენდა, თვალისა და კანის გამაჯანსაღებელი პროცედურა. დეკოლტეს პროცედურას, თავის ქალის დამამშვიდებელ და სხვ. პროცედურებს. აქ, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ წყვილის მასაჟით, რომელიც საუკეთესო არჩევანია წყვილისთვის.
თუ გნებავთ ისარგებლოთ გადახვევების პროცედურით, კონსულტაციის შემდეგ თერაპევტი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის ზეთის სკრაბით და "ანე სიმონეს" ინდივიდუალური დამატენიანებელი ტანის სკრაბით პროცედურებს, რომელსაც თან ახლავს თავის ქალის მასაჟი.
"ანე სიმონეს" სპა დამამშვიდებელ თერაპიას სთავაზობს ფეხმძიმეებსაც. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მკლავის, ხელისა და ფრჩხილის დამარბილებელი პროცედურით, ბიო ეპილაციით. მოკლედ აქ ყველაფერია დასვენების, გაჯანსაღების და გალამაზებისთვის.
გირჩევთ, რომ შეიხედოთ "ანე სიმონეს" სამყაროში, იქ, სადაც დრო კარს მიღმა რჩება და იწყება დაუვიწყარი მოგზაურობა სიამოვნებისკენ. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სპა პაკეტი და გაატარეთ ერთი დღე სპაში. ყველა სპა პაკეტი მოიცავს სპაში შესვლას, პირსახოცსა და ხალათს. თუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 1 საათიან მასაჟს დაჯავშნით და ეს მასაჟი 5 საათამდე იქნება დაჯავშნილი, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ მიიყვანოთ მეგობარი და მანაც გამოიყენოს თქვენთან ერთად სპა ცენტრი. მხოლოდ სპა ცენტრში შესვლა 80 ლარი ღირს. 1 საათიდან 5 საათამდე საწევრო ბარათებისა და პროცედურების ფასი ასეთია: 1 საათიანი 160 ლარი, 2 საათიანი 210 ლარი, 3 სთ-იანი 290 ლარი, 4 სათიანი 395, 5 საათიანი კი 440 ლარი ღირს. ეს ყველაფერი დღგ-ს გარეშე, რომელიც დამატებით 18%-ია. სპა ცენტრს ვალენტინობასთან დაკავშირებით აქცია აქვს, სადაც შეღავათიანი ფასებით შეუძლიათ ისარგებლონ წყვილებმა.
"ანე სიმონეს" სპა სალონი სასაჩუქრე ბარათებსაც გთავაზობთ, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი გარემოებისთვის. ვაუჩერის შეკვეთა ტელეფონითაცაა შესაძლებელი.


franck PROVOST


სილამაზის სალონ franck PROVOSTთ-ში როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის სტილისტური და კოსმეტოლოგიური მომსახურებით. როგორიცაა: თმის შეჭრა-დავარცხნა, რომლის ფასიც 52 ლარია, თმის შეღებვა 65-125 ლარი ღირს, მელირება 99-139 ლარამდე დაგიჯდებათ, KERASTASE-ის თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები კი 35-50 ლარი. აქვე შეგიძლიათ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურის ჩატარება: CELL SHOCK "ლიფთინგ" პროცედურა - 90 ლარი, CELL SHOCK კანის აღდგენა, ჟანგბადით გამდიდრების პროცედურა- 105 ლარი, FORCE VITALE კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ფასი 90 ლარია, ხოლო FORCE VITALE ალპების ჯადოსნური ძალა სახის კანის პროცედურა 65 ლარი, ULთIMAთE ღADIANჩE კანის ახალგაზრდული ბრწყინვალება- პროცედურა 90 ლარი ღირს, AGELESS PURITY ცხიმიანი კანის სამკურნალო, მატენიანებელი პროცედურა, ANTI-REDNESS კანის დამაწყნარებელი, სიწითლის საწინააღმდეგო პროცედურა, AGELESS WHITE კანის გამაღიავებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ფასები სალონ ფრანცკ PROVOST-ში 65 ლარს შეადგენს. აქ, სახის ნიღბები და მასაჟი კი 45 ლარი დაგიჯდებათ. წარბების კორექციის ფასი 10 ლარია, ჩვეულებრივი მაკიაჟის 34- 40 ლარი, საქორწილო მაკიაჟის კი 65 ლარია. ბიო ეპილაციის ფასი 9 ლარიდან 35 ლარამდე იმის მიხედვით იზრდება, თუ სხეულის რა ნაწილს გაიკეთებთ.
რაც შეეხება თმის მოვლის საშუალებებს სალონში, ისეთი ცნობილი ბრენდის პროდუქცია არის გამოყენებული, როგორიცაა FRANCK PROVOST, KERASTASE-ი და L’OREAL PROFESSIONEL- ი. სალონში ამავე პროდუქციით ტარდება თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სხვადასხვა პროცედურები.
კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის შვეიცარიული პარასამედიცინო პროდუქცია SWISS LINE-ია გამოყენებული.
მანიკურის, პედიკურის, ხელის ან ფეხის პროცედურებისთვის კი OPI-ის პროდუქცია.
მომხმარებელს ასევე შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის სალონში შეძენა.
წელიწადში ორჯერ ბრენდი ფრანცკ PROVOST მომხმარებელს ვარცხნილობის ახალ კოლექციებს სთავაზობს. კოლექციები იქმნება პარიზში franck PROVOST-ს გუნდის მიერ.
რაც შეეხება მარკეტინგულ აქციებს, ამჟამად სალონში საქორწილო პაკეტზე 20 %-იანი ფასდაკლებაა. პაკეტი მოიცავს, მინიმუმ, 4 მომსახურებას: საქორწილო ვარცხნილობას, საქორწილო მაკიაჟს, დანარჩენ მომსახურებებს ირჩევს მომხმარებელი.
ასევე, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, franck PROVOST-ის მომხმარებელს შეუძლია 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს ნებისმიერ მომსახურებაზე.


BODI IMAGE

ბოლო წლებში მსოფლიო სპა–მანიამ მოიცვა. თუმცა, რა გასაკვირია? სპა ხომ ჯანმრთელობის, სილამაზის და სასიცოცხლო ენერგიის დაუშრეტელი წყაროა. ერთი სიტყვით, სხეულისთვისაც და სულისთვისაც ნამდვილი ნეტარებაა.
ამ სიამოვნებაზე უარის თქმა, ცოტა არ იყოს, ძნელია. ამიტომაც, სპა-სალონები ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.
ესთეტიკის ცენტრ BODI IMAGE –ს თუ ეწვევით, წყლის ტრადიციულ პროცედურებთან ერთად უთუოდ შემოგთავაზებენ სხვადასხვა სახის მასაჟს, რელაქსაციას, კოსმეტიკურ პროცედურებს და ა შ. აქ მასაჟების ფასი 35 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. BODI IMAGE –ში შეგიძლიათ ისარგებლოთ აპარატურული კოსმეტოლოგიის, ასევე ბიო ეპილაციის, თმის სალონის, მანიკური პედიკურის მომსახურეობებითაც.
BODI IMAGE –ში, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, სოლარიუმით სარგებლობის ფასი წუთში 2ლარია, 100 წუთიანი აბონემენტი კი 150ლარი ღირს. აქვე შეგიძლიათ გაიკეთოთ ბოტოქსი, კონტურული პლასტიკა და ტატუც.


"ესთეტიკ სერვისი"

ლაზერული ეპილაცია, გაახალგაზრდავება ლაზერით, კანის მკურნალობა, ლაზერით, ნაოჭების კორექცია, ჰიპერგიდროზი, ცელულიტის მკურნალობა,
მეზოთერაპია, კონტურული მაკიაჟი, ტუჩის კორექცია, სახის გაწმენდა, მასაჟი, პილინგი, ბოტოქსი - ყველა ამ პროცედურის გაკეთება "ესთეტიკ სერვისში" შეგიძლიათ, რომელიც კოსტავას 67 ნომერში მდებარეობს.
აქ ჭარბთმიანობისგან განკურნება მსოფლიოში "ოქროს სტანდარტად" აღიარებული დერმატოლოგიური დანიშნულების 2010 წლის უახლესი ტიპის ალექსანდრიტის ლაზერის აპარატით ხდება.
პროცედურები ტარდება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე (ფეხები, ხელები, სახე, მკერდი, იღლია, ბიკინის ზონა) და ნებისმიერი ფერის კანზე (გარუჯულ კანზეც კი). არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო, არ ტოვებს კვალს (ნაწიბურს, ლაქას ან სისხლჩაქცევას), არ ირღვევა კანის მთლიანობა.
GENTLE YAG ლაზერის თანამედროვე აპარატით შესაძლებელია:
მოდუნებული კანის მკურნალობა, კანის დაჭიმვა – ლიფტინგი, წვრილი ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფორების შევიწროვება და
სტრიების მოშორებაც.
დღეისათვის კლინიკა "ესთეტიკ სერვისი' აგრძელებს საჩუქრების აქციას და მომხმარებელს 100 ლარის ღირებულების, ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, ზედა ტუჩის ლაზერული ეპილაციას ჩუქნის.
მათთვის, ვინც ჯერ არ არის კლინიკის პაციენტი, აქ განსაკუთრებული შემოთავაზება აქვთ. თუ ჩაეწერებით კლინიკაში, ზედა ტუჩის ლაზერულ ეპილაციის მეხუთე პროცედურას უფასოდ გაგიკეთებენ.

მოამზადა ადა ექიზაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48