საქართველოში თამბაქო ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : საქართველოში თამბაქო ძვირდება
ნანახია: 644

საქართველოში თამბაქო ძვირდება ახალი წლის დადგომიდან სიგარეტის ფასმა ეტაპობრივად იმატა. როგორც სუპერმარკეტებსა და სარეალიზაციო ქსელებში განმარტავენ, თამბაქო ჯერჯერობით მხოლოდ კომპანია “ომეგამ” გააძვირა. საცალო ქსელში გარკვეული სახეობის სიგარეტის ფასი საშუალოდ 20-30 თეთრით გაიზარდა.
ფასის ზრდა, კონკრეტულად რამდენიმე სახეობის იმპორტირებულ თამბაქოს შეეხეო, ესენია: “პარლამენტი”, “L&M” და “მალბორო”. “პარლამენტი” 20 თეთრით გაძვირდა და ამჟამად მისი ღირებულება 3.70-დან 4 ლარამდე მერყეობს. “L&M” ქართულ ბაზარზე 10 თეთრით გაძვირდა და მისი ღირებულება 1.80-ია. “მალბოროს” ფასი, დღეის მონაცემებით, 2.50 ლარის ნაცვლად 2.70 ლარია. ასევე გაძვირდა სიგარეტი “კომეტი”, რომლის შეძენა მომხმარებელს 1.40 ლარის ნაცვლად 1.60 ლარად მოუწევს.
კომპანია “ომეგაში” სიგარეტის გაძვირებას აქციზზე ფასის ზრდით ხსნიან. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, გაიზარდა თამბაქოზე “სლიმის” ფასიც. მისივე თქმით, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასის ზრდა ლოგიკური იყო ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე ფასის ზრდის შემდეგ.
თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიებიც, ადგილობრივ წარმოებულ სიგარეტზე ფასების ზრდას აქციზის გაძვირებას უკავშირებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ პროდუქტზე ფასმა კარგა ხნის წინ მოიმატა. “ჩვენს მიერ წარმოებული სიგარეტი (ყველა სახეობის “პირველი”, “დავიდი” და ა.შ.) გასულ წელს გაძვირდა და მისი გაძვირება აქციზის ზრდასთანაა დაკავშირებული. ანუ, ჩვენი პროდუქტი გაძვირდა მაშინ, როდესაც აქციზი გაიზარდა”, - განმარტავენ “საქართველოს თამბაქოს წარმოებაში”.
თამბაქოს ადგილობრივი კომპანიების განცხადებისა და იმის გათვალისწინებით, რომ თამბაქოზე აქციზი 2009 წელს გაიზარდა, წელს სიგარეტის გაძვირება შესაძლოა სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული.
ექსპერტულ წრეში, თამბაქოს გაძვირებას სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებენ. ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ფასის ზრდა, ძველი მარაგის ამოწურვითა და ახლის შევსებითაა გამოწვეული. “თამბაქოზე აქციზი კარგა ხნის წინ გაიზარდა, მაგრამ მარაგები იმპორტიორებს დასაწყობებული ქონდათ. სავარაუდოთ, ეს მარაგები ახლა ამოიწურა და შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდა უკავშირდებოდეს იმას, რომ ახალი მარაგების შევსება ხდება ახალი აქციზური მარკებით”, - აღნიშნავს კალანდაძე.
ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური კი მიიჩნევს, რომ სიგარეტზე ფასების ზრდა გადასახადების გაზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს და ერთ-ერთ მიზეზად იმპორტიორების მიერ თამბაქოს ქართული ბაზრის გადანაწილებას ასახელებს. “ფაქტია აქციზი გაძვირდა, მაგრამ არა ახლა. კომპანიებს, თუ აქამდე მარაგები ჰქონდათ და ძველი მარაგებიდან ვაჭრობდნენ ეს შესაძლოა სხვა საკითხია, მაგრამ გადასახადების გაზრდას სიგარეტზე ფასების ზრდა არ უნდა უკავშირდებოდეს. სიგარეტის გაძვირება, გარკვეულ წილად შესაძლოა გაცვლით კურსს უკავშირდება. გაცვლითი კურსის პროგნოზების არარსებობის გამო იმპორტიორები ცდილობენ თადარიგი დაიჭირონ. უფრო კი, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ იმპორტიორებს ბაზარი განაწილებული აქვთ და ამიტომ ისინი თავისუფლები არიან თავის გადაწყვეტილებებში”, - აღნიშნავს ხადური.
თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების ნაწილის განმარტებით, მსოფლიოში თამბაქოს ფასი იზრდება, რის გამოც უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ყველა დასახელების სიგარეტი გაძვირდეს. ასე რომ, გამორიცხული არაა, კომპანია “ომეგას” შემდეგ თამბაქოს ფასი სხვა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმაც გაზარდონ.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48