
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის მიზეზით ქართულმა ნავთობკომპანიებმა 10 დეკემბერს ყველა სახის საწვავზე ფასი 5 თეთრით გაზარდეს.
თუმცა კომპანიებს ცოტა არ იყოს დააგვაინდათ, რადგან ნავთობის ფასმა ბოლო რამდენიმე დღეა კლება დაიწყო და ბოლო მონაცემებით ერთი ბარელი 88.83 დოლარი ღირს.
თუმცა ეს არ არის მთავარი. ალბათ ყველას ახსოვს, რომ ნავთობის მსოფლიო ფასი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში 70 დოლარამდე იყო ჩამოსული, მაგრამ ნავთობის ქართულ ბაზარზე ეს ტენდენცია არ ასახულა და საწვავზე ფასი არ შემცირებულა.
ეს ყველაფერი არ არის. მსოფლიო ფასების მატების მოტივით ფასების ზრდა შიდა ბაზარზე იმითაც არის არასაფუძვლიანი, რომ ნავთობზე მსოფლიოში არსებული ფასები თითქმის იგივეა, რაც ერთი თვის წინ. 9 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 88 დოალრს მცირედით აღემატებოდა, ფასები `შავ ოქროზე~ 83 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ეს ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე არ ასახულა.
ამის შემდგომ ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო ფასის უმნიშვნელო ზრდა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ისედაც გაბერილი ფასები კიდევ უფრო გაბერეს.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. 5 თეთრით გაძვირდა ყველა სახის საწვავი. ანუ ფასების ზრდა მოხდა არა პროპორციულად მისი ფასისა, არამედ ფიქსირებულად ყველა სახეობაზე. საინტერესოა, საბაზრო პრინციპებიდან როგორ უნდა გაზარდო ფასები ერთიდაიგივე სიდიდით 1.90 და 2.05 ლარის ღირებულების საქონელზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფასდადება ხდება არა თვითღირებულების მიხედვით, არამედ საბაზრო პრინციპების უხეში დარღვევით.
როგორც ჩანს, ტრადიციული სცენარი, რომლითაც ქართული ნავთობკომპანიები აქამდე მოქმედებდნენ, კვლავაც აქტუალურია და მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ კვლავაც აქტიურად გამოიყენება.
ნოდარ ჭიჭინაძე