'MP3 პლეიერი ყოველ 5 წუთში''პეპსი'-ს საახალწლო აქციამ - "MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აქციის წარმატება გამოიწვია პრიზმა - MP3 პლეერმა და მისი მოგების მარტივმა მექანიზმმა, რომლის დანერგვის შედეგად, ყოველ 5 წუთში გაიცემა ერთი საჩუქარი. როგორც "პეპსი'-ში აღნიშნავენ, ყველანაირ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, რომ კომპანიაში შემოდის ბავშვების მიერ დაწერილი მადლობის წერილები.
საახალწლო აქციასთან დაკავშირებით, "პეპს' -ის მენეჯმენტმა ბავშვებთან შეხვედრა და მათთვის საჩუქრების პირადად გადაცემა გადაწყვიტა. ჰიპერმარკეტ "გუდვილში" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარიამ მოგებულებს პირადად გადასცა MP3 პლეიერები. წამახალისებელი აქცია - "მოიგე MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ერთი კვირის წინ დაიწყო და 14 იანვრამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში 4 800 ცალი MP3 პლეიერი გათამაშდება. აქციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია - 'პეპსის" პროდუქტების ყვითელი თავსახურის ქვეშ მოცემული კოდი უნდა გაიგზავნოს SMS-ის სახით ნომერზე 39 39 და ხუთი წუთის მანძილზე შემოსულ ნომრებს შორის გათამაშდება ერთი MP3 პლეიერი.
"პრიზიდან გამომდინარე აქციაში ძირითადად ბავშვები და თინეიჯერები მონაწილეობენ. მასშტაბური სარეკლამო აქციაც სწორედ მათზე იყო გათვლილი და აღსანიშნავია, რომ კომპანია 'პეპსიმ" პირველად გამოიყენა ინტერნეტ რეკლამა, რომელმაც მოსალოდნელზე უფრო მეტი შედეგი აჩვენა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი მეორე წარმატებული შMშ აქციაა, პირველი ზაფხულში განხორციელდა, თუმცა ამჟამინდელი აქციის რეზონანსი გასცდა საქართველოს ფარგლებს. სს "იბერია რეფრეშმენტსის" (კომპანია "პეპსი" წარმომადგენელი საქართველოში) წარმატებული SMS აქციით Pepsoco International-ი დაინტერესდა”, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი ლევან კასრაძე.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ SMS აქციები სიახლე არ არის, ინტერესი გამოიწვია უშუალოდ აქციის კონცეფციამ. Pepsoco International-ი გეგმავს ჩვენი აქციის მექანიზმის სხვა ქვეყნებში დანერგვას. სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ამ ტიპის პრომო აქციები განხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. დავით ლომჯარიას შეფასებით, 2010 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბაზრის წილი ივნისიდან ოქტომბრამდე 5%-ით გაიზარდა და 35% შეადგინა, რაც განაპირობა კომპანიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, "პეპსი"-ს რებრენდინგმა, "პეპსი მაქსის" გამოშვებამ, რომელმაც ქართველი მომხმარებლების ლოიალურობა დაიმსახურა, და ასევე მომხმარებელზე გათვლილმა პრომო აქციებმა.
სექტემბერში სს "იბერია რეფრეშმენტსმა" ახალი გამაგრილებელი სასმელის, `პეპსი მაქსის” ჩამოსხმა დაიწყო. "პეპსი მაქსი" საქართველოს ბაზრისათვის სრულიად ახალი, უალკოჰოლო, გამაგრილებელი და მატონიზირებელი ეფექტის მქონე პროდუქტია, რომელიც დამზადებულია ჟენშენის ნატურალურ ნაყენზე, ნული კალორიის შემცველობით. `პეპსი მაქსი”, როგორც ბრენდი, გათვლილია მამაკაცების სეგმენტზე. მისი ჩამოსხმა სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. ნახევარ ლიტრიანი "პეპსი მაქსი" ისხმება ლუდის ფორმის ბოთლში, გამოირჩევა შავი ფერის ეტიკეტით და იყიდება "პეპსის" ფასში. მისი სლოგანია - "მაქსიმალური გემო ნული კალორია". კომპანიის გაყიდვებში ახალმა ბრენდმა 30% დაიკავა.
კომპანია ამჟამად აწარმოებს "პეპსის', 'პეპსი მაქსს', "პეპსი ლაითს", "მირინდას", 'სევენ აპს", "მაუნტინ დიუს", ასევე სს 'იბერია რეფრეშმენტსი" არის Pepsico-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: "ლიპტონი" (ცივი ჩაი), "ია" (წვენი) და "ფრუქტოვი სადი" (წვენი).
.2010 წელს კომპანიაში კაპიტალის გაზრდის მიზნით შემოვიდა ახალი აქციონერი "ელსუ", რომელიც სს "იბერია რეფრეშემნტსის" 45%-ის მფლობელი გახდა. კომპანიამ "ელსუმ" უკვე გამოისყიდა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) წილი, ხოლო დარჩენილი 10%-ის შევსება მოხდება აქციების ემისიით. პარალელურად დასრულდა მოლაპარაკება კომპანიის აქციონერთან ახმედ აბდულა ალ შაფართან დამატებით ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რომლის წილიც 2010 წლის ბოლოსთვის კომპანიაში 20%-მდე გაიზრდება. ახალი ფინანსური რესურსებით `ლიპტონის~ ცივი ჩაის და წვენების პროექტი განხორციელდება, რაც გულისხმობს საქართველოში ასეპტიკური ჩამომსხმელი ხაზების გაშვებას, რომელთა წარმადობაც გათვლილი იქნება კავკასიის და ცენტრალური აზიის ბაზრების მომარაგებაზე.
"იბერია რეფრეშმენტის" აქციონერები არიან: `ელსუ~, ახმედ აბდულა ალ შაფარი (ინვესტორი გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან), "იბერია ჯგუფი" და ქართული ფიზიკური პირები.
კომპანია "პეპსში" 2011 წლიდან ახალი მიმართულების საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება იგეგმება.