ახალი ვალდებულება "ლატარიის კომპანიის“ კონკურენტებისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ახალი ვალდებულება "ლატარიის კომპანიის“ კონკურენტებისთვის
ნანახია: 667

ახალი ვალდებულება "ლატარიის კომპანიის“ კონკურენტებისთვის კაზინოში და ტოტალიზატორებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები ანერვიულებულ, თვალებჩაწითლებულ ადამიანებს, რომლებიც მრავალდღიანი თამაშის შემდეგ წაგებული თანხის დაბრუნებას, მეზობელ მაგიდაზე მჯდარი ახალწვეულისგან რამდენიმე ლარის თხოვნით ცდილობენ. თამაშში ჩაძირული მოთამაშეებისთვის არსებობს ფულის შოვნისა და სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი მეთოდი – ახალი ფსონი. ის მოგების ჟინით არის შეპყრობილი და თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს – როგორმე დაიბრუნოს წაგებული თანხა.
2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად შეუწყდა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონის“ ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია უნდა გამხდარიყო. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით მიენიჭა, ფინანსთა სამინისტრომ აარჩია. ტენდერში, ერთი თვის შექმნილმა შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გაიმარჯვა.
და სწორედ იმ დღიდან, დროდადრო მთავრობა კეზერაშვილის ბიზნესს სულ უფრო და უფრო ამაგრებდა ახალახალი საკანონმდებლო ინიციატივებით. ჯერ იყო და 10 წლიანი ექსკლუზიურ უფლება მიანიჭა ტენდერით, რომელშიც მას ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა, შემდეგ "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა გადაწყდა, რომელიც ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნას ისახავდა მიზნად. საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლოა შევიდნენ "სხვა პირებიც“, ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოითქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა სურდათ. ამ სისტემაში ცოტა ხნის წინ, ახალი ინიციატივა ამოქმედდა, რომელიც ლატარიის ბიზნესში ჩართვისთვის წინასწარ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს. რის შემდეგაც, გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობა ცდილობს, ლატარიის კომპანიას შესაძლო კონკურენტები თავიდანვე ჩამოაშოროს და მათ წინასწარვე დიდი თანხის ჩადებას თხოვს.
ბოლო ინიციატივა კი, აზარტული თამაშების მომწყობებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ახალი ვალდებულებები ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას უკავშირდება.
კერძოდ, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, ჰქონდეს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.
ამას გარდა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640 X 480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536A) უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას.
ასევე, ვიდეოთვალთვალის აპარატურას ISO სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
აზარტული თამაშის ადგილის გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა - იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, თითო ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე.
ასევე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით უნდა დამონტაჟდეს. ხოლო დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომა.
ვიდეომეთვალწყურეობის სისტემის დამინტაჟებასთან დაკავშირებით მეპატრონესთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შესაბამისი აქტიც გაფორმდება.
ახალი წესები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, 15 იანვრიდან შევა ძალაში.
კიდევ როდის ექნება მთავრობას ლატარიებისა და წამახალისებელი გათამაშებების სფეროსთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა და რა ცვლილებებით გაამაგრებს კეზერაშვილის ბიზნესს - უცნობია. ამ დროს კი, სათამაშო ბიზნესს თავისი კანონები აქვს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რომ შემდეგ ჯიბეგამოფხეკილი გაგისტუმროთ სახლში, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ წააგეთ!

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48