შესაძლებელია თუ არა ქართული ჩაის აღორძინება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : შესაძლებელია თუ არა ქართული ჩაის აღორძინება
ნანახია: 603

შესაძლებელია თუ არა ქართული ჩაის აღორძინებასაქართველოში იმპორტირებული ჩაის პროდუქცია, ძირითადად, ძველი და უხარისხოა

„მე მაქვს დიდი ეჭვი და არამარტო ეჭვი, რომ საქართველოში იმპორტირებული ჩაი მაინცდამაინც დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, კვლევებმაც დაადასტურა, რომ ზოგიერთი მათგანი ხელოვნური საღებავებითაა გაჯერებული, ზოგიერთ მათგანში არის „ობის“ სოკო, ანუ საქართველოში იმპორტირებული ჩაი, ძირითდად, ძველი პროდუქციაა,“ – აცხადებს საქართველოს ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელი, თენგიზ სვანიძე – „ მარიამი“, „ფინალი“ და „აზერჩაი“ აზერბაიჯანიდან შემოდის, მაგრამ ეს აზერბაიჯანული ჩაი არ არის. იქ იმდენი ჩაი არ აქვთ, რომ თვითონაც დალიონ და ჩვენც გამოგვიგზავნონ. ეს არის მესამე ქვეყნებში შეძენილი პროდუქცია, რომელსაც ბაქოში აფასოებენ. ალბათ, ჩაის ყიდულობენ ინდოეთში, შრი–ლანკაში, ამბობენ, რომ ვიეტნამშიც. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი პროდუქციაა და ეს ვარაუდი ლაბორატორიული კვლევის შედეგადაც დადასტურდა.“
საქართველოში დღეს ქართულ ჩაის შიდა ბაზრის 10–11% უკავია. ადგილობრივად წარმოებული ჩაის პროდუქციის დაახლოებით 90% ექსპორტზე გადის. საქართველოში დაახლოებით 20–25 ჩაის ფაბრიკა ფუნქციონირებს და ქართული ჩაის ბევრი კონკურენტიანი ბრენდიც გვაქვს. მიუხედავად ამისა, ქართული ჩაის ცნობადობა მაინც დაბალია. თენგიზ სვანიძე ამას საბჭოთა ცნობიერებას მიაწერს, როცა ქართული ჩაი უხარისხო პროდუქციასთან ასოცირდებოდა, რომელიც ორიენტირებული იყო რაოდენობაზე და არა ხარისხზე.
„ამ მენტალიტეტის მოსპობას ემსახურება ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებთ. ამ ბოლო დროს ცნობადობა გაიზარდა და ქართული ჩაისკენ მობრუნდა მომხმარებელი, ორი თვის წინ ქართული ჩაის ბაზრის წილი შიგა ბაზარზე 3–4% იყო, დღეს 10–11%–ს აღწევს და ყოველთვიურად თითქმის 2–3%–ით იზრდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაჩვენებელი ერთ–ორ წელიწადში 25–30%–მდე ავა“, - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
როგორც თენგიზ სვანიძე აცხადებს, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 4000 ტონაზე მეტი ჩაის პროდუქცია სხვადასხვა ასორტიმენტითა და ხარისხით იწარმოება. საექსპორტო პროდუქცია მაინცდამაინც დიდი ხარისხით არ გამოირჩევა. ის გადის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ძირითადად, შუა აზიაში, ასევე უკრაინაში, აშშ–ში, ბალტიისპირეთში, გერმანიასა და ინგლისში. სხვადასხვა ხარისხის ქართული ჩაის 1 კგ–ის ფასი 1.5 დოლარიდან 5–8 დოლარამდეა. აქედან გამომდინარე, ქართული ჩაი, კონკურენტუნარიანია ფასით და, რაც მთავარია, ხარისხითაც. „ქართული ჩაი, რომელიც შიდა ბაზარზე გამოდის, არის ეკოლოგიურად სუფთა. განსაკუთრებით გამოირჩევა „დემარტ–ჩაი“, „გურიელი“, „სამაია“,ახალი ბრენდები გამოდის: „მაისის ჩაი“, „ჩაიხანა“, „ემ–ჩაი“, „ანასეული“.
საქართველოს ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფოსგან თანადგომა უკვე არის ის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდა, შეიძლება ჩაის პროდუქცია დაფასოვდეს, არის ეკონომიკური თავისუფლება - „ის, რაც სახელმწიფოსგან შეიძლება მოვითხოვოთ, არის მეტი რეკლამის საშუალება. თვითონ სახემწიფო სტრუქტურებმა, რომლებიც ჩაის პროდუქციას მოიხმარენ, თუ ეს შესაძლებელია, ქართულ ჩაის მიანიჭონ უპირატესობა, პროპაგანდა გაუწიონ და სახემწიფო შეკვეთები მეტი იყოს, დანარჩენს მეწარმეები თვითონ მიხედავენ.“

ნანა მუკბანიანი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48