
"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი", "რომპეტროლ საქართველო", "ლუკოილ ჯორჯია", "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" - 2010 წლის წარმატებული ნავთობკომპანიები
"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა" ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში 2010 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაციები გამოავლინა.
I ადგილზე "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" სახელმწიფო ბიუჯეტში 150 000 000 მილიონი ლარის შეტანისთვის დასახელდა. II ადგილი "რომპეტროლ საქართველომ" დაიკავა ბიუჯეტში 78 346 073 ლარის გადახდისთვის, ხოლო III ადგილი "ლუკოილ ჯორჯიას" ერგო სახელმწიფო ბიუჯეტში 69 501 165 ლარის შტანისთვის.
ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილ გადამხდელ კომპანიათ ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორი კომპანია GT GROUP 2 582 294 ლარის გადახდისათვის დასახელდა.
დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოვლინეს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ნავთობკომპანიები:
ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" დასახელდა (2 436 პირი დასაქმებული).
ნავთობკომპანია, რომელმაც 2010 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია" (52 მლნ ლარის ინვესტიცია)
ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანიად კვლავ "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" რჩება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 90 ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს.
საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიად კი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" აღიარეს. სექტორის სტაბილური კომპანიის სახელი `ლუკოილ ჯორჯიამ` და `ეკო ჯორჯიამ~ დაისაკუთრეს. "ლუკოილ ჯორჯია", ასევე დასახელდა ნავთობკომპანიად, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა~ ყველაზე ქველმოქმედ კომპანიებად `სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი", "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია", "ლუკოილ ჯორჯია", "რომპეტროლ საქართველო" და GT GROUP დაასახელა.
"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი" მსგავს ღონისძიებას ყოველწლიურ რეჟიმში უკვე მეშვიდედ მართავს.