რატომ ღირს საწვავი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რატომ ღირს საწვავი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში
ნანახია: 597

რატომ ღირს საწვავი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში როგორია ფასების ზრდის დინამიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და რამდენად მსგავსია საწვავის ბაზარზე არსებული პროცესები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? ამის გასარკვევად ინფორმაცია რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის რამდენიმე მოქალაქის გამოკითხვის შედეგად მომზადდა.
მათი თქმით, საწვავის გაძვირება მათ ქვეყნებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მაგალითად, როგორც უკრაინიდან გვაცნობეს, ნოემბრის შემდეგ ბენზინის ფასმა საცალო ქსელში 6%-ით მოიმატა და 95 ტიპის საწვავი იქ ახლა 8,61 გრივნა ღირს, რაც ლარის დღევანდელი კურსით დაახლოებით 1,95 ლარია. А-92 საწვავის ღირებულება 8.2 გრივნაა (1,85 ლარი).
გასათვალისწინებელია, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ნავთობმომპოვებელი ქარხნები არსებობს, რაც საწვავის ღირებულებას ამცირებს.
ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, რომ არა ეს ქარხნები, აღნიშნული ტიპის საწვავი დღეს 10 გრივნა - (2,6 ლარამდე) ეღირებოდა.
რუსეთში A95 ტიპის ბენზინი 27 რუბლი, ანუ 1,65 ლარი ღირს, ნოემბერში კი კის 25 რუბლი ღირდა.
რაც შეეხება სომხეთს: აქ ასევე ბევრი პროტესტი ისმის ბენზინის გაძვირების გამო.
ამჟამად რესპუბლიკაში ?რემიუმის ტიპის ბენზინი 420 დრამი, ანუ ლარზე დაანგარიშებით 2,05 ლარი ღირს, ?ეგულარი კი 1,71 ლარი ღირს. როგორც ადგილობრივი სომეხი ჟურნალისტები გვატყობინებენ, ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში ბენზინი 20%-ით გაძვირდა.
საქართველოს მსგავსად, ბენზინის გაძვირებას სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა აქციით აპროტესტებენ მოლდოვაში. მაგალითად, იანვარში მძღოლებმა პროტესტი შემდეგი ფორმით გამოხატეს: ავტოგასამართ სადგურებში თითოეული მათგანი ორ ლიტრ ბენზინს ყიდულობდნენ, საფასურს კი ხურდით იხდიდნენ.
ამჟამად მოლდოვას საცალო ბაზარზე ერთი ლიტრი А95 ტიპის ბენზინი ლარზე დაანგარიშებით, 2,15 ლარი ღირს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორების ადგილობრივი ასოციაცია წელს ბენზინის 5%-იან გაძვირებას საერთაშორისო ფასების ზრდით და ნაციონალური ვალუტის დევალვაციით ხსნის.
ფასების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოშიც არსებობს. ?როტესტი საწვავის ქართულ ფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას წერილობით მიმართავს და მას, როგორც კონკურენტული ბაზრის გარანტს, საკითხის სამთავრობო დონეზე დაყენებას სთხოვს.
?ვენი დათვლებით, დღეისათვის 1 ლიტრი A92 ტიპის ბენზინის საცალო ქსელში გასაყიდი ფასი უნდა იყოს 1.67 ლარი, ნაცვლად 2.02 2.05 ლარისა. საწვავის ფასი არ არის მხოლოდ ავტომფლობელების პრობლემა, იგი ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასწარმოქმნას განსაზღვრავს, განმარტავენ მოძრაობის წარმომადგენლები და აქციების გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ.
ნავთობ-იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საპროტესტო აქციების საფუძველს ვერ ხედავს. მისი თქმით, ნავთობ-კომპანიების მოგება ისეთი დიდი არაა, როგორც ამას პროტესტანტები ამტკიცებენ და არის შემთხვევები, როდესაც, გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, მათ წაგებაზეც კი უწევთ მუშაობა.
რაც შეეხება ქართული ფასების შედარებას დსთ-ს სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან, მთვრალაშვილს არც ეს მიაჩნია გამართლებულად, რადგან, მისი თქმით, თითოეულ ქვეყანაში ფასწარმოქმნას სხვადასხვა სპეციფიური ფაქტორი განაპირობებს.
აცხადებენ, რომ 2008 წლის ზაფხულში ნავთობის მსოფლიო ფასი 140 დოლარი იყო, ახლა 100 დოლარია და ჩვენთან კი საწვავის ფასი იდენტურია. მაგრამ თუ ინფლაციის ახლანდელ დონეს გავითვალისწინებთ, ფასები იდენტური გამოდის. დსთ-ს ქვეყნებში საცალო ქსელში ფასები თითქმის იდენტურია, თუმცა მათი წარმოქმნა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, უკრაინაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არსებობს, სომხეთი კი ნავთობს რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს და ფასებიც განსხვავებულია. თითქმის ჩვენს დონეზეა მოლდოვა... ვფიქრობ, ასეთი შედარება ზედაპირულია და იგი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, - აცხადებს მთვრალაშვილი.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48