"ავერსი" წლის კომპანიად დასახელდა! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "ავერსი" წლის კომპანიად დასახელდა!
ნანახია: 427

  "ავერსი" წლის კომპანიად დასახელდა!ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ-მა" წელს დაარსების მეხუთე წლისთავი აღნიშნა და 24 დეკემბერს უკვე მეხუთედ გამართა "ოქროს პერგამენტის" გადაცემის ცერემონიალი. წლის ყველაზე წარმატებულ კომპანიებსა და ადამიანებს კომპანიამ 11 ნომინაციაში გადასცა ჯილდო. გამარჯვებულთა გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო-კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გამოკითხულ იქნა 2600 ადამიანი. 52 კანდიდატიდან საზოგადოებამ საუკეთესოები აირჩია.
პირველი ნომინაცია გახლდათ "წლის კომუნიკატორი", რომელშიც ჯილდო კომპანია "ბილაინს" მიენიჭა. წლის ბრენდის წოდება "ლიბერთი ბანკმა" დაიმსახურა.
ყველაზე წარმატებულ უცხოურ კომპანიებს შორის ოქროს პერგამენტი "სოკარმა" მოიპოვა.
2010 წლის ბიზნესმენის საპატიო წოდება გიორგი ჭირაქაძეს ხვდა წილად.
მეხუთე ნომინაცია "წლის კომპანია" გახლდათ. გამოკითხულებს არჩევანის გაკეთება რვა კომპანიას შორის მოუხდათ. ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ "ავერსი", "ელიტ ელექტრონიქსი", "ისთერნ პრომოუშენი", "პროკრედიტ ბანკი", "სოფლის ნობათი", "ჯეოსელი", "TBC-ბანკი" და "UGT". გამოკითხულთა უმრავლესობამ ხმა კომპანია "ავერსს" მისცა.
პრიზი გამარჯვებულს საქართველოს ბიზნესის ფედერაციის წარმომადგენელმა გიორგი ისაკაძემ გადასცა.
"ეს ჯილდო ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის მუხლჩაუხრელი შრომის დაფასებას ნიშნავს", _ აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ.
მეექვსე ნომინაციაში _ "წლის სპორტსმენი" _ ჯილდო ნოდარ ქუმარიტაშვილს მიენიჭა (გარდაცვალების შემდეგ), ხოლო წლის ჟურნალისტად დავით კიკალიშვილი დაასახელეს.
წლის საუკეთესო პროექტებად "განახლებული ბათუმი" და "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" იქნა მიჩნეული.
წლის პოლიტიკოსის წოდება კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა.
მეათე ნომინაციაში _ "წლის ადამიანი" _ ნომინანტები არ იყვნენ წარმოდგენილნი. თითოეულ გამოკითხულს შეეძლო საკუთარი ფავორიტი დაესახელებინა. ხმათა უმრავლესობით ეს ჯილდო მომღერალმა, ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ მიიღო.
სპეციალური პრიზი, საპატიო ლაურეატის წოდება და "ოქროს პერგამენტი" გადაეცა თამარ ფხაკაძეს პროექტისთვის "გმირი".
ყველა გამარჯვებულს "ავერსმა" "აჰავასა" და "დოლივას" კოსმეტიკური ნაკრები გადასცა საჩუქრად. თავად "ავერსმა" კი საჩუქარი "რადიო ქალაქისგან" მიიღო _ 2011 სარეკლამო წამი მეხუთე ნომინაციაში გამარჯვებისა და წლის საუკეთესო კომპანიის წოდების მოპოვებისთვის.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინიციატივით `ოქროს პერგამენტის~ მორიგი დაჯილდოვება 2011 წლის 24 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, კომპანიებს კიდევ ერთი სტიმული ექნებათ, საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლონ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48