კომუნიკაციების კომისია 12 იანვარს მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის საკითხს განიხილავსსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 12 იანვარს მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის საკითხს განიხილავს.
კომისიას ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მობილურმა ოპერატორებმა მიმართეს. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნას აქციზის გადასახადის დაწესებით ხსნიან.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 1-ელი აგვისტოდან 14,8 თეთრიდან 8 თეთრამდე შეუმცირა. ამ გადაწყვიტილებას საცალო ტარიფის შემცირება უნდა გამოეწვია. თუმცა, აქციზის გადასახადის დაწესების შემდეგ, მობილურმა ოპერატორებმა ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.
საინტერესოა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, რადგან ამ მექანიზმის შემცირების დროს მარეგულირებელი აცხადებდა, რომ აღნიშნული ნაბიჯით ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას შეუწყო ხელი. ლოგიკურად თუ ამ ტარიფს ისევ გაზრდის ე.ი. იგი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისაკენ გადადგამს ნაბიჯს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ურთიერთჩართვის ტარიფს მარეგულურებლები ბაზარზე კონკურენციის გასამძფრებლად იყენებენ. მაგალითისთვის. ევროკაშვირის კომუნიაკაციების მარეგულირებელ ორგანოს 5 წლის მანძილზე ამ ტარიფის შემცირების ტენდენცია წინასწარ აქვს განსაზღვრული. შესაბამისად, საზოგადოებამ და კომპანიებმა წინასწარ იციან, როდის რადენით შემცირდება აღნიშნული მაჩვენბელი. მის გაზრდაზე, ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. ევროკავშირში კომისიის წევრებს ასეთ ნაბიჯებზე, ალბათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აძლვენ.
უნდა აღნიშნოს, რომ ამ მექანიზმის შემცირება ხელს უწყობს მცირე კომპანიებს ბაზარზე დამკვიდრებას და წილის გაზრდას, რაც შემდეგ კონკურენციის გამძფრებაში და მომსახურების ფასის შემცირებაში გამოიხახტება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების მანძილზე ხშირად ისმოდა ”ბილაინის” მოთხოვნა ამ ტარიფის სიძვირისა და შემცირების მოთხოვნის შესახებ, რაც ამ წლის ივლისში საზოგადოების ზეწოლის შედეგად კიდეც განხორციელდა, თუმცა როგორც ჩანს საქართველოს კომუნიკაციების კომისია თავის ძველ სტილს (დაიცვას მსხვილი კომპანიების ინტერესები, მომხარებელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე) არ ღალატობს და ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდას კვლავ აპირებს. მკითხველისთვის კარგად გასაგები, რომ იყოს ამ მექანიზმის არსი, უფრო გასაგებ ენაზე შევეცდები ავხსნა. ესაა თანხა, რომელსაც ზარის გამხორციელებელი კომპანია უხდის, ზარის მიმღებ კომპანიას, მისი დადგენილი ტარიფიდან გამომდინარე. მაგალითად. თუ მომხმარებელი არის "მაგთის" აბონენტი და რეკავს "ჯეოსელის" ქსელში, "მაგთი" ვალდებულია მისი კლიენტის მიერ ნალაპარაკებ ყოველ წუთზე "ჯეოსელს" 8 თეთრი (დღეისათვის არსებული ურთიერთჩართვის ტარიფი) გადაუხადოს. ანუ, თუ ეს ტარიფი 8 თეთრია, "მაგთი" იძულებულია მის კლიენტს "ჯეოსელის" კლიენტთან დაკავშირებაზე წუთში მინიმუმ 8 თეთრი გადაახდევინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაგებაში აღმოჩნდება. ეს საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის ფასში ერთგვარად ქვედა ზღვრის დაწესებას ნიშნავს.
ასე რომ, 12 იანვარს კომისიამ შესაძლოა მოსახლეობისათვის სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღოს. 2010 წელს კომისიის მიმართ ისმოდა მოთხოვნა კომპანიებისათვის საცალო ტარიფზე ზედა ზღვრის დაწესების მოთხოვნის შესახებ, კვლევა, რომელიც კომისიამ სექტემბერში დაიწყო თავიდან სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა კვლევის დაწყებიდან 3 თვეში კომისია უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებს და საზოგადოების მოთხოვნის საპირისპიროდ, მობილურ ოპერატორებს არა ზედა, არამედ ქვედა ზღვარს უწესებს. აი, ამის მერე კიდევ ღირს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაზე მსჯელობა? ეს მკითხველმა გადაწყვიტოს.
ადამ სმიტიშვილი