"არამიანციც" რუსებს მიჰყიდეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "არამიანციც" რუსებს მიჰყიდეს
ნანახია: 713

"არამიანციც" რუსებს მიჰყიდეს Amtel-Properties იური ლუჟკოვის პარტნიორი კომპანიაა

დანიელ გუფთა - ახალი სახე ქართულ სამედიცინო ბიზნესში, წარმოშობით ინდუსი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 28 წლის უცხოეთის მოქალაქემ, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო აუქციონზე, ზოგადი თერაპიის კლინიკაში 330 000 ლარი გადაიხადა, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში - 740 000 ლარი, ხოლო თვალის სნეულებათა კლინიკა - "მზერაში" - 500 000 ლარი. გუფთამ შეიძინა გინეკოლოგიური კლინიკაც.
აუქციონში ზოგიერთი კლინიკის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 350 ათას ლარად შეფასებული გინეკოლოგიური კლინიკის შეძენა თანამშრომლებმა ვერ შეძლეს, გუფთამ 2-ჯერ მეტი - 820 ათასი გადაიხადა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ ეკონომიკის სამინისტრომ საშუალება არ მისცა აღნიშნული კლინიკა შეესყიდათ. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი კრედიტის აღებას და გინეკოლოგიური კლინიკის შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
აუქციონის პირობების მიხედვით კლინიკებს პროფილი შეუნარჩუნდება. პრივატიზების საკითხებში სამინისტროს პრესსპიკერის გიორგი კალანდაძის განცხადებით, საპრივატიზაციო პირობებიდან გამომდინარე, თბილისში დანიელ გუფთას მიერ შეძენილ ოთხივე კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. ჩამოყალიბდება ჰოლდინგი მათ სამართავად, რომლის მენეჯმენტსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამედიცინო კომპანია განახორციელებს.
ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელს ამის იმედი აქვს. თუმცა, ამის არ სჯერათ `თორაკო-აბდომინალური კლინიკაში~, რომელიც აუქციონზე 8 თებერვალს გავა.
"ჩვენ ვაპირებდით კლინიკის შეძენას, თუმცა ახალი აუდიტით მისმა ფასმა 1 მლნ 400 ათასი შეადგინა, ამ თანხას ჩვენ ვერ შევწვდებით, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ვუთხარით, როგორც უნდოდათ ისე მოქცეულიყვნენ. ჩვენ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, მათ ამის ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს", - განაცხადა "თორაკო-აბდომინალური კლინიკის" ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ.
შემდეგი აუქციონი 8 თებერვალს ჩატარდება და გამოტანილი იქნება "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე კიდევ სამი კლინიკა: "თორაკო-აბდომინალური კლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 2 მილიონი ლარი; სს "თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის" 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 850 ათასი ლარი და ანესთეზიოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 50 ათასი ლარი.
დანიელ გუფთა კლინიკებში მხოლოდ ერთხელ ნახეს, როდესაც ბიზნესმენმა შეძენილი ქონება დაათვალიერა. მასთან შეხვედრის პატივი მხოლოდ კლინიკის თანამშრომელთა ნაწილს ერგო.
უცხოელმა ინვესტორმა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც პრივატიზების საკითხებში სამინისტროს პრესსპიკერმა გიორგი კალანდაძემ განაცხადა, დანიელ გუფთა წარმოადგენს კომპანია Amtel-Properties. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას სინგაპურის, ინდოეთის, გაერთიანებული სამეფოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების უძრავ ქონებაში.
რომელი ქვეყნის ინვესტორია დანიელ გუფთა, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში არ საუბრობენ.
თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გუფთა მართლაც კომპანია Amtel-Properties -ის დირექტორია. აღნიშნული კომპანიის საიტზე კი მის მისამართად ქალაქი მოსკოვი სახელდება. კომპანიის საიტზე განთავსებული ცნობის მიხედვით, Amtel-Properties -ი 2005 წელსაა დაფუძნებული და სხვადასხვა ობიექტის მშენებლობითაა დაკავებული. კომპანია ფლობს და მართავს ბიზნეს-ცენტრებს, სასაწყობე კომპლექსებსა და სასტუმროებს, რომელთა საერთო ფართი 200 ათასი კვადრატული მეტრია. ამასთან, Amtel-Properties -ი თანამშრომლობს მსოფლიოს აპარტ-ოტელების წამყვან ოპერატორებთან. რაც შეეხება ჯანდაცვის ობიექტების მართვას, მსგავსი გამოცდილების შესახებ ცნობები არ არსებობს.
კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია მისი 4 ბიზნეს-პარტნიორის შესახებ, საგულისხმოა, რომ 4-იდან სამი რუსულია, ხოლო მეოთხე City Developments Limited ოფშორშია დარეგისტრირებული. Amtel-Properties -ის ყველაზე ცნობილი პარტნიორი СИАС-ი რუსულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ანდრეი სმირნოვიოს დაფუძნებულია და მოსკოვში საკმაოდ ცნობილი პროექტების შემსრულებელია. БКН - Девелопмент 2007 წელს რუსეთში დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა, მისი სათაო ოფისი სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. კიდევ უფრო საინტერესოა The ascott limited-ი, რომელიც რუსულ პრესაში იური ლუშკოვის სახელთან ასოცირდება.
მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებისა, რომ გუფთამ საქართველოში ინდური ინვესტიცია შემოიტანა, აშკარაა, რომ Amtel-Properties -ი რუსული კომპანიაა. Amtel-Properties -ის აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ სუპრუნოვია, ხოლო ფინანსური დირექტორი ლეონიდ პარნასია. ორივე ეს პიროვნება რუსეთის მოქალაქეა, ისევე როგორც დანიელ გუფთა, ერთადერთი არარუსული ამ კომპანიაში სუხირ და დანიელ გუფთების ინდური წარმომავლობაა.
საგულისხმოა, რომ Amtel-Properties -ს პროექტები პოსტსაბჭოთა სივრცეში მრავლად აქვს, ამ პროექტებზე საუბრისას რუსული პრესაში ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება, რომ Amtel-Properties -ი რუსული კომპანიაა.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48