ნიკა გილაური: "შემოწმებული კომპანიები მხოლოდ 10% ჯარიმდება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ნიკა გილაური: "შემოწმებული კომპანიები მხოლოდ 10% ჯარიმდება"
ნანახია: 598

ნიკა გილაური: "შემოწმებული კომპანიები მხოლოდ 10% ჯარიმდება" გიორგი ცხაკაია: "კომპანიების 95-98%-ს, სადაც ჩვენ მივდივართ, ვაჯარიმებთ"

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება რომ ახასიათებთ, ეს ახალი არაა, მაგრამ ზოგჯერ მათი შეფასებები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ბარონ მიუნჰაუზენასც გააკვირვებდა. ერთი ასეთი, რიგითი ფაქტი, ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა.
გასულ კვირას ე.წ. ახალი ეკონომიკური კურსის (მასში რაიმე ახლის ნახვა ძნელია) ბიზნესმენებისთვის გაცნობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. ამის მტკიცებულებად კი მან შემოწმებულ კომპანიებს შორის დაჯარიმებულების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა.
"დღეს ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. ის ფაქტი, რომ შემოწმებების შედეგად მხოლოდ 10% ჯარიმდება, ეს უკვე თითქმის ევროპული ციფრია, რადგან ევროპაში მხოლოდ 7% ჯარიმდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
საინტერესოა, რომ სულ ორი თვის წინ ამტკიცებდა შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია, რომ ისინი დარღვევების მხრივ მხოლოდ მაღალ რისკიან საწარმოებში შედიან შემოწმებაზე და შემოწმებულების 98%-ს აჯარიმებენ კიდეც.
"ჩვენ ყველასთან ვერ მივალთ, რადგან ფიზიკურად ეს წარმოუდგენელია. ზუსტად ამიტომაც, იმ რისკის მართვის სისტემით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მივდივართ იქ, სადაც ყველაზე დიდ პრობლემებს ვაწყდებით. ხმაური იმიტომ არის, რომ თუ ადრე უფრო ნაკლებად იყო ეს დამყარებული რისკზე, დღეს იმ კომპანიების 95-98%-ი, სადაც ჩვენ მივდივართ, გადასახადებს მალავენ", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ.
ანუ, რა გამოდის, რომ სადაც საგადასახადო შევა, მათგან თითქმის 100%-ს აჯარიმებს. ამას აცხადებს შემოსავლების სამსახური. ხოლო პრემიერი გვამცნობს, რომ თურმე შემოწმებულების მხოლოდ 10% დაჯარიმდა. საინტერესოა, ეს ორი უწყება ინფორმაციას დაჯარიმებების შესახებ საიდან იღებს?
პრემიერმა კიდევ ერთ საჭირბოროტო თემაზე გაამახვილა ყურადღება. გილაურის განცხადებით, აქამდე საგადასახადო კულტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობდნენ და მთავრობაში ახლა უკვე სამართლიანობასაც დანერგავს ამ კულტურაში. "თუ აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი საგადასახადო კულტურის ჩამოყალიბება იყო, ახლა მასთან ერთად ახალი მიზანი სამართლიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაა", - აღნიშნა პრემიერმა.
საინტერესოა, საგადასახადო კულტურა თავისთავად სამართლიან და პატიოსან საგადასახადოს ადმინისტრირების სისტემას ნიშნავს და თუ ის უკვე ჩამოყალიბდა, რაღას ვნერგავთ მომავალში? შეიძლება პრემიერი შემოსავლების სამსახურის კულტურაზე საუბრობდა. მაშინ მართალია, მაგრამ, აბა, ეს წლები რაღა კულტურას აყალიბებდნენ? მაგრამ, მაინც მგონია, რომ აქ გადამხდელის კულტურაზეა საუბარი, საგადასახადოს თანამშრომლები ხომ ისედაც კულტურულები არიან. ერთ პატარა მაგალითის მოყვანაც კმარა მათი "კულტურულობის" დასამტკიცებლად. ვაგზლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ ჩამოსასხმელი წვენის ჯიხური, სადაც ერთი ჭიქა წვენი 30 თეთრი ღირს, სხვა პროდუქტით ეს ჯიხური არ ვაჭრობს, საგადასახადოს თანამშრომლებმა 500 ლარით დააჯარიმეს, სალარო აპარატზე ჩეკის ამოურტყმელობის გამო. ამ მცირე ბიზნესს 500 ლარის ბრუნვა სამი თვის მანძილზე აქვს და როგორ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა, საინტერესოა. აი, სწორედ ამიტომ ვვარაუდობ, რომ გილაური გადამხდელების კულტურაზე საუბრობდა, თორემ, აბა, უკულტურო საგადასახადოს თანამშრომელი ხომ არ ჩაიდენდა ასეთ "კულტურულ" საქციელს. დააჯარიმე ფირმა იმდენით, რამდენის გადახდასაც ვერ შეძლებს. აი, მესმის კულტურა.

ადამ სმიტიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48