ონლაინ-შოპინგი სულ უფრო აქტუალური ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ონლაინ-შოპინგი სულ უფრო აქტუალური ხდება
ნანახია: 706

ონლაინ-შოპინგი სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოში საახალწლო ონლაინ-შოპინგის ბუმი დაიწყო. ინტერნეტ_მაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით 60% გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ქართული საზოგადოებისთვის შედარებით ახალია და ძირითადად მომხმარებელს ხელზე ყიდვა უფრო მეტად ურჩევნია, არის საზოგადოების ისეთი ნაწილიც რომლებიც ვირტუალურ ვაჭრობას ამჯობინებს. ამრიგად, უცხოური ონლაინ-მაღაზიებით სარგებლობამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი საქართველოშიც და ბოლო პერიოდში ამგვარი საიტები მრავლად შეიმჩნევა ჩვენს ვებ-სივრცეში.
ყველაზე დიდი მოთხოვნა ინტერნეტ-მაღაზიებში არის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და აქსესუარებზე, ხოლო რაც შეეხება ტექნიკას, ძირითადი მოთხოვნა საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ჯამ-ჭურჭელზე და თეთრეულზეა.
როგორც სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი საკურიერო სამსახური თვეში 1000 ამანათს არიგებს და მათი რიცხვი სტაბილურად მატულობს. ამანათის ჩამოტანის ფასი 8-15 დოლარის (1კგ) ფარგლებში მერყეობს. მომხმარებელთა უმეტესობა საახალწლო ფასდაკლებებს ელოდება, ამ მხრივ ამერიკულ ონლაინ-შოპინგის საიტებზე დიდი ბუმია, რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ საიტებზე სადაც პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი ფასებია და შესაბამისად მათზე მოთხოვნა საქართველოში ნაკლებია.
საქართველოს კანონმდებლობით საფოსტო ამანათების შესახებ ნათქვამია, რომ თუ ამანათის ღირებულება სცდება 300 ლარს, მყიდველს მისი განბაჟება უწევს. განბაჟება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ არის ერთგვაროვანი საქონელი, ან ამანათის საერთო წონა აღემატება 30 კგ.ს.
მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება კომპიუტერს. ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება და არც არის გასაკვირი, რომ ”ინტერნეტ შოპინგმა” კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს.

ირინა დეისაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48