საქართველოში ინვესტირებით სახელგატეხილი გერმანული ფირმა დაინტერესდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : საქართველოში ინვესტირებით სახელგატეხილი გერმანული ფირმა დაინტერესდა
ნანახია: 455

უგანდაში კორუფციულ სკანდალში გახვეული გერმანული ფირმა საქართველოში საჯარო რეესტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს?!

სუვერენული სახელმწიფოები ერთმანეთთან დიპლომატიური მისიების მეშვეობით, თანამშრომლობენ. ეს შეიძლება იყოს საკონსულო, საელჩო თუ სხვა ინტერესთა სფეროს წარმომადგენელი დაწესებულება. ხშირად სახელმწიფოთა შორის ადგილი აქვს განსაკუთრებულ, ინტენსიურ ურთიერთობას, ამ შემთხვევაში უმაღლეს დიპლომატიურ მისიას ახორციელებს საელჩო და ელჩი, რომელიც, ბუნებრივია, არის საკუთარი ქვეყნის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. ელჩი როგორც წესი არ არის თავისუფალი საკუთარ მოქმედებებში, მისი ყოველი ნაბიჯი გაწერილია მკაცრი დიპლომატიური ეთიკეტით, რომლის დაცვაც იმპერატიულად სავალდებულოა რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია პოზიტიურად განვითარდეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები მათზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებს დიპლომატიური მისიების მეშვეობით კარნახობენ იმოქმედონ არა იმ წესებით, რაც შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას, კრიზისიდან ამოსავალს გზებს, არამედ ისე როგორც სურს დომინანტ, განვითარებულ სახელმწიფოს და რაც მას მოუტანს ისევ და ისევ სარგებელს და არა ორივე მხარეს.
დიპლომატიური ინტერვენციის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს DER SPIEGEL-ის 2010 წლის 30-ე გამოცემის სტატია სათაურით „შუაღამის შეხვედრა სასახლეში“ (გვ. 89-90 ავტორი: HORAN KNAUP) სტატიაში ვკითხულობთ, რომ `გერმანიის ელჩის მოხვედრა მასპინძელი ქვეყნის გაზეთების პირველ გვერდებზე არ არის ხშირი მოვლენა. ბატონი რაინჰარდ ბუხჰოლცს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უზენაესი წარმომადგენელია უგანდაში წილად ხვდა ასეთი დიდი პატივი, იგი თავის ამერიკელ და ინგლისელ კოლეგებთან ერთად "THE INDETPENDEN”-გაზეთის პირველ გვერდებზეა, DER SPIEGEL-ის თანახმად: ბატონი ელჩი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამსახურში, როგორც ექსპერტი აფრიკის ქვეყნებში, `მან თავისი დიპლომატიური თანამდებობის მეშვეობით ხელი შეუწყო ერთ-ერთ გერმანულ ფირმას, 64 მილიონიანი შეკვეთის მიღებაში.” საკითხი ეხებოდა უგანდას 32 მილიონიან მოსახლეობისათვის ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების იმპორტირებაზე. საბოლოო ჯამში აღნიშნული შეკვეთა მიიღო ფირმამ მიულბაუერი ბავარიული როდინგიდან. (MUHLBAUER AUS DEM BAYRISCHEN RODING) Fფირმა იღებდა ვალდებულებას რომ დაემზადებინა პირადობის მოწმობები ყველა ამომრჩევლისთვის და იგი ამ მომსახურებისთვის მიიღებდა 64 მილიონ ევროს. `უგანდაში ეს შეთანხმება საგაზეთო სენსაციად იქცა, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება არღვევს ნებისმიერ დასავლურ სტანდარტებს, რომლებიც ასე აქტიურად არის პროპაგანდირებული განვითარებად ქვეყნებში".
DER SPIEGEL-თუ მივყვებით შევიტყობთ, რომ `უგანდის პრეზიდენტმა იოვერ მუსევინმა ყველასთვის მოულოდნელად გასცა განკარგულება შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომ მან შეუკვეთოს ზემოთ აღნიშნულ გერმანულ ფირმას საარჩევნო რეგისტრაციის ჩატარება და პირადობის მოწმობების გაცემა, პრეზიდენტის განცხადებით ეს საქმე იყო სასწრაფო და ჰქონდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მუსევინის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მიულბაუერის კონკურენტებისთვის, არამედ პარლამენტის და საზოგადოების რიგითი წევრებისთვისაც. თვით ფინანსთა მინისტრიც, რომელიც უზრუნველყოფდა ფულის მოწოდებას აღნიშნა რომ ადრინდელი ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა მაქსიმუმ არსებული 64 მილიონიანი თანხის ნახევარს.”
პრეზიდენტის გადაწყვეტილება არღვევს, როგორც უგანდის ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასაც სახეზე გვაქვს ავტორიტარიზმის ტიპიური ნიშნები, რაც მიუღებელია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებისათვის.
DER SPIEGEL-ის ცნობით, "ამ გადაწყვეტილების მიღებამდე შედგა შეხვედრა პრეზიდენტ მუსევინის სასახლეში, მისი სტუმრები გახლდათ გერმანიის ელჩი რაინჰარდ ბუხჰოლცი, ფირმის ხელმძღვანელი იოზეფ მიულბაუერი და ვიცე მინისტრი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკითხებში ალინტუმა ნსამბუ. შეხვედრა გაგრძელდა გვიანობამდე და ელჩმა რამოდენიმეჯერ ღიად გაუწია მხარდაჭერა ბავარიულ ფირმას და მან ასევე მოითხოვა აღნიშნული პროექტის დაჩქარებაც. პრეზიდენტმა “გაითვალისწინა” გაცემული რეკომენდაცია და ცოტა ხნის შემდეგ დადებულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება,” მიუხედავად იმისა, რომ უგანდას პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადების საკითხში ჩართულები არიან არა მხოლოდ გერმანელები, არამედ ამერიკელები, ინგლისელები და თვით იაპონელებიც კი, რომლებიც ბევრად უფრო მისაღებ ფასად სთავაზობდნენ უგანდას მსოფლიო მასშტაბით მიღებულ გამოცდილებას აღნიშნულ საკითხში.
პრეზიდენტის ოპონენტი დეპუტატის აშაა ოტოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად: `პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ყველა კომპეტენტური ორგანოს გვერდის ავლით”, კომპეტენტური ექსპერტების დასკვნებით კი ხელმოწერილი პროექტი არის ძალიან ძვირადღირებული, არაგამჭვირვალე და არადემოკრატიული!".
ისევ DER SPIEGEL-ის ცნობით `ბატონმა ელჩმა არა მარტო პრეზიდენტს მისცა იმპერატიული რეკომენდაციები არამედ იგი ხვდებოდა საარჩევნო კომისიის უფროსსაც, ასევე კრიტიკულად განწყობილ დეპუტატ ოტოს~, მან პრაქტიკულად განახორციელა ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, როდესაც დაურეკა და ესაუბრა გაზეთ OBSEVER-ის მთავარ რედაქტორს, მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ გაზეთში დაიბეჭდა კრიტიკული სტატიები ზემოთ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მოვლენა ძალიან ნეგატიურად აისახება საზღვარგარეთის ქვეყნებში დიპლომატების როლზე, ძალიან ძნელია გამართლება მოუძებნო ელჩის მოქმედებას, მისი ქცევა უფრო დიპლომატიური ინტერვენციის უხეშ მაგალითს წარმოადგენს განვითარებადი სახელმწიფოს მიმართ და არა კეთილსაიმედო პარტნიორის უანგარო რჩევას.
მკითხველი ალბათ გაოცებული იკითხავს თუ რა შუაშია ეს ყველაფერი საქართველოსთან? სწორედაც რომ აღნიშნული ფაქტი პირდაპირ კავშირშია ქართულ სახელმწიფოსთან რადგან, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულია ტენდერი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დასამზადებლად და როგორ ფიქრობთ ვინ არის ამ ტენდერში ერთ-ერთი პრეტენდენტი? სწორედ ის გერმანული ფირმა მიულბაუერი ბავარიული როდინგიდან, (MUHLBAUER AUS DEM BAYRISCHEN RODING), რომელიც მონაწილეობდა მსგავს სკანდალურ პროექტში უგანდაში!
ვიტოვებთ იმედს, რომ აღნიშნული ტენდერი ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით და უგანდის მსგავსად გერმანიის დიპლომატიური მისია საქართველოში არ მოახდენს უსამართლო ლობირებას ზემოთ აღნიშნული გერმანული ფირმის მიმართ, ვინაიდან ეს მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს თანაბარუფლებიანი პარტნიორების საქართველო-გერმანიის მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

ლაშა ქურდაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48