ვინ აკონტროლებს კვერცხის ბიზნესს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ვინ აკონტროლებს კვერცხის ბიზნესს
ნანახია: 1038

ვინ აკონტროლებს კვერცხის ბიზნესს მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ქართულ კვერცხს მოიხმარს და არც კი იცის, სინამდვილეში სად, როდის და როგორ დამზადებულ კვერცხს ყიდულობს

დღეს ქართულ ბაზარს კვერცხით რამდენიმე ფირმა ამარაგებს. ესენია: „დილა“, „კუმისი“, „ალგეთი“, „კოდა“, „საგარეჯო“, „სავანეთი“, „პატარძეული“ და „ფუდექსი“. კვერცხი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს, თუმცა მასზე შენახვის ოპტიმალურ ვადას არცერთი კომპანია არ უთითებს. გამოშვების თარიღი მხოლოდ პლასტმასის შეფუთვას აწერია, თუმცა ყოველ ცალზე ვადა არც პლასტმასის შეფუთვაში განთავსებულ კვერცხზეა მითითებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, უნდა ეწეროს თუ არა ყოველ კვერცხს შენახვის ოპტიმალური ვადა და რატომ არ აწერენ კომპანიები კვერცხს გამოშვების თარიღს.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სავალდებულოა, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ინფრომაცია იმ საქონლის ვარგისიანობის ვადის (საქონლის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა) შესახებ, რომლის სამომხმარებლო თვისებები უარესდება დროთა განმავლობაში (საკვები, კოსმეტიკური, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია). გარდა ამისა, სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებით მოთხოვნებში მკაფიოდაა მითითებული: „სურსათისათვის, რომელთა შენახვის ვადა არ აღემატება 3 თვეს, მითითებული უნდა იქნეს დღე და თვე და აღინიშნოს სიტყვებით – “ვარგისია... მდე“; კვერცხის ვარგისიანობის პერიოდი კი 0°C-20°C ტემპერატურის ფარგლებში 25 დღე–ღამეა.
კითხვაზე, თუ რატომ არ აწერია ყოველ კვერცხს შენახვის ვადა კომპანია „პატარძეულმა“ განგვიცხადა, რომ არ არის ამის შესახებ მითითება, კომპანია „დილამ“ კი ასე გვიპასუხა: „კვერცხი არ არის იმდენად მალფუჭებადი, მალე საღდება და ბაზარზე კვერცხის გაფუჭების შესაძლებლობა ნაკლებია, გარდა ამისა, მსოფლიო სტანდარტებით არცერთ ქვეყანაში ყოველ კვერცხს შენახვის ვადა არ აწერია“. არადა, რომ დავივიწყოთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითები, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც კი ყოველ ერთეულ კვერცხზე შენახვის ოპტიმალური ვადა მითითებული იყო. განა მაშინ, ნაკლებად საღდებოდა კვერცხი და უფრო დიდი იყო კვერცხის გაფუჭების შესაძლებლობა? თუ მაშინ კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტი იყო და დღეს აღარ არის?
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, რომ არ არის სავალდებულო, ყოველ კვერცხს ეწეროს შენახვის ვადა, მთავარია, გამოშვების თარიღი მთლიან ყუთზე იყოს მითითებული. ჩვენც მოვიძიეთ კვერცხის ყუთები და აღმოჩნდა, რომ მათზე სიტყვიერად კი აწერია „დახარისხების თარიღი“, მაგრამ კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის. კომპანიებში დიდი სიამაყით აცხადებენ, რომ პლასტმასის შეფუთვებს აწერია გამოშვების თარიღი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ავიწყდებათ, რომ მათ მიერ მოწოდებული კვერცხი ცალობითაც იყიდება და თან გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით. ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის დადგენა, როდის არის კვერცხი გამოშვებული და ვარგისია თუ არა ის საკვებად. სურსათის მაღაზიაში გამყიდველს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ თვითონ როდის მიიღო კვერცხი გასაყიდად მიმწოდებლისგან, მიწოდებისა და გამოშვების თარიღი კი შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მაშ რატომ არის, რომ ხშირ შემთხვევაში მაღაზიაში ახლადმიღებული კვერცხი უკვე გაფუჭებულია? მოტყუებული მომხმარებელი კი ვადაგასულ პროდუქტში მოსახმარად ვარგისი პროდუქციის ფასს იხდის და რაც მთავარია, არც კი იცის რითი იკვებება.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ყველა კომპანიის მიერ მოწოდებული კვერცხი, ერთი ფორმისა და ზომის ყუთებშია განთავსებული და მხოლოდ კომპანიის შტამპით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩნდება ეჭვი, რომ ქართული ბაზარი იმპორტული კვერცხით მარაგდება. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის შემთხვევები, როცა მაღაზიაში ახლადმოტანილი კვერცხი უკვე გაფუჭებულია. კითხვაზე, თუ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ქართულ ბაზარზე კვერცხი უცხოური ბაზრიდან არ შემოდის, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე კვერცხისმწარმოებელ კომპანიებშიც სიამაყით გვიცხადებენ, რომ საბაჟოს მონაცემების მიხედვით, კვერცხის იმპორტირება არ ხდება. ჩვენც გადავწყვიტეთ, საბაჟოსთვის მიგვემართა. საბაჟოში აგვიხსნეს, რომ ყოველ პროდუქტს შესაბამისი კოდი აქვს და მხოლოდ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი იმის გარკვევა, რაიმე კონკრეტული პროდუქციის რა მოცულობის იმპორტი თუ ექსპორტი ხდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქათმის კვერცხს თავისი კონკრეტული კოდი არ გააჩნია. არსებობს შემდეგი კატეგორია: „ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული“, სადაც თავისი კოდი აქვს ინდაურისა და ბატის კვერცხს, შემდეგ კი არსებობს სამი კატეგორია სახელწოდებით „დანარჩენი“. ჩნდება კითხვა, რატომ არ აქვს ქათმის კვერცხს შესაბამისი კოდი მინიჭებული, როცა მისი მოხმარების მასშტაბები ქართულ ბაზარზე გაცილებით მეტია, ვიდრე ინდაურისა და ბატის კვერცხის მოხმარება და რატომ არ უნდა იყოს ახსნილი, თუ რომელი ფრინველის კვერცხი იგულისხმება კატეგორიაში „დანარჩენი“, როცა საბაჟოს მონაცემების მიხედვით ამ კატეგორიის იმპორტის მოცულობა საკმაოდ დიდია და ინდაურისა და ბატის კვერცხის იმპორტი თითქმის არც ხდება. 2009 წლის მონაცემებით, ინდაურისა და ბატის კვერცხის იმპორტი საერთოდ არ მომხდარა (2010 წელს მოხდა ინდაურისა და ბატის 11 800 ცალი კვერცხის იმპორტი უნგრეთიდან). ხოლო ერთ-ერთი კატეგორია „დანარჩენი“ მოიცავს 6 744 960 ცალი კვერცხის იმპორტს სომხეთიდან და უკრაინიდან, 2010 წელს კი 2 672 640 ცალი კვერცხის იმპორტს სომხეთიდან.
საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით სომხეთიდან და უკრაინიდან შემოტანილი ერთეული კვერცხის ღირებულება დაახლოებით 12–13 თეთრია, კვერცხის გასაყიდი მინიმალური ფასი კი ქართულ ბაზარზე 27 თეთრია. იმპორტიორის მაღალი მოგება -აშკარაა. საინტერესოა, ვინ მართავს კვერცხის ბიზნესს? საკითხავია, სად მიდის ამდენი იმპორტირებული კვერცხი? რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ქართულ ბაზარზე იყიდება. მოსახლეობა კი დარწმუნებულია, რომ ქართულ კვერცხს მოიხმარს და არც კი იცის, სინამდვილეში სად, როდის და როგორ დამზადებულ კვერცხს ყიდულობს.

ნანა მუკბანიანი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48