ელიტური კორუფცია ქართულად » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ელიტური კორუფცია ქართულად
ნანახია: 621

ელიტური კორუფცია ქართულად "მთელი ლატარიის ბიზნესი კეზერაშვილს აქვს ხელში ჩაგდებული, ახლა კი, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ“

2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად შეუწყდა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონის“ ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია უნდა გამხდარიყო. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით მიენიჭა, ფინანსთა სამინისტრომ აარჩია. ტენდერში, ერთი თვის შექმნილმა შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გაიმარჯვა.
მაშინ ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესზე მონოპოლია გამოაცხადა და კეზერაშვილის "ლატარიის კომპანიას“ გზა გაუხსნა. დროდადრო მთავრობა კეზერაშვილის ბიზნესს სულ უფრო და უფრო ამაგრებდა ახალახალი საკანონმდებლო ინიციატივებით. ჯერ იყო და 10 წლიანი ექსკლუზიურ უფლება მიანიჭა ტენდერით, რომელშიც მას ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა, შემდეგ "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა გადაწყდა, რომელიც ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნას ისახავდა მიზნად. საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლოა შევიდნენ "სხვა პირებიც“, ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოითქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა სურდათ.
ამ სისტემაში ბოლო ინიციატივა ლატარიის ბიზნესში ჩართვისთვის წინასწარ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას, მთავრობა იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელისუფლება კომპანიის ფინანსურ სანდოობაში უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ასეთი ნებართვა გასცეს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს კეზერაშვილისთვის კეთდება, რათა მას ბიზნესში კონკურენტები არ გამოუჩნდეს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ თამაშების მოწყობისთვის ნებართვის ასაღებად კომპანია მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტო კი განიხილავს ამ საბუთებს და გასცემს ან, არ გასცემს ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ კი პირი ვალდებულია, გადაიხადოს 10 ათასი ლარი აღნიშნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის. კანონპროექტის თანახმად, ამ თანხის გადახდა წინასწარ იქნება საჭირო. უარის შემთხვევაში პირს აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გარკვეულწილად შემოწმდეს, ლატარიების და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობის მსურველს გააჩნია თუ არა ფინანსური გარანტია აღნიშნულ ბიზნესში ჩართვისთვის.
"ეს არ არის არანირი დამატებითი გადასახადი და საგადასახადო ტვირთი. ეს არის გამარჯვებულის მიერ გარანტია იმისა, რომ იგი რეალურად არის საქმის გამკეთებელი“, - აცხადებს გია ხუროშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო ბიზნესი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ერთი ადამიანის გამო დანარჩენებს ყელში უჭერდნენ.
"ეს ყველაფერი კეზერაშვილისთვის კეთდება. მთელი ეს ბიზნესი მას აქვს ხელში ჩაგდებული და მთლიანად იგი აკონტროლებს ამ სფეროს, ახლა კი, როგორც ჩანს, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ. წინასწარ ამხელა თანხის გადახდას რომ სთხოვენ, ეს იმას ნიშნავს, ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში ცხვირი არ ჩაყონ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
კიდევ როდის ექნება მთავრობას ლატარიებისა და წამახალისებელი გათამაშებების სფეროსთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა და რა ცვლილებებით გაამაგრებს კეზერაშვილის ბიზნესს - უცნობია. თუმცა „საქართველოს ლატარიის კომპანია“, რომ უცნაური ფენომენია - ფაქტია. უამრავ ფულს ხარჯავენ, ბაზრის მონოპოლიზებაც მოახერხეს და ჯიუტად არწმუნებენ ხალხს, რომ მიეჩვიონ მოგებას, რომელსაც ვერასდროს ეღირსებიან.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48