
გუდვილმა MobiPay-სთან ერთად ანგარიშსწორების ახალი სისტემა დანერგა, რომლის ფარგლებშიც ჰიპერმარკეტის მომხმარებელს 2011 წლიდან ერთობლივ ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ.
გარდა ამისა, გუდვილი თავის მომხმარებლებს 2011 წლიდან შესთავაზებს, რომლის მეშვეობით მომხმარებელი პროდუქტის შეძენას კიდევ უფრო მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს, ხოლო ადგილზე მიტანის მომსახურებას DHL City Express-ი სრულიად საქართველოში უზრუნველყოფს. MobiPay კი, წარმოადგენს გადახდის ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ჰიპერმარკეტ გუდვილის ქსელსა და ინტერნეტ-სუპერმარკეტებში მომხმარებელი მობილურის მეშვეობით მოახდენს ანგარიშწორებას.
MobiPay-ს დირექტორის ალენ გილსტრაპის განმარტებით, გუდვილისა და MobiPay-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი გამოყენებით ისინი შეძლებენ: სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებას; ახლობლებისთვის ფულის გადარიცხვას; კომუნალური გადასახადების გადახდას; მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დროის შევსებას; ინტერნეტ შესყიდვების განხორციელებას; ყოველივე ამის განხორციელებას კი მომხმარებელი მობილური ტელეფონის საშუალებით შეძლებს. MobiPay-ის უპირატესობა მოხერხებულობა და სისწრაფეა, გარდა ამისა მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები. MobiPay-ს გადახდის სისტემით სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ “ჯეოსელის აბონენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, - აღნიშნავს ალენ გილსტრაპი. მისივე განმარტებით, MobiPay ამერიკული კომპანიაა და აღნიშნულ კამპანიას საქართველოდან იწყებს.
“მოხარული ვარ, რომ გუდვილი შერჩეულია ერთ-ერთ პირველ პარტნიორად. ახლად დანერგილი ინოვაცია საკმაოდ პოპულარული გახდება და კიდევ ერთი კარგი საჩუქარი იქნება მომხმარებლისთვის. დღესდღეობით გუდვილი ლიდერია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვასა და მომსახურების სფეროში”, - ამბობს გუდვილის გენერალური დირექტორი ნუგზარ მურღულია.