
მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან ჰიპერმარკეტმა „გუდვილმა“, „ჯიმარტმა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ერთობლივი საახალწლო აქცია დაიწყეს. აქციის პრეზენტაცია დღეს, ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიმართა.
„გუდვილის „ბონუს ბარათისა“ და ჯიმარტის „ფალკო ბარათის“ ყველა მფლობელი, ვინც ათი დეკემბრიდან ათ იანვრამდე „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ავტომობილს, სახლს, ბინას ან აგარაკს დააზღვევს, ბარათზე საჩუქრად 200 ლარს მიიღებს.
200 ლარის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, ბათუმსა და თბილისში, გუდვილის 55 000 დასახელებიდან და ჯიმარტის 30 000 დასახელების პროდუქტიდან შეიძინონ ნებისმიერი, მათთვის სასურველი პროდუქტი“, - განმარტა გუდვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა გოცაძემ.
კლუბის (ბონუს ბარათების მფლობელებს) წევრებს დაზღვევის გაფორმება შეეძლებათ ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ოფისებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
10 დეკემბერს გამართულ აქციის პრეზენტაციას მასმედიის გარდა ესწრებოდნენ მოწვეული მსახიობები - კახა მიქიაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, ლევან ხურცია და შორენა ბეგაშვილი. პრეზენტაციის ფარგლებში მსახიობებს შორის მოეწყო გათამაშება, გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები, სამოგზაურო დაზღვევა ნებისმიერ ქვეყანაში ჯიპიაი ჰოლდინგისგან, გუდვილისა და ჯიმარტისგან კი გუდვილის ბონუს-ბარათი დარიცხული 4000 ქულით.
სამივე კომპანია მომავალშიც გეგმავს მომხმარებლებს მსგავსი აქციები და სიურპრიზები შესთავაზონ.
თეონა ჭიტაძე