ახალგაზრდა ფინანსისტები ავეჯით მოვაჭრეების შევიწროებას აპროტესტებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ახალგაზრდა ფინანსისტები ავეჯით მოვაჭრეების შევიწროებას აპროტესტებენ
ნანახია: 590

ახალგაზრდა ფინანსისტები ავეჯით მოვაჭრეების შევიწროებას აპროტესტებენ "აფბას" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მოუწოდებს მთავრობას და პირადად ნიკა გილაურს აღკვეთოს უკანონობა სავაჭრო ცენტრ "საბას" ბიზნესმენების მიმართ, მისცეს კონკრეტული დავალება ეგრეთწოდებულ ბიზნეს-ომბუდსმენს, ბატონ პერტაიას, როგორც ამ ბიზნესმენებთან, ისე ბოლო პერიოდში უკანონოდ დაპატიმრებულ სხვა მეწარმეებთან დაკავშირებით, კერძოდ გელა ბარკალაიას, ედვარდ სურმანიძის, ანზორ ქოქოლაძის და გაუგებარი მიზეზებით დევნილი ვანო ჩხარტიშვილის შესახებ.




"პრეზიდენტის სიტყვა და საქმე უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ბიზნესმენების მხარდამჭერი განცხადების მეორე დღეს სავაჭრო ცენტრ "საბას" ობიექტები დალუქეს. სხვა ვინ უნდა შეავიწროონ? აბა, "მადნეულს" და "კვარციტს" ვინ დალუქავს? პარლამენტარ კობა ნაყოფიას "სამფლობელოს" ხელს ვინ ახლებს? სულხან-საბასი არ იყოს, "თავის შვილს" ხომ არ დასჯის? მას ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს, ხოლო სავაჭრო ცენტრის გაწამებულ მეწარმეებს დაარბევენ. ეს უსამართლობაა" - აცხადებს "აფბას" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" "საბას" ობიექტების დალუქვას აპროტესტებენ და მოუწოდებენ პრეზიდენტს შეასრულოს თავისი დანაპირები. მან ლილოს გეზის - გაფორმების ეკონომიკური ზონის - გახსნისას განაცხადა, რომ ამიერიდან ობიექტები აღარ დაიხურებოდა და მეწარმეებს ყოველმხრივ შეეწყობოდათ ხელი, თუ დაშვებული ექნებოდათ დარღვევა, რათა მათ ბიზნეს-საქმიანობის გაჩერების გარეშე გამოესწორებინათ საქმეები. მეორე დღესვე მეწარმეთა ჯგუფთან ძალმომრეობითი ხასიათის დამოკიდებულების დაშვება მოწმობს, რომ ან სახელმწიფო მოხელეებისთვის პრეზიდენტის სიტყვას არანაირი ძალა არ აქვს, ან პრეზიდენტი პირფერობს. ორივე შემთხვევაში, გაუთავებელი ტაშ-ფანდური, მილიონ ნახევრის დახარჯვა თბილისის ბიუჯეტიდან საახალწლო ფოიერვერკებზე, უცნობი, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდი, როგორც ამბობენ, მილიონ ნახევარი დოლარის გადახდა პლასიდო დომინგოს ბათუმის კონცერტში და ბაქი-ბუქი ფერმკრთალდება. არ შეიძლება სიცრუის აყვანა პოლიტიკის რანგში და მისი ტირაჟირება პროპაგანდის სახელმწიფო საშუალებებით, ანუ მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნაციონალური ტელევიზიებით. თუ მთავრობა და ბატონი გილაური მიიჩნევენ, რომ ქართველი ხალხი ამის ღირსია, თავიანთ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს სცენ პატივი და ნუ წარმოუჩენენ მას საზოგადოებას, როგორც ცრუ დაპირებების ავტორს.
"აფბას" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მოუწოდებს მთავრობას და პირადად ნიკა გილაურს აღკვეთოს უკანონობა სავაჭრო ცენტრ "საბას" ბიზნესმენების მიმართ, მისცეს კონკრეტული დავალება ეგრეთწოდებულ ბიზნეს-ომბუდსმენს, ბატონ პერტაიას, როგორც ამ ბიზნესმენებთან, ისე ბოლო პერიოდში უკანონოდ დაპატიმრებულ სხვა მეწარმეებთან დაკავშირებით, კერძოდ გელა ბარკალაიას, ედვარდ სურმანიძის, ანზორ ქოქოლაძის და გაუგებარი მიზეზებით დევნილი ვანო ჩხარტიშვილის შესახებ. რას ემართლებიან მათ, საზოგადოებისთვის უცნობია. კიდევ ერთუ უცნაურობა ახლავს ამ ადამიანების დევნას - მათი ადვოკატები დუმან. ეტყობა, ვაჭრობის პროცესი რომ არ დააზარალონ. სხვათაშორის, აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა, საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი ხდება ინდმეწარმეების, წვრილი მოვაჭრეების, მცირე ბიზნესის წარმომადგენლების შევიწროებისა და ჩაგვრის ფაქტები. მსხვილი ბიზნესმენების შესახებ ფაქტები ნაკლებად ხვდება მედიაში. ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მსხვილ მეწარმეებთან ურთიერთობა, ძირითადად კულუარული გარიგებით და ბიზნესიდან მოცემული პირის გაგდებით, ან საზღვაგარეთ გაძევებით მთავრდება, ზოგჯერ ბიზნესმენი თავად გარბის საქართველოდან. მეორე მომენტი ისაა, რომ ყველა მსხვილ და შემოსავლიან ბიზნესს ხელისუფლებასთან შეზრდილი კლანები აკონტროლბენ. მათ მიმართ კი, ბუნებრივია, მთავრობას პრეტენზიები არ აქვს.

ნოდარ ბაკურაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48