"საქართველოს ლატარიის კომპანია" მთლიანად სათამაშო ბიზნესს ეუფლება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "საქართველოს ლატარიის კომპანია" მთლიანად სათამაშო ბიზნესს ეუფლება
ნანახია: 1128

"საქართველოს ლატარიის კომპანია" მთლიანად სათამაშო ბიზნესს ეუფლება 2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად შეუწყდა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონის~ ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია უნდა გამხდარიყო. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით მიენიჭა, ფინანსთა სამინისტრომ აარჩია. ტენდერში, ერთი თვის შექმნილმა შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ~ გაიმარჯვა.
და სწორედ იმ დღიდან, მთავრობა კეზერაშვილის ბიზნესს პრერიოდულად ამაგრებს და ზურგს უმყარებს ახალახალი საკანონმდებლო ინიციატივებით. ჯერ იყო და 10 წლიანი ექსკლუზიურ უფლება მიანიჭა ტენდერით, რომელშიც მას ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა. შემდეგ `ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანა გადაწყდა, რომელიც ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნას ისახავდა მიზნად. საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლოა შევიდნენ "სხვა პირებიც", ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოითქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა სურთ.
ბოლო დროს, სათამაშო ბიზნესის რეგულირების კუთხით, ორი საყურადღებო ცვლილების ინიცირება მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე ცვლილება ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეზღუდვისკენ არის მიმართული. ელემენტარული ანალიზითაც ცხადი ხდება, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანია~ მალე მთელს სათამაშო ბიზნესში ისე თამამად გაშლის ფრთებს, როგორც ეს დღეს ამ ბიზნესის ერთ-ერთ სეგმენტში ხდება.
ერთ-ერთი ინიციატივა ლატარიის ბიზნესში ჩართვისთვის წინასწარ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას, მთავრობა იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელისუფლება კომპანიის ფინანსურ სანდოობაში უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ასეთი ნებართვა გასცეს.
მოქმედი კანონმდებლობით, ამ თამაშების მოწყობისთვის ნებართვის ასაღებად კომპანია მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტო კი განიხილავს ამ საბუთებს და გასცემს ან, არ გასცემს ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ კი პირი ვალდებულია, გადაიხადოს 10 ათასი ლარი აღნიშნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის. კანონპროექტის თანახმად, ამ თანხის გადახდა წინასწარ იქნება საჭირო. უარის შემთხვევაში პირს აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
"ეს არ არის დამატებითი გადასახადი და საგადასახადო ტვირთი. ეს არის გამარჯვებულის მიერ გარანტია იმისა, რომ იგი რეალურად არის საქმის გამკეთებელი", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო ბიზნესი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ერთი ადამიანის გამო დანარჩენებს ყელში უჭერდნენ. "ეს ყველაფერი კეზერაშვილისთვის კეთდება. მთელი ეს ბიზნესი მას აქვს ხელში ჩაგდებული და მთლიანად იგი აკონტროლებს ამ სფეროს, ახლა კი, როგორც ჩანს, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ. წინასწარ ამხელა თანხის გადახდას რომ სთხოვენ, ეს იმას ნიშნავს, ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში ცხვირი არ ჩაყონ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
რამდენიმე დღის წინ, სათამაშო ბიზნესში კიდევ ერთი რეგულაციის შესახებ გახდა ცნობილი. ბოლო ინიციატივა აზარტული თამაშების მომწყობებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ახალი ვალდებულებები ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას უკავშირდება.
კერძოდ, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, ჰქონდეს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. ამას გარდა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640 X 480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536A) უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, ვიდეოთვალთვალის აპარატურას ISO სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
აზარტული თამაშების მოწყობის ადგილის გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა - იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, თითო ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ასევე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით უნდა დამონტაჟდეს. ხოლო დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომა. ვიდეომეთვალწყურეობის სისტემის დამინტაჟებასთან დაკავშირებით მეპატრონესთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შესაბამისი აქტიც გაფორმდება.
როგორც ვხედავთ, სათამაშო ბიზნესის კეთება სულ უფრო შეუძლებელი ხდება, სლოტკლუბებისა და ტოტალიზატორების მფლობელები, ამ ინიციატივების შესახებ საუბარს გაურბიან. ბუნებრივია, ისინი ზარ-ზეიმით არ შეხვდებიან ბიზნესაქმიანობის გართულებას, მაგრამ უკმაყოფილების ოფიციალურად გამოხატვის შემთხვევაში, კარგად იციან, რომ ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გაურთულდებათ.
ქვეყანაში, სადაც თვალთვალი აფთიაქებშიც კანონდება, აზარტული თამაშობების მოსაწყობ ადგილებზე ვიდეოკამერების დამონტაჟება არავის გაუკვირდება. თუმცა, ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად ბიზნესის კეთების სიიოლით მსოფლიოში მიწინავე ადგილს იკავებს, ბიზნესსაქმიანობის ასე გართულება, ნამდვილად გასაკვირია.
სათამაშო ბიზნესში რეგულაციების დაკანონება აუცილებლად გამოიწვევს ამ ბიზნესის გამსხვილებას. რაც, თავისთავად, გულისხმობს ბაზრიდან მრავალი მოთამაშის გაგდებას, ამასთან ისიც ცხადი ხდება, რომ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველაზე კარგად `საქართველოს ლატარიის კომპანიას~ შეუძლია.
ამ ყველაფერს საეჭვოდ ემთხვევა გახშირებული ფაქტები, როდესაც სხვა სათამაშო კლუბები მოთამაშეებს მოგებულს ვერ ან არ უხდიან, ამ დროს კი `ლატარიის კომპანიის~ ჯეკპოტის მომგები ქალბატონი ლამის ეროვნულ გმირად შერაცხეს. თუ, ბიზნესის ერთ სეგმენტში უკვე მოხდა ექსკლუზიური უფლებების გაყიდვა, ადვილი შესაძლებელია, რომ სხვა სეგმენტებიც ასე ექსკლუზიურად გაიყიდოს. და ვინ იქნება ყველაზე გამოცდილი და წარმატებული, ვინც სათამაშო ბიზნესის სრულად მართვას შეძლებს, რა თქმა უნდა `საქართველოს ლატარიის კომპანია~. მერე რა, რომ ეს კომპანია მონოპოლისტია?!


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48