ნანახია: 712
"გუდვილის" ქსელში საახალწლო აქსესუარებზე 80-პროცენტიანი ფასდაკლება იწყება
კომპანიის ცნობით, 30 დეკემბრის 15:00 საათიდან საახალწლო ნივთებსა და აქსესუარებზე ჰიპერ ფასდაკლება გავრცელდება. მომხმარებელი 50%-დან 80%-მდე ფასდაკლებით საახალწლო დღეების დასრულებამდე ისარგებლებს. "გუდვილში" საახალწლო ნივთების ფართო არჩევანია, მომხმარებელს შეუძლია ჰოლანდიური და გერმანული 1500-მდე დასახელების სხვადასხვა საახალწლო ნივთი შეიძინოს. გარდა ამისა, "გუდვილში" მომხმარებლისთვის სხვადასხვა საახალწლო აქცია მიმდინარეობს: 3 დეკემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჰიპერმარკეტში იმართება პროგრამა „საახალწლო დღეები ბავშვებს"; 27 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ დღე სანტა და მულტფილმის გმირები გაართობენ პატარებს; 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე "გუდვილის" და "თიბისი ბანკის" ახალი აქცია, 0%-იანი განვადება მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე; 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ერთობლივი აქცია "ჯი პი აი ჰოლდინგთან" - "გუდვილის" ის კლუბის წევრი, ვინც ამ პერიოდში დააზღვევს ავტომობილს, ან ბინას, საჩუქრად ბარათზე 200 ლარს მიიღებს.
GBC
|