IFC ქართულ კომპანიებს ეხმარება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : IFC ქართულ კომპანიებს ეხმარება
ნანახია: 500

IFC ქართულ კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წარმატებით დაასრულა კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში და დღეს მისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. პროექტის მიზანი კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში ქართული კომპანიების დახმარება იყო. პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დანერგვა კომპანიის საქმიანობაში მისი მომგებიანობის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
IFC-ის პროექტმა კორპორაციული მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას და საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ კორპორაციული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის მიღებას შეუწყო ხელი. IFC-მ ასევე ჩაატარა სემინარები და ინდივიდუალური კონსულტაციები კორპორაციული მართვის საკითხების იურიდიული და ფინანსური ასპექტების შესახებ და განახორციელა პილოტური პროგრამა შერჩეული კომპანიებისთვის და ბანკებისთვის. შედეგად ოცდაერთ კომპანიასა და ბანკში 50 პროცედურა გაუმჯობესდა და კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად ყველა მათგანში საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა აღინიშნა.
IFC-მ ახლახანს დაბეჭდა კორპორაციული მართვის სახელმძღვანელო, რომელშიც სიღრმისეულად არის განხილული კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა. პუბლიკაცია IFC-ის პროექტის დასრულების შემდეგაც დაეხმარება ქართულ კომპანიებს გააუმჯობესონ კორპორაციული მართვის სტანდარტები და პრაქტიკა. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია 21 იანვარს პროექტის დახურვის ცერემონიალზე გაიმართა.
"ძლიერი კორპორაციული მართვის სისტემა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ინვესტორების მოსაზიდად,“ განაცხადა IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ. "IFC-ის პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელი შევუწყვეთ ქართულ კომპანიებს უფრო მიმზიდველნი გამხდარიყვნენ ინვესტორებისთვის. ჩვენი პუბლიკაციები, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის სახელმძღვანელო, მომავალშიც პრაქტიკული რჩევებით შეუწყობს ხელს კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლებას.”
2006 წლიდან 2011 წლის იანვრამდე, IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (CIDA) თანამშრომლობით ხორციელდებოდა.
IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 35 პროექტში. გარდა ამისა, საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში IFC მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC-ის საკონსულტაციო პროექტი კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაშიც ეხმარება. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48