ნანახია: 2684
"ტექნო ბუმის" მაღაზიებში 20 ნოემბრიდან "საახალწლო ბუმი" იწყება. კომპანიის ინფორმაციით, აქცია სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაზე 10 ლარიდან 250 ლარამდე ფასდაკლებას, მყიდველების დასაჩუქრებას და ასევე შეღავათიან საახალწლო განვადებას ითვალისწინებს. აქციის ფარგლებში ფასდაკლებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის გამათბობლის, გაზქურის, კომპიუტერის შეძენაა შესაძლებელი. "საახალწლო განვადებას" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო" და „ტაოპრივატბანკი" ემსახურება. უახლოეს მომავალში „ტექნო ბუმი" ცნობილი ევროპული ბრენდის დისტრიბუტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამ დროისთვის მის პარტნიორებს შორისაა „ვესტელი", „კორტინგი", „ბოში", „ინდეზიტი", „ეისერი", „ასუსი", რომლებისგანაც მომხმარებლები "საახალწლო ბუმის" ფარგლებში საჩუქრებს მიიღებენ. "ტექნო ბუმი" მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა. კომპანიის ქსელი ამ დროისათვის 5 მაღაზიას აერთიანებს, თბილისში (2), ბათუმში (2) და ქობულეთში.
|