ნანახია: 643
სუპერმარკეტების ქსელი "პოპული" ქსელს აფართოებს. კომპანია 29 დეკემბერს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე (N11) ორმოცდამეხუთე მაღაზიას გახსნის. ახალი ობიექტი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. მასში 3000-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა პროდუქტი გაიყიდება, მათ შორის მზა საკვებიც. "პოპულის" ახალი მაღაზია 172 კვ/მეტრის ფართობს მოიცავს, სადაც ამ ეტაპზე თერთმეტი ახალი თანამშრომელია დასაქმებული. "პოპულის" დამფუძნებელმა ევგენი ფიჩხაიამ საკუთარი 15%-იანი წილი სავაჭრო ქსელში ცოტა ხნის წინ გაყიდა, მან ასევე დატოვა სავაჭრო ქსელის გენერალური დირექტორის თანამდებობა. გარიგების დეტალებზე და ღირებულებაზე ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. "პოპული" საცალო გაყიდვების ბაზარზე 2001 წლიდან ფუნქციონირებს. "პოპული" სამ ფორმატში "პოპული სუპერმარკეტი", "პოპული ექსპრესი" და "პოპული XL" ოპერირებს. „პოპულის" აქციონერები არიან "საქართველოს ბანკი", ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაიარბერდ აურორა ფონდი", გერმანული საინვესტიციო ჯგუფი "ოსტინვესტორი" და შვედური საფინანსო ინსტიტუტი "ისტკაპიტალი".
GBC
|