ინტერნეტბაზრის მონოპოლისტები მომხმარებელს ფასშიც ატყუებენ და ხარისხშიც » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ინტერნეტბაზრის მონოპოლისტები მომხმარებელს ფასშიც ატყუებენ და ხარისხშიც
ნანახია: 826

ინტერნეტის სიჩქარე უმეტეს შემთხვევაში იმის ნახევარიც არ არის, რაც მომხმარებელს აქვს შეძენილი


ინტერნეტბაზრის მონოპოლისტები მომხმარებელს ფასშიც ატყუებენ და ხარისხშიცმონოპოლიური ფასების პრობლემა ქართული ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტში დგას. მონოპოლიური მდგომარეობა კომპანიას საშუალებას აძლევს თავად დაადგინოს პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი და ფასები. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების კანონი და ფასწარმოქმნის კლასიკური თეორიები აზრს კარგავს და ყველაფერი გამყიდველის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნათლად გამოხატული მონოპოლიები ინტერნეტბიზნესშია. ნიშანდობლივია, რომ ამას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევებიც ადასტურებს. ბაზრის უდიდეს ნაწილს ორი კომპანია, "კავკაზუს ონლაინი" და ყოფილი "გაერთიანებული ტელეკომი", "სილქნეტი" აკონტროლებს.

აღნიშნულ ბაზარზე მონოპოლიური ფასების და ფასებთან შეუსაბამო ხარისხის პრობლემა მომხმარებელმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში წამოწია. მაგალითად, "ფეისბუკზე" ინტერნეტის დაბალ ხარისხს და მაღალ ფასებს 13500-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს, ეს ქართული მასშტაბებით საკმაოდ მაღალი ციფრია. სოციალურ ქსელებში მომხმარებელი ათამდე პრობლემას უსვამს ხაზს, რომელთა მოგვარებასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მოითხოვენ. "ბანკები და ფინანსები" შეისწავლის მათ არგუმენტებს და პერიოდულად გააშუქებს აღნიშნულ საკითხს.

პირველ ეტაპზე "ფეისბუკში" შექმნილ ჯგუფში სახელწოდებით, - "შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს სიჩქარე" მომხმარებლები, პირველ რიგში ინტერნეტის მიწოდების ხარისხს აპროტესტებენ.

პროვაიდერების მიერ შემოთავაზებულ ოფიციალურ ფასებს სხვა დროს განვიხილავთ. პირველ რიგში, მომხმარებელს, ის მდგომარეობა აღელვებს, რასაც მათ პროვაიდერები უქმნიან.

"კავკაზუს ონლაინის" ყველაზე დაბალფასიანი პაკეტი "ევრო 1"-ია. 1 მეგაბიტი წამში 7 ევრო ღირს. კომპანიის ვებ გვერდზე მითითებულია, რომ ლოკალური და გლობალური სიჩქარე თანაბარია. ამ ოფიციალური ინფორმაციიდან სიმართლეს მხოლოდ მომსახურების ფასი შეესაბამება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ პაკეტის პრაქტიკულად არც ერთ მომხმარებელს, მსგავსი სიჩქარით ინტერნეტი არ მიეწოდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე, ისიც მხოლოდ ლოკალურ ქსელებზე კავშირისას, 500 კილობაიტს აღწევს წამში. ასევე უნდა ითქვას, რომ ტყუილია და მეტი არაფერი, კომპანიის განცხადება, რომ "ევრო 1" პაკეტის მოხმარებისას გლობალური და ლოკალური სიჩქარე თანაბარია. ყველაზე კარგ შემთხვევაში გლობალურ ქსელებზე წვდომა მაქსიმუმ 100 კილობაიტია წამში.

იდენტური პირობები აქვს "სილქნეტს". სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მას ფასი დოლარებში აქვს მოცემული და იგი 10 დოლარს შეადგენს. ანუ, თუ ამ ორი კომპანიის ფასებს ლარში გადავიყვანთ, ფასებიც იდენტური გამოდის. ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხით "სილქნეტის" მომხმარებელიც ვერ სარგებლობს. შეთავაზებული 1 მეგაბაიტიანი სიჩქარის ნაცვლად, ამ კომპანიის მომხმარებელიც მხოლოდ მაქსიმუმ 500 კილობაიტს იღებს წამში. ეს კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულის ნახევარია. ეს იგივეა, როცა ერთ პურს ყიდულობ და შესაბამის ფასს იხდი და 1 პურის ნაცვლად ნახევარ პურს იღებდე.

ასევე ძალიან საკამათოა კომპანიების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი. განსაკუთრებით "კავკაზუს ონლაინს" ხშირად აქვს პრობლემები გლობალურ ქსელთან წვდომისას. ინტერნეტის მიწოდება ხშირად ითიშება, უფრო ხშირად ითიშება გლობალურ ქსელთან წვდომა. ეს ხარვეზები პროდუქტს არსობრივად სხვა სახის პროდუქტად აქცევს, ხარვეზებით მიწოდებული ინტერნეტი სხვა ფასი უნდა ღირდეს. მიუხედავად ამისა, კომპანიები ხარვეზებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და მას ფასში არ ითვალისწინებენ, ეს კი თავისთავად არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა და მათი შეცდომაში შეყვანა.
გარდა ამისა, საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. "კავკაზუს ონლაინის" მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეთანხმებულ დღეს არ გადაიხდის პროდუქტის საფასურს, მას ეკისრება გარკვეული ჯარიმა. ეს პირგასამტეხლო ლოგიკური იქნებოდა, თუ მომხმარებელს თანხის არგადახდის შემთხვევაში კომპანიის მიმართ რაიმე დავალიანება ექნებოდა. საქმე ისაა, რომ მომხმარებელი ინტერნეტის საფასურს წინასწარ იხდის და არა პროდუქტის ათვისების შემდეგ. ანუ, სრულიად გაუგებარია, რატომ აკისრებს ჯარიმას კომპანია მომხმარებელს იმის გამო, თუ პროდუქტს უბრალოდ არ შეიძენს. სიტუაცია ნამდვილად კომიკურია. თუ მომხმარებელს არ სურს პროდუქტის შეძენა, რატომ აძლევს თავს უფლებას გამყიდველი, რომ ამის გამო ვინმე დააჯარიმოს. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მაგალითად ადამიანი ყოველ დღე ერთსა და იმავე მაღაზიაში ყიდულობს პურს, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, რომ მას პური არ სჭირდება და არ შეიძინოს ის და ამის გამო, მაღაზიის გამყიდველმა ის დააჯარიმოს. ზუსტად ასე მოქცევის უფლებას აძლევს თავს "კავკაზუს ონლაინი".

როგორც ვხედავთ, ზემოთ ძალიან ბევრი კითხვა დავსვით. რატომ აძლევენ ინტერნეტის პროვაიდერი კომპანიები თავს იმის უფლებას, რასაც სჩადიან. იმიტომ, რომ მათ მომსახურებას არ აქვს ალტერნატივა.

ლევან მარტაძე














 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48