კონკურენციის დაბალი ხარისხი "საქსტატის" მონაცემებითაც მტკიცდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კონკურენციის დაბალი ხარისხი "საქსტატის" მონაცემებითაც მტკიცდება
ნანახია: 418

კონკურენციის დაბალი ხარისხი "საქსტატის" მონაცემებითაც მტკიცდება საქართველოში 2010 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 324 917 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 304 205 არის კერძო, ანუ საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი წილი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.
ისეთი მასშტაბების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 304 205 ფირმა არ არის ცოტა და, ერთი შეხედვით, ეს ციფრი კონკურენციის მაღალ დონეს უნდა გულისხმობდეს. თუმცა, რეალობა სულ სხვაა. საქმე იმაშია, რომ ამ კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი, მსხვილი ეკონომიკური სუბიექტები ქმნიან ამინდს ბიზნეს-სექტორში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალები არათანაბრადაა განაწილებული. ამის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს.
2009 წელს საქართველოში ბიზნესის სექტორში მთლიანი ბრუნვა 20 302.2 მილიონი ლარი იყო. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამ თანხის მხოლოდ 15.6% მოდიოდა, დანარჩენი 84.6% კი მსხვილ ბიზნესზე.
რაც შეეხება პროდუქციის მთლიან გამოშვებას, 2009 წელს კერძო სექტორში 11 003.1 მილიონი ლარის პროდუქცია შეიქმნა, რომლიდანაც მცირე და საშუალო კომპანიების მიერ მხოლოდ 2032.8 მილიონის ღირებულების პროდუქცია იქნა წარმოებული, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით 18%-ია.
მხსვილი ბიზნესი დაქირავებულთა რაოდენობითაც უსწრებს მცირე და საშუალო ბიზნესს ერთად. 2010 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ბიზნეს-სექტორში დაქირავებული 354 919 ადამიანიდან, 217 475 მხსვილ კომპანიებში მუშაობს, 137 444 მუშაკი კი მცირე და საშუალო ბიზნესში.
ეს ციფრები კიდევ უფრო ნათელჰყობს და ააშკარავებს იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკაშია შექმნილი. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც, როგორც წესი, ეკონომიკის მთავარი საფუძველი უნდა იყოს, ფაქტობრივად არ არსებობს და რეალურ გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკურ პროგრესზე. მსხვილი კომპანიები ბაზარზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობებს ხშირ შემთხვევაში პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. ეს, ბუნებრივია, არათანაბარ პირობებში აყენებს სუბიექტებს და შედეგად მცირე ბიზნესს განვითარების საშუალება არ ეძლევა. საბოლოოდ, გამოდის ის, რომ სიმდიდრე უმცირესობის ხელში გროვდება, ნაცვლად უმრავლესობისა.
მოკლედ რომ შევაფასოთ ზოგადი მდგომარეობა, საქართველოში მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 80-82%-ს კომპანიების საშუალოდ 10-15% ქმნის. ასეთ ვითარებაში კონკურენციაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48