მცირე ბიზნესის ტერორი გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მცირე ბიზნესის ტერორი გრძელდება
ნანახია: 603

მცირე ბიზნესის ტერორი გრძელდება "ახალი ეკონომიკური კურსი ძველისგან არაფრით განსხვავდება - მცირე ბიზნესის ჩაგვრა მსხვილი ბიზნესის სასარგებლოდ"

მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა და მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და კონტრაბანდის წინააღმდეგაა მიმართული.
"საბაჟო წესების დარღვევით ბაზარზე შემოტანილი პროდუქცია ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას ზიანს აყენებს, რაც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კატეგორიულ და მკაცრ შეფასებებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმად, საბაჟოებიდან ვაჭრობისთვის არაორგანიზებული გზით საქონლის შემოტანა აიკრძალება. კერძოდ, აიკრძალება ეკონომიკური საქმიანობისთვის საქონლის ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანა~, - განმარტა კემულარიამ და იქვე აღნიშნა, რომ სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით.
კემულარიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსის შესაბამისად მიიღეს, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ბიზნესისთვის სწორედ ასეთი ტიპის ადმინისტრირების შეთავაზება წარმოადგენს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრების და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია. აღნიშნული ადმინისტრირება კი ბიზნესს არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან დაიცავს. იგი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ყველა გადამხდელი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.
მთავრობის მიერ კონტრაბანდასთან ბრძოლის არგუმენტს ექსპერტები არადამაჯერებლად მიიჩნევენ. "ეს არ არის კონტრაბანდასთან ბრძოლის ერთადერთი გზა. კანონმდებლობით უნდა გაიმიჯნოს პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი საქონელი და სარეალიზაციოდ შემოტანილი საქონელი, რომელიც დაიბეგრება და ხელით შემოტანილი სარელიზაციო საქონელიც ამ დაბეგვრას დაექვემდებარება", - აცხადებს დავით ნარმანია.
იგივე პოზიცია გააჩნია ეკონომიკის ექსპერტს ნოდარ ხადურს. მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში კონტრაბანდა თითქმის არ არსებობს, მითუმეტეს, იმ მასშტაბით, რომ მან ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემა შეუქმნას. ”კონტროლი ათი წლის წინ იყო, ახლა კი ფინანსთა სამინისტროს ისეთი ტექნიკური საშუალებები გააჩნია, რომ საბაჟოზე არალეგალური გზით საქონლის გადმოტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია”, - აცხადებს ხადური.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ გადაწყვეტს, პროდუქცია განკუთვნილია თუ არა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მებაჟის პრეროგატივა იქნება, ჩათვლის თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელს ვაჭრობისთვის განკუთვნილ პროდუქციად.
ეკონომიკის ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახდინოს მებაჟემ იმის გარჩევა, შემოტანილი ბარგი პირადია თუ რეალიზაციის მიზნით შემოტანილი. შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი ცხაკაიას განმარტებით, მებაჟისთვის მარტივია განსაზღვროს, რომელი საქონელია განსაბაჟებელი და რომელი არა. მისი თქმით, მოვაჭრეები გადასახადის გადამხდელად არიან დარეგისტრირებულნი და ამასთან, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი პირადი მოხმარებისთვის არავის შემოაქვს.
ეკონომიკის ექსპერტები ცხაკაიას განმარტებას არადამაჯერებლად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მრავალ გაუგებრობას გამოიწვევს.
`საზღვარზე ერთმანეთისგან როგორ გავარჩიოთ პირადი მოხმარებისა და სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი. შესაძლოა, მებაჟის სუბიექტური მიდგომებიდან გამომდინარე, ადამიანს პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი საქონელი, ან ჩამოართვან, ან უარი უთხრან მის შემოტანაზე, ვინაიდან მებაჟემ ეს ასე ჩათვალა. ამასთან, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ძალიან მარტივად შეიძლება, რომ სწორედ პირადი მოხმარებისთვის შემოიტანო. მაგალითად, თუ ჩამოგაქვს ოჯახის რამდენიმე წევრისთვის. ამას შეიძლება საჩუქრად ჩამოტანილიც დაემატოს და, საერთო ჯამში, როგორ გავარკვიოთ, რისთვის ჩამოაქვს? ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მებაჟეს გაცილებით დიდი უფლებები აქვს, ვიდრე რიგით მოქალაქეს, რომელიც გადასახდელის გადამხდელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხული მომენტები ნამდვილად იქნება~, - აცხადებს ექსპერტი დავით ნარმანია.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩება. ამასთან, გაძვირდება ის პროდუქცია, რომელიც ახალი წესებით შემოვა, რადგანაც გაძვირდება ამ საქონლის ტრანსპორტირება. ამას კი ის ფაქტორიც დაემატება, რომ შემცირდება შემომტანთა რაოდენობა, რადგან ძალიან ბევრი სატვირთო ტრანსპორტით შემოტანას ვერ მოახერხებს.
”რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან დღეს საქართველოში გარკვეული კატეგორიის საქონელი ხელით შემოდის, რომელიც შემდეგ საცალო ვაჭრობაში ხვდება. რაც მთავარია, ამ ტიპის ღონისძიებებს, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ადამიანები მიმართავენ, ან შედარებით ღარიბი ფენა და გამოდის, რომ მათ ეს სამუშაოც უნდა დაკარგონ. ამის გამო, გაძვირდება ის საქონელი, რაც საბოლოოდ ტრაილერებით შემოვა”, - განმარტავს ნარმანია.
ნოდარ ხადურის თქმით, ახალი წესის შემოღება, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ შემცირდეს დაუბეგრავი საქონლის ბაზარზე მოხვედრის წილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ამ საქონლის გაძვირებას გამოიწვევს.
აღნიშნული ცვლილებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილიც, - `ახალი ეკონომიკური კურსი ძველისგან არაფრით განსხვავდება - მცირე ბიზნესის ჩაგვრა მსხვილი ბიზნესის სასარგებლოდ კვლავ გრძელდება. ვის შემოჰქონდათ ხელით ან ავტომობილებით სარეალიზაციო საქონელი? მცირე და საშუალო მეწარმეებს, ეს ცვლილება კი სწორედ მათ შეუქმნით პრობლემებს და გაუძვირებს პროდუქციის ფასს. ეს ნაბიჯი არათანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს მცირე მეწარმეებს მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში~.
ეკონომიკის ექსპერტები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ხელისუფლება მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებს საზოგადოებას მხოლოდ ერთი დღით ადრე აცნობს, რაც, მათი თქმით, მიუღებელია.
”ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მსგავს სიახლეებს საზოგადოებას წინა დღით აცნობს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად, თურქეთში არიან გადასული და ხვალ ბრუნდებიან? მათ საზღვარზე უკვე ახალი კანონი დახვდებათ და საქონლის სატვირთო მანქანებში გადატვირთვა მოუწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულის გამო, მოვაჭრეები საქონელზე ფასს გაზრდიან”, - აცხადებს ხადური.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48