რამდენად სახიფათოა მოდური ფარდა-ჟალუზები ჯანმრთელობისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რამდენად სახიფათოა მოდური ფარდა-ჟალუზები ჯანმრთელობისთვის
ნანახია: 926

რამდენად სახიფათოა მოდური ფარდა-ჟალუზები ჯანმრთელობისთვისყიდიან თუ არა "დიო" და სხვა პრესტიჟული კომპანიები უხარისხო პროდუქტს ძვირად?

ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენს ცხოვრებაში ახალი მოთხოვნები გააჩინა. თუ სულ რამდენიმე წლის წინ ყველაზე მოდურად და პრაქტიკულად წაბლის ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრები ითვლებოდა, დღეს მეტალოპლასტმასის პროდუქცია სარგებლობს პოპულარობით, ატლასის ფარდები კი მოდურმა ჟალუზებმა ჩაანაცვლა.
თანამედროვე დიზაინი და პრაქტიკული მასალისგან შექმნილი ფარდა-ჟალუზები დღეს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ამ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მოთხოვნის ზრდის პარალელურად, იზრდება ბაზარიც. დღეს ამ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, თუმცა, ბაზარზე წვრილი მოვაჭრეებიც მრავლად არიან.
ფარდა-ჟალუზების უპირატესობა მოვლის სიმარტივეს და გარეშე თვალისგან სახლის სრულ იზოლაციაში ყოფნას გულისხმობს. საქართველოში ჟალუზების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ფასებიც ფერებისა და ხარისხის მიხედვით მერყეობს. თუმცა, ამ ბაზარზე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთა ბრუნვაც წვრილ მოვაჭრეებთან შედარებით, გაცილებით დიდია, უფრო მაღალი ფასები აქვთ, ვიდრე წვრილ მოვაჭრეებს. ნორმალურ ვითარებაში პირიქით უნდა იყოს - კომპანიას, რომელიც დიდ დაკვეთებს ემსახურება, გაცილებით დაბალი ფასები უნდა ჰქონდეს.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხდება ფარდა-ჟალუზების ბაზარზე, როგორია ფასები, საიდან შემოდის პროდუქცია, რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ.
სამშენებლო საქმის ანალიტიკოსები ხშირად სვამენ საკითხს იმის შესახებ, რომ არცთუ იშვიათად ინტერიერის მოსაწყობი საშუალებები ეკოლოგიური საფრთხის შემცველი მასალებისგან არის დამზადებული და უმეტესი მათგანი ჯანმრთელობისთვის საშიშია. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ საიდან არის პროდუქტი შემოტანილი. ფარდა-ჟალუზების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ხშირად მოტყუებული რჩება. იქედან გამომდინარე, რომ ჟალუზების შეძენისას მომხმარებელს პროდუქტის შესაფუთ საშუალებებთან კონტაქტი არ აქვს და არც იმის შემოწმება ხდება, თუ საიდან არის მასალები იმპორტირებული და რამდენად საშიშია ის ჯანმრთელობისთვის. ზოგადად, ზეპირი განცხადებების თანახმად საქართველოში ფარდა-ჟალუზები ძირითადად გერმანიიდან და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოდის. თუმცა, რეალურად ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტის დიდი ნაწილი ჩინეთიდან არის იმპორტირებული, უკეთეს შემთხვევაში, თურქეთიდან. ამის შესახებ, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საამქროს მფლობელმა გვიამბო. მისი განცხადებით, ფარდა-ჟალუზები, ძირითადად, ჩინეთიდან შემოაქვთ, შემდეგ შემომტანი პროდუქტს ერთსა და იმავე ფასად აბარებს სარეალიზაციოდ მსხვილ და წვრილ მოვაჭრეებს. მისი ინფორმაციით, ეს შემომტანი, როგორც ამბობენ, ისეთ მსხვილ რეალიზატორებსაც ამარაგებს, როგორიც არის კომპანია `დიო~ და მსგავსი კომპანიები. "ჩვენ ერთსა და იმავე პროდუქტს ვყიდით, მაგრამ მათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან გარანტირებული დაკვეთები აქვთ, ამიტომ `დიოს~ და მსგავს კომპანიებს საშუალება აქვთ ჟალუზებს მაღალი ფასი დაადონ, მათგან მაინც იყიდიან", - აცხადებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოს მფლობელი.
ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება კომპანია "დიოშიც" ვცადეთ, თუმცა, ამ საკითხებში კომპეტენტურ პირს, რომელიც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებდა, ვერ მოვაკვლიეთ. კომპანია "დიო"-ა, უკვე მრავალი წელია ფარდა-ჟალუზების და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბაზარზეა. მისი დამკვეთია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა დიდი კომპანია და სახელმწიფო დაწესებულება. "დიო"-ში ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჟალუზების ფართო არჩევანია, მათი ფასები, ფერების და ხარისხის მიხედვით 36-დან - 75 ლარამდე (1 კვ.მ.) მერყეობს. იგივე ხარისხის პროდუქციის ყიდვა შედარებით მცირე საწარმოებში მაქსიმუმ 30 ლარად არის შესაძლებელი.
როგორც აღმოჩნდა, დიდ და მცირე კომპანიებში ერთი და იმავე ხარისხის პროდუქტი იყიდება, თუმცა, ფასები ძალიან განსხვავებულია. გასაკვირი ისაა, რომ მსხვილ დაკვეთებზე ორიენტირებული კომპანიები გაცილებით მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, ვიდრე მცირე საწარმოები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება, სადაც სახელმწიფო დაკვეთები და სხვა მსხვილი შეკვეთები მხოლოდ გავლენიანი ლობისტების მხარდეჭერით მოიპოვება, სიტუაცია უკვე აღარ არის გასაკვირი.
იაფფასიანი პროდუქტის ძვირად გაყიდვა დიდი ტრაგედია არ არის, საყურადღებო ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურად გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების გამო, საბიუჯეტო სახსრები იფლანგება. ასევე, საყურადღებოა, რომ გაბერილი იმიჯისა და პრესტიჟის გამო, მსხვილი კომპანიები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ახერხებენ და იაფფასიან ჩინურ პროდუქტს არაადეკვატურად მაღალ ფასად აძლევენ, ამ დროს მცირე საწარმოების კლიენტების ნაკლებობას უჩივიან, არადა, ბაზარზე ყველა ერთი ხარისხის პროდუქტს ყიდის, განსხვავება მხოლოდ ფასსა და გამყიდველის ხელოვნურად გაბერილ იმიჯშია.
ფარდა-ჟალუზების ბაზარზე არსებული სიტუაცია, კიდევ ერთი ასპექტით არის საყურადღებო. საქმე ისაა, რომ უხარისხო ჩინური პროდუქცია ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშ მინარევებს შეიცავს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ქართულ ბაზარზე არსებული ამდაგვარი პროდუქცია უეჭველად ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა, მომხმარებლის სახელით, საკითხის დასმა ჩვენი ვალდებულებაა, მით უფრო, როცა ამ პროდუქციის ხარისხი უბრალო დათვალიერებითაც ეჭვს იწვევს, არანაირი უწყება ან კერძო კომპანია მის ხარისხს და სტანდარდს არ ამოწმებს. ასე რომ, აუცილებლად უნდა გაქარწყლდეს ეჭვები, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, არის თუ არა სხვადასხვა სამშენებლო მასალები ჯანმრთელობისთვის სახიფათო.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48