„ნუგეში“ სოციალურად დაუცველ პირთათვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : „ნუგეში“ სოციალურად დაუცველ პირთათვის
ნანახია: 2045

„ნუგეში“ სოციალურად დაუცველ პირთათვის„ნუგეში“ ესაა სავაჭრო ქსელი სოციალური დატვირთვით, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრიდან თბილისის ყველა უბანში ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს. კომპანია ჯამში 200-მდე სავაჭრო ობიექტის გახსნას აპირებს, თუმცა საწყისი ეტაპისთვის 80-მდე ობიექტი გაიხსნება.
„ნუგეშის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით ობიექტებს პოტენციური მომხმარებელი 1 მლნ-მდე ეყოლება.
„ნუგეშის“ სავაჭრო ობიექტებში 100-ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტი და პირველადი მოხმარების საქონელი გაიყიდება, რომელიც 10-20%-ით უფრო იაფი იქნება ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში. „სავაჭრო ქსელში არ მოხდება ფასების დამრგვალება, მაგალითად თუ პურის ღირებულებაა 47 თეთრი, მომხმარებელი მასში 47 თეთრს გადაიხდის და არა 50-55 თეთრს, რაც დამატებით, 6%-15%-მდე დანაზოგს გულისხმობს. გარდა ამისა, „ნუგეშში“ გაიყიდება უმაღლესი ხარისხის საკვები და პირველად მოხმარების საგნები, 10-20%-ით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში“ - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი დავით ჟღენტი.
კომპანიამ პროდუქტებზე დეკემბრის ფასების მიხედვით სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციო ფასი შემდეგნაირად განსაზღვრა: 400გრ პური - 47თეთრი, 500გრ მაწონი - 1.24 თეთრი, კვერცხი - 24თეთრი, 200გრ ხაჭო - 1.33 თეთრი, 200გრ არაჟანი - 1.02 თეთრი, ერთი ბოთლი ზეთი - 3.32 თეთრი, ერთი ლიტრი ბორჯომი - 1.06 თეთრი.
„ნუგეშის“ ობიექტებში გაიყიდება, როგორც ადგილობრივი მწარმოებლების (კოლხი, ბარამბო, ეკო ფუდი, მინისა და მინერალური წყლების კომპანია და სხვა) პროდუქტები, ასევე იმპორტირებული პროდუქციაც.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით ქსელში მოხდება პროდუქტების ხარისხის, ვადების და ზუსტი წონის მკაცრი კონტროლი. ობიექტები არჭურვილი იქნება ერთიან მონაცემთა ბაზაში ჩართული კომპიუტიზირებული ელექტრონული სალარო აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტრო სასწორით და თერმული პრინტერით.
„ნუგეშის“ სავაჭრო ქსელში გადახდა მოხდება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათებით და არა ნაღდი ფულით. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს პროექტი საბარათე ტრანზაქციების გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ქმნის 500-მდე სამუშაო ადგილს, რომელთა ნაწილიც მერიის დასაქმების პროგრამიდან დასაქმდება.
ამ დროისთვის თბილისში „ნუგეშის“ 40 ობიექტი უკვე დადგმულია. საწყის ეტაპზე გახსნილ 80-მდე ობიექტში 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თუმცა ინვესტორის, პროგრამის იდეის ავტორისა და პარტნიორების დასახელება ჯერ-ჯერობით არ ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას უფრო ფართოდ კომაპნია უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48